ის, ვინც პირველად დაასკვნა, რომ კაცს და ქალს შორის მეგობრობა ვერ იქნებოდა ან მაგარი სულელი იყო, ან უბრალოდ არ იცოდა, რა არის მეგობრობა.

სინამდვილეში, ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს, მაგრამ რამდენიმე სახის.

ერთი სახის მეგობრობაა, როდესაც ქალსა და კაცს შორის არ არის სექსუალური მიზიდულობა, მათ ერთმანეთისთვის სქესი არ აქვთ და ძალიან მშვიდად არიან ერთად, იცნობენ ერთმანეთის პარტნიორებს და მშვიდად აღიქვამენ მათი სექსუალური ცხოვრების დეტალებს.

images

არსებობს მეგობრობა, როდესაც ქალსა და კაცს შორის სექსუალური კავშირია. ეს არის უბრალოდ სექსი და მორჩა. ამის იქით ისინი მშვენიერი მეგობრები არიან, ერთ წრეშიც ტრიალებენ და შეიძლება სხვა პარტნიორებიც ჰყავთ. შესაძლოა მათ მუდმივი პარტნიორებიც გაუჩნდეთ და აღარ ჰქონდეთ სექსი ერთმანეთთან, თუმცა მათი მეგობრობა არსად გაქრება – ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ორივეს კარგად ჰქონდეს გააზრებული ზუსტად რა ურთიერთობა აქვთ, რას ელიან ერთმანეთისგან, რა შეუძლიათ მიიღონ და საერთოდ, როგორია მეგობრობა “ბენეფიტებით”.

არსებობს მესამე კატეგორიის მეგობრობაც – როდესაც ქალი და კაცი იყვნენ პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში და მათ ამ პერიოდში მოასწრეს გამხადრიყვნენ კარგი მეგობრები – იმდენად კარგი, რომ სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც კი ახერხებენ ჩვეულებრივ შეინარჩუნონ საღი, მეგობრული ურთიერთობა.

sex-texting-mp

რა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთული სახეობაა, მაგრამ მაინც შესაძლებელი და რეალური: მთავარია, არც ერთი მხარე არ იყოს დაბოღმილი, არ ჰქონდეს შერჩენილი ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გრძნობები და ყველაფერი გამოვა.

კიდევ მინდოდა რჩევა მომეცა ყველასთვის – არ დაუმეგობრდეთ არავის მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ პარტნიორად გაიხადოთ ან უბრალოდ სექსი გქონდეთ ან შეგიყვაროთ. დაუმეგობრდით იმიტომ, რომ მეგობრები იყოთ და სხვა დანარჩენი შესაძლებელია დროთა განმავლობაში თავისით „გაიჩითოს“ და პირიქით (სხვათაშორის მომაკვდინებელი არაა, თუ მეგობრებს სექსიც ექნებათ, ან მეგობრობის ნაიადაგზე სიყვარული გაჩნდება).

7dayrelationshipchallenge

მე მქონდა მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ არ უნდა იმეგობრო ადამიანთან თუ მისგან მხოლოდ სექსი გინდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი გართულდა და ჩაიხლართა.

თავიდან ისე მომეწონა, რომ მუხლი მომეკვეთა და თვალთ დამიბნელდა. შემდეგ ვითომ დავმეგობრდით, თუ რაღაც ამდაგვარი. ერთ წლიანი მეგობრობის შემდეგ მან ჩემთან ფლირტი დაიწყო და რაღაც ფიზიკურ სიახლოვეზეც მზად იყო. თუმცა ეგ ამბავი იმ მომენტში არ გამოვიდა.

შემდეგ მე ვცდილობდი მასთან სექსის „პონტს“ და მაინც არ გამოვიდა ეს ამბავი.

შუალედებში ვმეგობრობდით, დავდიოდით სხვადასხვა კაი “პონტებში”, “ვიჩითებოდით” მეგობრებთან ერთად და მოკლედ “ძმები” ვიყავით.

just-friends

ასე არც იქით, არც აქეთ ამბებში გავიდა 2 წელიწადზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში მუხტი არ გამქრალა: ხან ის იწევდა, ხან მე. მაგრამ სულ იყო მიზეზები, რომ სექსი არ გვქონოდა.

შემდეგ კი ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა: იმდენი დავლიეთ, რომ ჭკუა-გონი აღარ მოგვეკითხებოდა, ჰოდა ფრიად უსიტყვოდ, ყველანაირი ზედმეტი გადახვევების გარეშე, ბოლოს და ბოლოს გვქონდა სექსი.

კარგი იყო თუ ცუდი ნამდვილად არ მახსოვს, სასმლის დოზა ძალიან გვქონდა გადამეტებული. გაღვიძებულს როგორი შეგრძნება მქონდა ესეც ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ ის ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი კაცი იყო, რომლის მიმართაც მხოლოდ სადღაც წარსულიდან მონაბერი კეთილგანწყობა მქონდა.

აღარაფერი დარჩა – არც მუხტი, არც ძლიერი „მეგობრობა“. ყველაფერი, რაც მანამდე გვქონდა, თავს ვაჯერებდი, რომ ნამდვილი და გულწრფელი იყო. სინამდვილეში, მხოლოდ ერთი რამის მოლოდინი მქონდა და ამ როლს ვირგებდი დროებით.

combined-infertility

ასეთი ძლიერი სინანულის შეგრძნება არასოდეს მქონია. ის კი არ მინანია, რომ სექსი გვქონდა (როგორც იქნა – ალილუია), არამედ ის ვინანე, რომ 2 წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა და ამდენი დრო უბრალოდ, აორთქლდა. ძალიან ტყუილად დავხარჯე დრო, ნერვები და საერთოდაც ძალიან მოჩვენებითი იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ სექსამდე ამის აღიარება არაფრით მინდოდა.

ამიტომ, ჩემი კარგებო და ჭკვიანებო, არ დაუშვათ ასეთი შეცდომა – გქონდეთ ურთიერთობა ზუსტად იმისთვის, რისი მიღებაც გინდათ და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი.