სურათი Rebecca IoseBath
როცა დაბრუნება უკვე გვიანია

როგორც იქნა ახდა შენი ოცნებები, ულამაზესი კაბა გაცვია და საყვარელ ადამიანზე ქორწინდები. მერე რა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ხარ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? ხან 18 წლისას მოგიკაკუნებს გულის კარზე და ხანაც ძალიან გვიან.

ალბათ გიფიქრია ოჯახურ თანაცხოვრებაზე – ეს ხომ მოვალეობათა ერთი გრძელი ჯაჭვია – და ზუსტად იცი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დგამ ამ ფრიად საპასუხისმგებლო ნაბიჯს, შენ მზად ხარ ამისათვის.

შეიძლება ნააადრევი ქორწინება პრობლემის ჭრილშიც განვიხილოთ (რადგან სტატისტიკური მონაცემებით ყოველ ათ რეგისტრირებულ ქორწინებაზე 6 განქორწინება მოდის, აქედან სამი -ოთხი განქორწინების მიზეზად კი ნაადრევი ქორწინებააა მითითებული), მაგრამ ჩემს ირგვლივ მაინც ჯერ კიდევ ბევრია მაგალითები ნააადრევი, თუმცა წარმატებული და ბედნიერი ქორწინებისა.

ოჯახის დანგრევის რისკი საგანგაშოდ მატულობს, როდესაც მომავალი მეუღლეები ზრდასრული, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პიროვნებები არიან, მაგრამ სიყვარულის ლოგიკური დასასრული ალბათ მაინც ქორწინებაა და ადრე მოხდება ეს თუ გვიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შესაქმნელი მაინც შეიქმნება და დასანგრევი მაინც დაინგრევა.

მაგალითად მე და ჩემმა დაქალმა დაახლოებით ერთ პერიოდში გავიცანით მომავალი მეუღლეები. მე ბევრი არ მიფიქრია, მივხვდი რომ ის არის ”ის” და 6 თვეში დავქორწინდი. ჩემი დაქალიც მიხვდა, რომ თავისი ოცნების პრინცი იპოვა, თუმცა ჩემგან განსხვავებით 3 წელი ფიქრობდა.

ახლა ორივეს ბედნიერი და მყარი ოჯახი გვაქვს და იმედია მომავალშიც ასე იქნება, თუმცა ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით არის სავსე და წინასწარ არავინ არ იცის რა მოხდება.

ერთი კი ფაქტია დანგრევა ყველაფრის ადვილია: ოჯახის, შენობის, ბანქოს ქაღალდის ხუხულასაც ერთი სულის შებერვით დააანგრევ, მაგრამ მის აშენებაზეც კი საკმაო წვალება მოგიწევს.

ასე, რომ მართალია, არაა ადვილი, მაგრამ ვინც მოითმენს ის მოიგებსო ნათქვამია და სანამ ბრაზის გადმოსაფრქვევად მოვემზადებით, კარგად დავფიქრდეთ და სარკეში ჩავიხედოთ, ჩვენი გაცოფებული სახე ჩვენვე გაგვამხიარულებს და იქნებ ქარიშხალმაც გადაიაროს?!