ძვირფასო მამაკაცებო!

ალბათ დამეთანხმებით, ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა “მოსახდენი უნდა მოხდეს” და თქვენი პარტნიორი მზადაა თქვენთან პირველი ღამის გასატარებლად. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს ის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როცა საშუალება გეძლევათ საბოლოოდ დაიპყროთ თქვენი რჩეულის გული. თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უკვე ძვირფასია, სამუდამოდ დაკარგოთ. როგორ? არცერთ შემთხვევაში, არასოდეს, არ შეცდეთ შესაფერისი ადგილის შერჩევაში.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უნდა დაივიწყოთ ის ადგილები, სადაც აქამდე ე.წ. ერთ-ღამიანი ურთიერთობები გქონიათ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა პარტნიორმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს და არ გააკეთოს თქვენთვის ფატალური დასკვნა, რომ აქამდე სექსს მხოლოდ ყიდულობდით. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ხშირად ესთეტიურობას აფასებენ. თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ნამდვილად არ არის სულ ერთი, სად გაატარებს ღამეს თქვენთან ერთად. და დაიმახსოვრეთ, ქალისთვის თქვენი “უნარები” მეორეხარისხოვანი ხდება, როცა გრძნობს, რომ საკმარის პატივს არ სცემთ.

tumblr_mba3zaO94f1qd4irco1_500

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკუთარი თავი ამ საკითხში პროფესიონალად მიგაჩნდეთ, ბოლომდე წაიკითხეთ, რადგან მე გეტყვით ყველაფერს, რასაც თქვენი მეგობრებისგან ვერასდროს მოისმენთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა).

გასაგებია, რომ ძალიან გინდათ თქვენი პარტნიორი უკეთ გაიცნოთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, არ გინდათ მოსალოდნელი დაუვიწყარი ღამის გადადება და ადგილს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არასდროს გაატაროთ პირველი ღამე:

პლაჟზე

ტალღების ხმა და ვარსკვლავები არ არის საკმარისი! განსაკუთრებით მოერიდეთ ქვიან პლაჟს, რადგან დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ შენი გოგონა დილით სილურჯეებით და სახსრების ტკივილით გაიღვიძებს. რომანტიული გარემო გჭირდებათ? დასხედით პლაჟზე და უყურეთ ტალღებს და ვარსკვლავებს რამდენ ხანსაც მოგესურვებათ, მაგრამ გაგრძელება სხვა უფრო მოსახერხებელ ადგილას აჯობებს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ.

ზღვაში

მოკლედ გეტყვი, რომ ზღვის წყალი შეიცავს მარილს, ქლორს და ბაქტერიებს, რამაც შესაძლოა სერიოზული ინფექციები გამოიწვიოს.

მანქანაში

გეთანხმები, საკუთარი მანქანა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა და მოსახერხებელი არჩევანი იყოს, თუმცა როცა საქმე პირველ ღამეს ეხება, შესაძლო ადგილმდებარეობების სიიდან მანქანა აუცილებლად ამოიღე. რატომ? ზერელე არჩევანია, მოუხერხებელია და შეიძლება ნებისმიერ დროს დაგაჯარიმონ.

ისეთი ადგილების ჩამოთვლას, როგორიცაა ოფისი, ლიფტი, საჯარო ტრანსპორტი, პარკები, კინოთეატრის დარბაზი და რესტორნის სააბაზანო აღარ გავაგრძლებ, რადგან პირველ ღამეზე ვსაუბრობთ, ამას თავადაც უნდა ხვდებოდე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ წაიყვანო მეგობარი გოგონა იაფფასიან სასტუმროში!!! თავად მიხვდები, თუ რას ვგულისხმობ.

tumblr_mcnovn8IBZ1r1iv4bo1_500

ახლა რაც შეეხება “შესაფერის” ადგილებს:

საკუთარი, ან მეგობრის ბინა

თუ მარტო ცხოვრობ, ეცადე ყველაფერი კარგად დაასუფთავო და ლამაზად მოაწყო: მოაწესრიგე საწოლი (თეთრეული უმჯობესია ლურჯი ან წითელი ფერის იყოს, თუმცა მოერიდე თეთრს), შეინახე ტანსაცმელი, მაქსიმალურად ეცადე წესრიგის და სისუფთავის იერი ჰქონდეს ყველაფერს. თუ მეგობრის ბინას იყენებ, აუცილებლად წინასწარ გამოართვი გასაღები და დარწმუნდი, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, წინასწარ ჩართე გათბობა/კონდიცირება (სეზონის მიხედვით). კარგი იქნება, თუ ბონუსად რამდენიმე არომატულ სანთელსაც მოიმარაგებ: ჟასმინის, ციტრუსის და შროშანის არომატი განსაკუთრებით ეხმარება მოდუნებაში და სექსუალურ სურვილებს აღძრავს. რამდენიმე ვაზა უსუნო ყვავილებითაც აავსე. კარგი, კარგი, ზედმეტი მომდის! მოკლედ, რაც მეტს მოინდომებ, უკეთესია.

სასტუმროს ნომერი

აქ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. აუცილებლად იკითხე რჩევა და ინტერნეტში წინასწარ გადაამოწმე სასტუმრო, რომელსაც შეარჩევ. თუმცა, არცერთ შემთხვევაში რჩევა არ ჰკითხო: “არასერიოზულ” მეგობრებს ან თანამშრომლებს, შენი პარტნიორის მეგობრებს და რაც მთავარია, ტაქსისტებს. შეარჩიე სასტუმრო, რომელსაც აქვს ვებ-გვერდი. გაითვალისწინე დილით სასტუმროს დატოვების, ე.წ. ჩექ-აუთის დროც.

ბინა ერთი დღით

ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და იმედი მაქვს, გსმენია, რომ თბილისში არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კეთილმოწყობილ ბინებს აქირავებენ მოკლე დროით. ეს ვარიანტი საშუალებას მოგცემს ხარჯები დაზოგო, სასტუმროს ნომერთან შედარებით. ასევე, შეგიძლია ბინის მფლობელს მოსახერხებელ დროზე შეუთანხმდე. ზემოთ ჩამოთვლილი მოსამზადებელი პროცედურები ამ ვარიანტზეც ვრცელდება. ბინის ერთი ღამით დაქირავება ყოველ ჯერზე 40-80 ლარი დაგიჯდება. ეს, რა თქმა უნდა, ისეთ ადგილას და გარემოში, შენს გოგონას რომ შეეფერება.

აუცილებლად იზრუნე ისეთ დეტალებზე, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს. გადაამოწმე: გათბობა/კონდიცირება, ცხელი წყალი, სისუფთავე, საუზმე და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს კონდომების მომარაგება!

წარმატებებს გისურვებთ და იმედია, მომავალში ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ!