Home მნიშვნელოვანი

უდავოა, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცების სექსუალურ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალი რომელიც განიცდის ორგაზმს პარტნიორთან, აძლევს მას შანსს მიიღოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიამოვნება და იმის დასტური, რომ ის ნამდვილი მაჩოა.

ნებისმიერი მამაკაცი მის შესაძლებლობებს აფასებს ქალთან მიღებული ”შედეგების” შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თუ პარტნიორი (ქალი) ვერ განიცდის სიამოვნებას, ეს მამაკაცებში ხშირად სხვადასხვა კომპლექსის მიზეზი ხდება. ხოლო უპასუხისმგებლო მამაკაცებში ქალთა მოდგმაზე არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურება.

მანამ სანამ ქალებიც და მამაკაცებიც თვითგვემას მიეცემიან და საკუთარ თავში ჩაიკეტებიან, უმჯობესი იქნება თუ გაეცნობიან სხვადასხვა კვლევებისა და ზოგადად სამედიცინო სფეროში პროფესიონალების მიერ მიღებულ გამოცდილებას.

პირველ რიგში, აუცილებლად ნათელი უნდა მოეფინოს, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ფრიგიდულობასთან თუ ანორგაზმიასთან.

ფრიგიდულობა სექსუალური ლტოლვის არ არსებობას ნიშნავს, ხოლო ანორგაზმია სექსუალური აქტის დროს ორგაზმის არ არსებობას.

მსოფლიოში არსებული მდედრობითი სქესის მოსახლეობის მხოლოდ 5 % გახლავთ ფრიგიდული.

არსებობს ფრიგიდულობის ორი სახე:

1. კონსტიტუციონალური ფრიგიდულობა

ქალს არასოდეს უგრძვნია აღგზნება (ლტოლვა), უბრალოდ მოკლევადიანი ინტერესი არსებობდა ოდესღაც. აღგზნება და სექსუალური ლტოლვა არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. თუ არ არის ლტოლვა, ესე იგი არ არის ლიბიდო, შესაბამისად ვერ იქნება ორგაზმიც.

ძირითადად ორგაზმის არ არსებობა შეიძლება იყოს ფრიგიდულობის მაჩვენებელი, თუმცა არ შეიძლება მისი არევა ანორგაზმიასთან (რომლის დროსაც ლტოლვა არის).

2. ადაპტური ფირგიდულობა

ოდესღაც შესაძლებელია არსებობდა ლტოლვა, მაგრამ შემდეგ ფსიქო–ემოციურ ან დაავადებების ფონზე იგი დაითრგუნა (შესაძლოა ერთდროულად ორივე მიზეზი იყოს). მოტივაცია ლტოლვის დაბრუნებასა და სექსუალურ შეგრძნებების აღდგენაზე არ არსებობს.

ფრიგიდულობა

სამწუხაროდ ფრიგიდულობა არ იკურნება, ეს საბოლოო დიაგნოზია, ხოლო ანორგაზმიისგან თავის დაღწევა შეიძლება, თუმცა ამის სურვილი ქალს უნდა ჰქონდეს.

მსოფლიოში არსებული ქალი მოსახლეობის დარჩენილი 95 % სხვადასხვა ქვეტიპებად იყოფიან. ქალების იმ ნაწილისთვის, რომელიც განიცდის ლტოლვას, ორგაზმი სხვადასხვა ხარისხის მნიშვნელოვნების გახლავთ.

  • ტიპი I

    მათთვის აქტის დროს მინიმუმ ერთი ორგაზმის განცდას დიდი მნიშვნელობა აქვს სრული სექსუალური კმაყოფილების შეგრძნებისათვის.

  • ტიპი II

    ამ ქვეტიპის ქალებისათვის კმაყოფილების შეგრძნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი აქტის დროს მრავალჯერადად განცდილ ორგაზმს მოაქვს. (ნიმფომანებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე გამოირჩევიან სექსუალური ჰიპერაქტიულობით, ასეთი ქალები ჩატარებული აქტისაგან სრულიად კმაყოფილები რჩებიან)

  • ტიპი III

    პერიოდულად განიცდიან ორგაზმს, თუმცა მიუხედავად ამისა ყველანაირი აქტის შემდეგ კმაყოფილი რჩებიან.

  • ტიპი IV

    ქალები, რომლებსაც ჯერ არ განუცდიათ ორგაზმი, მაგრამ ყოველი აქტისაგან იღებენ სიამოვნებას და აქვთ კმაყოფილების შეგრძნება.

აქვე გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ანონიმურ გამოკითხვაში:

თქვენი აზრით რომელ ტიპს განეკუთვნებით?

View Results

Loading ... Loading ...

ლტოლვა

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ქალის კმაყოფილება მხოლოდ ორგაზმის შედეგად მოსული შეგრძნება არ არის (როგორც ეს მამაკაცებშია), ის ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული (ემოციაზე, გარემოზე, მატერალურ თუ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე). ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ორგაზმების სახეობებიც და გამოხატულებაც , რომელიც ყველა ინდივიდისათვის განსხვავებულია.

შეუძლებელია ქალისაგან ორგაზმის ”გამოძალვა” მით უმეტეს თუ ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ ქვეტიპს მიეკუთვნება ის, ამიტომ რჩევა მამაკაცებს:

ნუ დაითრგუნებით, თუ ქალი გეტყვით, რომ მან აქტის შედეგად ორგაზმი ვერ განიცადა. ამას ჯობია დაინტერესდით მისი შეგრძნებებით აქტისა და მის შემდგომ პერიოდში. ამით უფრო გაგიადვილდებათ მიზეზის პოვნა და მისი ტიპის განსაზღვრა. პრობლემა შესაძლოა არც თქვენში იყოს და საერთოდაც არ არსებობდეს, მთავარია შეძლოთ ამის დროულად განსაზღვრა.

არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს.

-სტატია დაფუძნებულია ექიმ -სექსოლოგის – ლევ ვლასენკოს ნაშრომზე.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
16 კომენტარი to this post
  1. 15 wlis var 3 tvea gavtxovdi magram seqsis dros orgazms ver ganvicdi mainteresebs rame seriozuli problema xom ar maqvs minda isic agvnishno ro masturbaciis dros chveulebriv ganvicdi orgazms

  2. ვარ 18 წლის, მაქვს სექსი მაგრამ ვერ განვიცდი ორგაზმს, მსიამოვნებს მაგრამ.. ნუ განვეკუთვნები მეოთხე ტიპს. მაინტერესებს არის თუ არა ეს პრობლემა და ვის მივმართო?

შენ რას იტყვი?