Home ურთიერთობები

Pink.ge აგრძელებს ქორწილის თემას და ზაფხულსაც ქორწილის სეზონად აცხადებს. ჩვენ ზაფხულის განმავლობაშიც მოგაწვდით ინფორმაციას და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, რომელიც შენი ქორწილის დაგეგმვას გაგიადვილებს.

ქორწილისთვის მზადებისას არსებობს დეტალები, რომელიც შეგიძლია საკუთარ თავზე აიღო და თავად გააკეთო, მაგრამ არის პუნქტები, რომელიც ჯობია პროფესიონალებს მიანდო.

სტატიაში მოყვანილია პუნქტები, რომლებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი – ის, რაც შენ თავად შეგიძლია გააკეთო და ის, რაც სჯობს საკუთარ თავზე არ აიღო.

Do’s

შენი მაკიაჟი

თუ მაკიაჟის გაკეთება გადაწყვიტე, მაშინ მშვიდ და ინტიმურ გარემოში (იქნება ეს შენს სახლში თუ სასტუმროს ნომერში) მშვიდად მოემზადები და არ მოგიწევს ნერვიულობა დროზე.

შეაგროვე ყველაზე მთავარი – საბაზისო კრემი, ფხვიერი ტონალური, თვალის ჩრდილი, რუჟი და ტუჩის საცხი. მშვიდად ამოანათე სახეზე ის ნაწილები, რომელიც შენი აზრით ყველაზე მიმზიდველია, ხოლო თუ იმაზე ღელავ, როგორ გამოჩნდება მაკიაჟი ფოტოებზე, მეჯვარესთან ერთად რამდენიმე საცდელი ფოტოც გადაიღე და კარგად წაიკითხე ჩვენი სტატია ფოტოგენურ მაკიაჟზე.

ცერემონიის გაფორმება

მთელი ცერემონია მაქსიმუმ ერთ საათს გაგრძელდეს, ამიტომ რა აუცილებელია მის გაფორმებაზე ბევრი ფულის დახარჯვა მით უმეტეს, თუ ხელის მოწერა ღია ცის ქვეშ ან შენ მიერ არჩეულ დაწესებულებაში ჩატარდება.

შეარჩიე ყვავილები და ჩააწყვე ისინი დაკიდულ ლარნაკებსა და კალათებში. ეს ვერსია ეკო-მეგობრულიცაა და ძვირიც არ გამოდის. ასევე მშვენიერი იდეაა არომატული სანთლების განაწილება მთელს ტერიტორიაზე, სადაც ცერემონია უნდა ჩატარდეს (თუ რამე დარჩება, სახლში რომანტიკული გარემოს მოსაწყობადაც გამოგადგება).

ცერემონია

სუვენირები სტუმრებისთვის

საუკეთესო არჩევანი და ფულის დაზოგვის კარგი ვარიანტია ლამაზი ტკბილეულის არჩევა. შეგიძლია თვითონ გამოაცხო პატარა სახრამუნოები და ლამაზ ყუთებსა თუ ნაჭრის პარკებში შეფუთო. ასეთი საჩუქარი თითოეულ სტუმარს დაახვედრე, სამახსოვრო ბარათთან ერთად. ქორწილში საჩუქრების მიღება მათაც ძალიან გაუხარდებათ. თუმცა თუ შენი ბიუჯეტი არც თუ მაღალია, შეგიძლია ეს პუნქტი საერთოდ ამოიღო.

მოსაწვევები და პროგრამა

სხვადასხვა მუყაოს და ქაღალდის ნაკეთობები ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, როდესაც ქორწილის თემატიკაა გასათვალისწინებელი, ამასთანავე შენს მოსაწონსაც რთულად თუ იპოვი.

ეწვიე უახლოეს საკანცელარიო მაღაზიას, შეიძინე სხვადასხვა მასალა და საქმეს შეუდექი. არ დაგავიწყდეს ზუსტად გათვალო ზომები, რომ კონვერტებიც შესაფერისი შეიძინო.

Don’ts

საქორწილო ტორტი

ერთი ზედმეტი კოვზი საფუარი, ან ერთით ნაკლები კოვზი შაქარი და დამთავრებულია – ტორტი აღარ არის. ამ თემაზე შეცდომა ქორწილისთვის უპატიებელია.

ამასთანავე ტრანსპორტირება და გაფორმებაც ძალიან სპეციფიკური ამბავია, ამიტომ სჯობს ამ დეტალში ფული არ დაზოგო და პროფესიონალების დახმარება გამოიყენო, თუმცა ლეგიტიმურად შეგიძლია იყო მომთხოვნი და შემსრულებელს შენი ყველა სურვილი გაათვალისწინებინო.

ტორტი

ფოტოები

ქორწილის შესახებ ყველაზე ნათელი და კარგი მოგონებები ფოტოსურათების წყალობით რჩება, ამიტომ არ ღირს ამ თემის აბუჩად აგდება. დაიქირავე საუკეთესო ფოტოგრაფი და აღარ მოგიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ ქორწილიდან რომელიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ფოტოგრაფის ყურადღების მიღმა დარჩება.

ქორწილის დღის კოორდინაცია

ახლა დროა მოდუნდე. ქორწილის დღეს ყველაფრის მოგვარება სხვას გადააბარე, შესაძლოა ეს იყოს მეჯვარე ან სულაც სპეციალური სააგენტოდან დაქირავებული ადამიანი. ქორწილის დღე მთლიანად შენ გეკუთვნის: მოდუნდი და დატკბი ყოველი წამით, ნამდვილად არ ღირს ამ დღეს ყველაფერზე ნერვიულობა – მიენდე პროფესიონალს.

მაგიდის გაფორმება

საკვები

მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კულინარიის ჯადოქარი ხარ, ნამდვილად არ გირჩევ ქორწილისთვის აუცილებელი კერძების შენი ხელით მომზადებას.

დაიქირავე ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქეითერინგ კომპანია, მოითხოვე სასურველი თემა ან მიმართულება და ისინი ყველაფერს მიხედავენ.

მუსიკალური გაფორმება

ეს კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიანდო. დაიქირავე შენი საყვარელი ბენდი, ან DJ, მოდუნდი და დატკბი.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


შენ რას იტყვი?