რა თქმა უნდა, ფრანგულ კოცნას ყველაზე ხშირად ვხვდებით ფილმებში, ალბათ ქუჩაშიც შეგიმჩნევია წყვილები, რომლებიც მხურვალე ამბორით გამოხატავენ გრძნობებს. არ აქვს მნიშვნელობა იცი თუ არა ფრანგული, ან გაქვს თუ არა შეხება საფრანგეთთან – კარგი ფრანგული კოცნის სწავლა შესაძლებელია.

ტუჩები უნდა იყოს რბილი

საუკეთესო კოცნისათვის აუცილებელია ტუჩები იყოს რბილი და ოდნავ ტენიანი. კოცნამდე დარწმუნდი, რომ ტუჩები არ გაქვს გამომშრალი და თუ დატენიანება გჭირდება, შემდეგი პუნქტები დაგეხმარება:

  • გამოიყენე ჰიგიენური საცხი და თუ ის არომატიზებულია – კიდევ უკეთესი. ეცადე, არ გამოიყენო მბზინავი და წებოვანი ტუჩსაცხი.
  • დალიე ბევრი წყალი. გამშრალი ტუჩები გაუწყლოვნების ნიშანია.
  • ცუდი არ იქნება, თუ კოცნამდე პიტნის კანფეტს/საღეჭ რეზინს ან წყალს გამოყენებ, ზედმეტი ბაქტერიების და არომატების მოსასპობად.

ენა

მიუახლოვდი

არ დაკარგო წამი მაშინ, როდესაც შენი აზრით ყველაზე ხელსაყრელი მომენტი დგება. მიახლოებისას ნელა ჯობია მოძრაობა, რომ მეორე ადამიანს ჰქონდეს უარის თქმის (გაწევის) საშუალება, მაგრამ ზედმეტად ნელა მოძრაობაც არ ღირს, რომ მუხტი არ დაიკარგოს. როგორ უნდა მიხვდე, როდის არის შესაფერისი მომენტი? ამის განსაზღვრა რთულია და იცვლება სიტუაციის მიხედვით. გაითვალისწინე შემდეგი დეტალები:

  • ზუსტი დროა, თუ მეორე ადამიანი ხშირად უყურებს შენს ტუჩებს, მკვეთრად გადააქვს მზერა თვალებიდან პირზე და ძალიან ახლოს მოდის.
  • ზუსტი დროა, თუ  პაემანი/შეხვედრა დასასრულს უახლოვდება.
  • შესაძლოა უბრალოდ იგრძნო, რომ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ცდა ღირს. რჩევის სახით გეტყვით, რომ ზოგჯერ ამის შესახებ კითხვის დასმაც შეიძლება. უმჯობესია, იცოდე სანამ აკოცებ, ვიდრე აკოცო მოულოდნელად მას, ვისაც ეს არ უნდა.
  • ეცადე, კოცნამდე მშვიდი გარემო შექმნა.
  • საუბრისას შეგიძლია რამდენჯერმე დაჟინებითაც მიაჩერდე მის ტუჩებს და შემდეგ ეშმაკურად გაუღიმო.
  • კოცნის წამოწყებამდე მის სახესთან მიახლოებისას თავი ჯობია დახარო გვერდზე (მარცხნივ ან მარჯვნივ), წინააღმდეგ შემთხვევაში ცხვირებით შეეჯახებით და კოცნა არ გამოვა.
  • ზუსტად კოცნის დაწყებისას დახუჭე თვალები, ასე შეგრძნებები  უფრო მძაფრი იქნება.

კოცნა

მზად იყავი

ნუ მოკუმავ ტუჩებს! ასეთ დროს პარტნიორისთვის რთულია კოცნის წამოწყება, თანაც ძალიან არარომანტიკულია ზედმეტად დაძაბულ ტუჩებზე შეხება. მეორეს მხრივ, აბსოლუტურად მოდუნებული ტუჩები ეშხს უკარგავს კოცნას. აი, რა უნდა ქნა ოქროს შუალედის დასაჭერად:

  • ოდნავ მოამრგვალე ტუჩები და ცოტა წინ წამოსწიე ისე, რომ მსუბუქი დაჭიმულობა იგრძნო ტუჩების გარშემო.
  • ოდნავ შეხსენი პირი ისე, რომ ტუჩებს შორის პარტნიორის ენის წვერი შეეტიოს.

ფრთხილად შეეხე მის ტუჩებს

თავიდან ფრთხილად, მაგრამ ხანგრძლივად შეეხეთ ერთმანეთის ტუჩებს, შემდეგ კი გადადით აქტიურ მოქმედებაზე. თავიდანვე ფრანგული კოცნით დაწყება მიზანშეწონილი არაა, თანაც მუხტიც უნდა გაჩნდეს. იმოქმედე ნელა! ჩქარი და ზედაპირული კოცნა ისეთი ცეცხლოვანი და ეშხიანი არ გამოდის, როგორიც მშვიდი და ნელი ამბორი. ყველაზე კარგად ფრანგულ კოცნაზე გადასვლა ზუსტად ნელი და მიზანმიმართული ალერსით გამოდის.

დაზვერე სიტუაცია

როგორც კი ფრანგული კოცნისკენ ნაბიჯი გადადგმულია, ჩვეულებრივი, მსუბუქი კოცნის საშუალებით, შეგიძლია ახალი მოქმედებები განახორციელო:

  • გახსენი ტუჩები ფართოდ – ეს პარტნიორს მიანიშნებს, რომ მზად ხარ ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
  • დაიჭირე მისი ქვედა ტუჩი შენი ტუჩებით და გადაატარე ენის წვერი მის ტუჩს ნაზი, მაგრამ სწრაფი მოძრაობით. თუ პარტნიორიც მზადაა მოვლენების განვითარებისთვის, თქვენ უმალვე გადახვალთ ფრანგული კოცნის საწყის ეტაპზე.
  • თუ ამ ყველაფერზე პარტნიორმა არ გიპასუხა, არ იდარდო. ფოკუსირება მოახდინე ჩვეულებრივ კოცნაზე – შესაძლოა მეორე ადამიანი უბრალოდ არ არის მზად, ან ნერვიულობს.

წყვილი

გამოიკვლიე

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის შემდეგ პარტნიორი გამოგყვა და ინტერესი გამოხატა, გადადით აქტიურ მოქმედებებზე. ენები მსუბუქად უნდა მოძრაობდეს და შეხება ჰაეროვანი უნდა იყოს. ფრთხილად მიადე ენა ენაზე და უკანვე გამოსწიე, თითქოს ახალისებდე, რომ იგივე გააკეთოს. არ გადაამლაშო. აკონტროლე ენის შეღწევის სიღრმე!

დასაწყისი

ისუნთქე

სუნთქვის უკმარისობისგან გალურჯება არც ისე რომანტიკულია, ამიტომ შემდეგნაირად უნდა მოიქცე:

  • ისუნთქე პერიოდულად, მაგრამ მხოლოდ ცხვირით.
  • გააკეთე პაუზა. არაფერია ცუდი იმაში, რომ მცირე ხნით შეაჩეროთ კოცნა. ოდნავ უკან გაიწიე და გაიღიმე.
  • ზოგჯერ პარტნიორებს პირით ერთდროული სუნთქვაც სიამოვნებთ, მაგრამ ეს ძალიან სპეციფიკურია და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინსპირაცია

ამ ვიდეოს გიტოვებთ ინსპირაციისთვის. ადამიანები, რომლებიც პირველად შეხვდნენ, ერთმანეთს კოცნიან.