ფეტიშის პირდაპირი მნიშვნელობა შემდეგნაირია:

ფეტიში [ფრანგ. fetiche პორტუგ.] – 1. უსულო საგანი, რომელსაც პირველყოფილი ტომები მიაწერდნენ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას და თაყვანს სცემდნენ.

თუმცა ჩვენთვის საინტერესო და ამ სტატიის თემა, მეორე მნიშვნელობას ეხება:

ფეტიში 2. (გადატ.). ისეთი რამ, რაც ბრმად სწამთ, რასაც ეთაყვანებიან, აღმერთებენ.

ადამიანების უმეტესობა ვერ ასახელებს, რა არის მისი ფეტიში, თუმცა კარგად თუ დაფიქრდება ყველა აუცილებლად გაიხსენებს პატარა დეტალებს, რომელიც ძლიერ აღგზნებას იწვევს.

ფეტიში ეს არის აუხსნელი და ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ძლიერი დამოკიდებულება რაღაც ობიექტსა თუ სხეულის ნაწილზე. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს სექსუალურ ფანტაზიებში  ფეტიშის ობიექტი აუცილებლად გაქვთ წარმოსახვაში და ფიქრობთ მასზე.

კითხვა, თუ რამდენად ნორმალურია, როდესაც ადამიანს აქვს ფეტიში – ზუსტი და კონკრეტული პასუხი არ არსებობს (მთავარია ეს თქვენ მოგწონდეთ და კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს)!

არსებობს ფეტიშის ძირითადი სამი მიმართულება:

  1. ფეტიში სხვადასხვა მასალაზე – ლატექსი, კაუჩუკი, აბრეშუმი და სხვა.
  2. უნიფორმის ფეტიში – რომელიც მოიცავს სხვადასხვა თეთრეულსა თუ აქსესუარზე გაგიჟებას.
  3. ცოცხალი ფეტიში – ყველაზე გავრცელებულია და მოიცავს ისეთ რამეებს როგორიცაა თმა , მკერდი , ფეხი და სხეულის სხვა ნაწილები.

როგორც წესი ფეტიშიზმი არ ვნებს ადამიანს, მაგრამ თუ თქვენი ფეტიში ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ფსიქოლოგთან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არ იბადება სხვადასხვა ობიექტების მიმართ სექსუალური დამოკიდებულებით, შეიძლება ეს დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობაშიც გადაიზარდოს.

ნებისმიერი რამე ჩვენს გარემოცვაში ან აღვივებს ჩვენს ფეტიშიზმს ან გვიქრობს და თრგუნავს მას. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავის ფეტიშს ებრძვის, თავს იტყუებს, რომ დათრგუნა ეს ლტოლვა, მაგრამ საბოლოოდ მისი სექსუალური ცხოვრება ან არაჯანსაღია ან საერთოდ ინგრევა. მაგალითად, ხშირად ადამიანები ოჯახის შესაქმნელად ირჩევენ მშვიდ და წესიერ (ე.წ. “კარგად აღზრდილ”) პარტნიორებს, თუმცა მათში აღგზნებას უხეში და ”ველური” პარტნიორები იწვევენ. ამის გამო მათი ინტიმური ცხოვრება აუტანელი ხდება და ისინი ეძებენ კმაყოფილებას “გარეთ”, რაც საბოლოოდ სტაბილურ  ურთიერთობას ანგრევს.

რა თქმა უნდა ფეტიშიზმი არის აკვიატებული სექსუალური ფანტაზია, მაგრამ რა არის მასში ცუდი, თუ ის კონტროლირებადია და თქვენს სქესობრივ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს  ხდის?

ჩამოგითვლით ყველაზე გავრცელებულ ფეტიშებს:

ტერფისა და ფეხის თითების ფეტიში

ტერფების ფეტიში

ასეთი სახის ფეტიში შესაძლოა გაღვივებული იქნეს ჩვენში სხვადასხვა კინო კადრებისა თუ მოდური დიზაინერების სარეკლამო რგოლების დახმარებით. ითვლება რომ ეს ფეტიში ერთ – ერთი ყველაზე ინტიმურია.

გათელვის ფეტიში

ასეთი ფეტიში ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ, ეს ის შემთხვევაა როდესაც მათ სიამოვნებთ ქალის დომინანტობა და სიამოვნებას ღებულობენ მათ ფეხ ქვეშ (მაშინაც კი როცა ქალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია)ყოფნისაგან.

ამ დროს ქალები მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადგავენ ფეხს და ტკივილს აყენებენ მამაკაცს. ამ ფეტიშის დამსახურებით სექსუალური აქტის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილია(თუმცა შესაძლოა მიღებული იქნას სხეულის დაზიანებებიც).

ლატექსისა და ტყავის ფეტიში

ლატექსის ფეტიში

ცხელი სხეული, რომელიც გახვეულია პრიალა, შემოტკეცილ მატერიაში ბევრისათვის ძალიან ”მადისაღმძვრელად” გამოიყურება.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს კლუბები ლატექსის ფეტიშისტებისათვის, სადაც წევრები თავიდან ბოლომდე ლატექსში გამოწყობილები – სხვადასხვა საღამოებს აწყობენ.

უნიფორმის ფეტიში

უნიფორმის ფეტიში

ალბათ ძალიან ცოტაა მამაკაცი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია ფანტაზია მოკლე ქვედაბოლოიან სკოლის მოსწავლის ფორმაში ჩაცმულ ან მედდის თეთრ ხალათში გამოწყობილ სექსუალურ პარტნიორზე. ისევე როგორც არ არსებობს ქალი, რომელსაც არ უოცნებია ფილმებში არსებულ დაკუნთულ სხეულიან მუშა მამაკაცზე ან წარმოუდგენლად მიმზიდველი აღნაგობის მეომარზე.

ეს ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ფეტიშია მთელს მსოფლიოში და ყველაზე დიდი გასაქანს აძლევს თითოეული ადამიანის ფანტაზიას.

სხვადასხვა საკვების ფეტიში

საკვების ფეტიში

ზოგიერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია სექსი, სხეულზე გადასხმული შოკოლადისა და ნაღებიანი მარწყვის მიმოფანტვის გარეშე. შესაძლოა ეს უმეტესობისათვის უბრალოდ ინტიმური თამაშების გამრავალფეროვნების ხერხია, თუმცა დანარჩენებისთვის ეს  აუცილებლობაა.

 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე გავრცელებული ფეტიშებისა არსებობს კიდევ უამრავი ფეტიში.

ძალიან რთულია გაავლო ზღვარი, რადგან რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენივეა ფანტაზიის შესაძლებლობა და უნარი, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია განსვსაზღვროთ რა შეიძლება იყოს ფეტიში და რა არა.

გულს ნუ გაიტეხთ თუ თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ საკუთარი ფეტიშის ობიექტი, შესაძლოა ის თქვენ სულაც არ გჭირდებათ!

გისურვებთ ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას და  არ დაგავიწყდეთ მთავარია უსაფრთხო სექსი, თუ თქვენ არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, არავინ არ იზრუნებს თქვენზე.