Home მოტივაცია & პოზიტივი

სამყაროში არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომლებზეც ხშირად არ ვფიქრობთ, ქვეცნობიერად ვიცით, მაგრამ საჭირო დროს ვერაფრით ვიხსენებთ, ამიტომ ამ სტატიაში ერთად შევკრიბეთ ასეთი მარტივი და გენიალური იდეები.

1. გაუკეთე საყვარელ ადამიანს საჩუქარი საკუთარი ხელით და იყავი ორიგინალური.

2. როდესაც სიმპათიურ ბიჭს დაინახავ, მიდი და გაიცანი.

ამაში საშიში არაფერია, ცუდი არაფერი მოხდება. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მან გითხრას, არის – არა.

3. საყვარელ ადამიანთან ჩხუბისას, დადანაშაულების მაგივრად ეცადე შენი გრძნობები და სურვილები გასაგებად ახსნა.

4. პაემანზე წასვლამდე, რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგად მომზადება, მაგრამ არ გადაამლაშო – ნუ დაკარგავ ბუნებრივობას.

5. ხელიხელჩაკიდებული სიარული ძალიან რომანტიკული და სასიამოვნოა.

6. როდესაც რაღაც არ მოგწონს, იმწუთასვე თქვი ამის შესახებ, ნუ დააგროვებ ბოღმას და იქცევი ვულკანად.

7. როდესაც შეხვედრაზე ხარ (იქნება ეს საქმიანი თუ რომანტიკული), ნუ იმოძრავებ სკამზე მოუსვენრად, იყავი თავდაჯერებული.

8. ეცადე, მეტ-ნაკლებად აკონტროლო საკუთარი ემოციები.

ეს ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა.

9. ნუ დაიჯერებ ყველა რჩევას შენს ურთიერთობებთან დაკავშირებით.

სხვა ადამიანი შენს ცხოვრებას ვერც დაალაგებს და ვერც ააწყობს.

10. თუ ერთხელ გითხრეს „არა“, იმწუთასვე შეცვალე კითხვის/წინადადების წყობა და მიმართე იმ ადამიანს თავიდან.

„კი“-ს მიღება არც ისე რთულია. მთავარია, სწორად შეარჩიო ტექსტი.

11. მეგობრებთან საუბრისას, ეცადე, არ გაამახვილო ყურადღება შენი პარტნიორის უარყოფით თვისებებზე, ეს არაკორექტულია.

12. სექსის წინ ძალიან ნორმალურია ჰკითხო პარტნიორს რა ან როგორ უნდა, ამაში არაფერია ცუდი.

13. არავინ არის შენს წინაშე ვალდებული.

თუ ვინმეს საჩუქრებს უკეთებ, თავს ევლები და ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით აკეთებ, ჩათვალე, რომ ეს უანგარო საქციელია.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
3 კომენტარი to this post
  1. ნუ დაიჯერებ ყველა რჩევას შენს ურთიერთობებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით. სხვა ადამიანი შენს ცხოვრებას ვერც დაალაგებს და ვერც ააწყობს. – განსაკუთრებით!!!

  2. როდესაც რაღაც არ მოგწონს, იმწუთასვე თქვი ამის შესახებ, ნუ დააგროვებ ბოღმას და იქცევი ვულკანად – ai es ver viswavle ra :(

შენ რას იტყვი?