პირველი ღამე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გილოცავ, თუ შენმა რჩეულმა არჩევანი შენზე შეაჩერა. იმაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დაუშვებელია ქალზე ზეწოლის გზით მისი იძულება გააკეთოს რამე საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. მხოლოდ გეტყვი, რომ იყავი გულწრფელი, დარწმუნდი, რომ მას აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეიძლება და არ შეიძლება მოხდეს. არ შეუქმნა მას უსაფუძვლო ილუზიები და არ ისარგებლო მისი გრძნობებით. აქვე, არც შენ დაგავიწყდეს შეინარჩუნო თავდაჯერებულობა და დაეხმარო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამ საკითხში ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ახლა კი რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თუ გსურს ამ ღამემ და კიდევ მრავალმა პრობლემების გარეშე ჩაიაროს.

pary-sexy--romantic--Love--sex--men--women--kiss--romance--Couple--amor--sensual--kissing--Couples--passion--erotico--sensuel--amore--Paare--erotisch--Romanticos--PARY--Liebe--para--passione--ona-i-on--paar_large_large

თუ ეს ღამე შენთვის არ არის პირველი და პარტნიორთან შედარებით მეტი გამოცდილება გაქვს, ბუნებრივია მისი მოლოდინი, რომ სადავეებს ხელში აიღებ და პროცესის წარმართვას მოახერხებ.

პირველი რაც უნდა გააკეთო: ეცადე განსაკუთრებით თბილი იყო, შეუქმენი პარტნიორს სიმშვიდის, ნდობის განწყობა. აუცილებელია მეტი კოცნა, მშვიდი საუბარი, ეცადე მაქსიმალურად გაახანგრძლივო პრელუდია. დაიმახსოვრე! ამ შემთხვევაში აჩქარებამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.

მოდი, დავუშვებ, რომ შენს პარტნიორს უკვე კარგად იცნობ, ფიზიკური შეხებაც გქონია და იცი რა მოსწონს. გამოიყენე ყველა ბერკეტი მაქსიმალური აღგზნების მისაღწევად. შეგიძლია პრელუდიისთვის ერთად მიიღოთ შხაპი, ეს ჰიგიენურადაც გამართლებულია.

სანამ ინტიმურ ზონებს შეეხები, უბრალოდ მოეფერე, იმოქმედე ეროგენულ ზონებზე. თუ ეს დაგეხმარება, სთხოვე, განიშნოს როდის იქნება მზად.

როცა უშუალოდ პროცესზე გადახვალ, არ გააკეთო კონცენტრირება საკუთარ თავზე. გახსოვდეს, აქ მნიშვნელოვანია სიამოვნება მიანიჭო და თავი კომფორტულად აგრძნობინო მას. ე.წ. საქალწულე აპკის აგებულებასა და ტიპებზე მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლია გადახედო ჩვენს სტატიას. ახლა კი გეტყვი, რომ აპკის დარღვევის ყველაზე ეფექტური მეთოდი სწრაფი და ძლიერი პენეტრაციაა. როცა იგრძნობ, რომ შენი პარტნიორი მზად არის, გადადგი გაბედული ნაბიჯი. გპირდები, თუ იყოყმანებ და ნაზი მოძრაობებით შემოიფარგლები, მას უფრო მეტ ტკივილს მიაყენებ, ამიტომ თამამად!

tumblr_mnfd94A1OL1sp3a2io1_500-7884

შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზა. ზოგიერთ ქალს პოზა “ქალი ზემოდან” ურჩევნია, რადგან მეტად აკონტროლებს სიტუაციას, პენეტრაციის სიღრმეს და სიჩქარეს, თუმცა თუ არ გამოგივიდათ, სცადეთ “ყველა სიტყვა თქვენს ლექსიკონში”.

ყველა ორგანიზმის რეაქცია აპკის გარღვევაზე განსხვავებულია, ასე რომ ნებისმიერი შედეგისთვის მზად უნდა იყო. არ არის გამორიცხული, აპკის გარღვევას თან არ ახლდეს სისხლდენა, ან პირიქით, სისხლდენა ძლიერი იყოს. მთავარია, არ შეშინდე, ნებისმიერი შედეგი ნორმალურია და აუცილებლად გაივლის. არც იმ შემთხვევაში შეშინდე, თუ სისხლდენა მაშინაც განმეორდება, როცა კიდევ ერთხელ ცდით კონტაქტის დამყარებას, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ აპკი ბოლომდე არ არის გარღვეული და ეს შედეგიც მოსალოდნელი და ნორმალურია.

გახსოვდეს, რომ არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირველ ჯერზეც გამოიყენოთ კონდომი. შეარჩიე ჩვეულებრივი (დანამატების და სურნელის გარეშე) კონდომი, სასურველია ლუბრიკანტით, რადგან ეს ბევრად გაგიადვილებს პენეტრაციას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის თავიდან აცილებას არ ცდილობთ, კონდომის გამოყენება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდეც გყოლია სექსუალური პარტნიორი და ბოლო დროს გამოკვლევა არ ჩაგიტარებია. დამერწმუნე, ნამდვილად არ გსურს შენი პარტნიორი სგგდ-ით დააჯილდოვო.

პირველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, ის შეაფასებს შენი პარტნიორის მდგომარეობას და აგიხსნით როდის შეძლებთ სექსუალური ცხოვრების გაგრძელებას.