პირველი პაემანი ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა მომავალში. ამიტომ შემოგთავაზებთ პატარ-პატარა რჩევებს, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ.

პირველი პაემანი

1. განწყობა

პაემანზე მოღუშული ან დაღლილი სახის ყურება არც თუ ისე სასიამოვნოა. ამიტომ, პოზიტიური განწყობა უპირველეს ყოვლისა! განწყობა, რომელიც გადამდები იქნება მეორე ადამიანისთვის. რა არის ამისთვის საჭირო? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ცუდ ხასიათზე ვარ თუ იმ დღეს ძილი დამაკლდა, ამიტომ პაემნის წინ კარგად გამოიძინეთ. დილა თქვენთვის სასიამოვნო საქმით დაიწყეთ: თუნდაც საყვარელი მუსიკის მოსმენით. ჩაიტარეთ სასიამოვნო პროცედურები (არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მასაჟი, სალონში სტუმრობა თუ უბრალოდ შხაპის მიღება).

ასევე იხილე:

2. სამოსი

ტანისამოსი აირჩიეთ იმის მიხედვით, სად აპირებთ წასვლას. თუ პაემანი ქალაქგარეთ, სადმე ბუნებაშია დაგეგმილი, მაშინ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და კლასიკური სტილის კაბის ჩაცმას არ გირჩევთ, იმედანად რამდენადაც: 1) არაკომფორტულად იგრძნობთ თავს 2) ცოტა არ იყოს, ასეთ შეუფერებელ ფორმაში სასაცილო იქნებით. ასევე არ დაგავიწყდეთ წესი: არ ჩაიცვათ ახლადშეძენილი ფეხსაცმელი, სანამ მას არ დატესტავთ. ამ წესის დარღვევით, შესაძლოა დიდი დისკომფორტი შეგექმნათ.

ასევე იხილე:

3. მაკიაჟი

მაკიაჟიც ადგილისა და დროის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. დღის სინათლეზე, შენობის გარეთ მკვეთრი მაკიაჟი თქვენს გემოვნებაზე პარტნიორს კარგს არაფერს აფიქრებინებს. საღამოს კი დღის მაკიაჟმა შეიძლება ფერმკრთალი გამოგაჩინოთ. განსაკუთრებით სიფრთხილე ტონალურსა და პუდრთან გამოიჩინეთ, რომ “გაშპაკლულის” ასოციაცია არ დატოვოთ :D

ასევე იხილე:

4. სუნამო

სუნამო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როგორც კრისტიან დიორმა თქვა “სუნამო ქალის შესახებ უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე მისი ხელწერა”.

“სუნამო ესაა უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი, შეუდარებელი მოდური აქსესუარი. ის გვამცნობს ქალის მოახლოებას და გვახსენებს მის თავს, როცა ის ჩვენს გვერდით არაა” – კოკო შანელი

მაგრამ აქაც ზომიერება არ გაწყენთ: იმდენი სუნამო არ დაისხათ, რომ თქვენს გვერდით მდგომ ადამიანს თავი ატკივდეს.

ასევე იხილე:

იყავით ბუნებრივები და პოზიტიურები, რომ თქვენს პარტნიორს კიდევ ბევრჯერ მოუნდეს თქვენთვის პაემნის დანიშვნა.

პ.ს პაემნის ადგილსა და საუბრის თემებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ძველ ძალიან გამოსადეგ პოსტებს.