Shaunti Feldhahn-მა (ავტორი წიგნისა The Male Factor) გამოიკვლია სიტყვები და ფრაზები, რომლებიც კაცებს თავდაცვით ინსტინქტს უღვიძებს და პირიქით, რომლებიც ამშვიდებს მათ. გადახედე ამ რჩევებს, იქნებ გამოგადგეს რომელიმე.

როცა ის არ გისმენს

არასწორი ფორმულირება:

მისმენ? გესმის, რასაც გეუბნები?

სწორი ფორმულირება:

შენთან კარგად ვარ, თავს დაცულად ვგრძნობ… უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ყურადღებას არ მაქცევ…

რატომ:

თუ გააკრიტიკებ, კიდევ უფრო გამოგეთიშება. შექების შემდეგ კი, პირიქით, შეეცდება მეტი ყურადღება დაგითმოს.

როცა საკმარის დროს არ გითმობს

არასწორი ფორმულირება:

ერთად საკმარის დროს არ ვატარებთ!

სწორი ფორმულირება:

ძალიან გამიხარდებოდა თუ რაიმე გზას ვიპოვიდით, რომ ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა…

რატომ:

წუწუნის და პრეტენზიების წამოყენების მაგივრად აჯობებს, საკითხი ისე დაანახო, რომ ორივეს ერთად მისი გადაჭრა შეგიძლიათ.

მას შემდეგ, რაც ის არასწორად მოიქცა

არასწორი ფორმულირება:

რას ფიქრობდი, ამას რომ აკეთებდი?

სწორი ფორმულირება:

დამეხმარე გავიგო ამის მიზეზი, კარგად არ მესმის, ეს რატომ მოხდა…

რატომ:

შენ ამით აჩვენებ, რომ კი არ განიკითხავ საქციელს, არამედ უშვებ, რომ მას კარგი განზრახვა ჰქონდა და ელოდები ლოგიკას მის ქმედებებში.