იმ დღიდან მოყოლებული დაიწყო ჩემი პარანორმალური ცხოვრება. ღამის კლუბები, ბარები, მსუბუქი ყოფაქცევის ხალხთან ურთიერთობები, მძიმე როკი, სახლიდან წამოსვლა.

ვერცერთ მათგანს ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი მუდმივი თანამგზავრი, რომელიც მავიწყებდა ყველაფერს რაც ჩავიდინე. უბრალოდ ვაგრძელებდი ცხოვრებას ჩემ სურეალისტურ სამყაროში, სადაც ჩემ თავს ნელ-ნელა მე თვითონ ვუღებდი ბოლოს, უფრო ნაზად და ნელა ვიდრე ლუსის.

მახსოვს თებერვლის საღამო იყო, ქარი ძლიერად უბერავდა და სიგარეტის ფერფლებს, ჩემი ფანჯრის რაფიდან საოცარი სისწრაფით ფანტავდა. მე სარდაფში ჩავედი, ჩვეული დოზა გავიჩხირე და წამოვწექი. ყურსასმენები მოვიმარჯვე და ჩავრთე მძიმე როკი. ამაში არაფერია განსაკუთრებული, თუმცა მაშინ მე მძიმე როკის ნაცვლად ლამაზი, რომანტიული მელოდია მესმოდა.

ჩემ ოთახში შემოვიდა ჯორჯი, მე მას შორიდან ვიცნობდი ერთ-ერთი წვეულებიდან, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ მეორედ ვნახავდი. ხელები ლამაზად მომხვია წელზე, ჯიბიდან დისკი ამოიღო, მშვიდად და აუღელვებლად ჩართო ჩემ მუსიკალურ ცენტრში, რომელიც მამაჩემმა მაჩუქა 15 წელი, რომ შემისრულდა და ერთადერთი ნივთი იყო, რომელიც სახლიდან წამოსვლის წინ წამოვიყოლე.

ჩაირთო ნაზი, საოცრად ნაზი მუსიკა, აი ისეთი მის შემოსვლამდე რომ მესმოდა.. წელზე მომხვია საოცრად თბილი ხელი და მაკოცა. მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ რეალურ სამყაროში დავბრუნდი და რომ მეც ადამიანი ვიყავი, საოცარი გრძნობა იყო.

საწოლზე დამაწვინდა, თავისი სექსუალური მზერა მომაპყრო და მითხრა, რომ პირველივე ჩვენი პირველი შეხვედრიდან ოცნებობდა ამ მომენტზე. მე პერანგის ღილები შევუხსენი და ნელ ტემპში დავიწყეთ, ძალიან მომეწონა, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია.

შუა მომენტში ვიყავით, როცა შევჩერდი და ვუთხარი ახლავე მოვალ თქო, დავბრუნდი კოკაინით ხელში ძალიან დიდი დოზა შევისუნთქე, ჩვეულებრივზე მეტი და მასაც შევთავაზე, უარი არ უთქვამს.. ახლა უფრო ჩქარ ტემპში განვაგრძეთ და მთელი ღამის განმავლობაში, არცერთხელ შევჩერებულვართ, საოცრება იყო.

დილით გავიღვიძე და ასეთი წერილი დამხვდა:

“არ მეგონა, ნარკომან ქალებს ასეთი სექსი თუ შეეძლოთ”.

სიგარეტი გავაბოლე, წამოვწექი და ვფიქრობდი, დაბრუნდებოდა თუ არა ისევ ჯორჯი.