ზოგიერთები სექსზე აუღელვებლად საუბრობენ, ვიღაცისთვის სექსი ეგზოტიკური ხილია და აღფრთოვანებას იწვევს, დანარჩენები კი ამ თემას ამრეზით უყურებენ.

როგორც არ უნდა იყოს ეს საკითხი მუდმივი განხილვის საგანია და მოგეხსენებათ უკვე ბევრჯერ ვახსენეთ სხვადასხვა მითები და ლეგენდები, რომლებიც გადაეცემა ყველა ქალს , ხოლო მათ სიმართლესთან შესაბამისობას არავინ არკვევს.

მოდით ამ სტატიაში კიდევ რამდენიმე ასეთი ამბავი განვიხილოთ, რომლებზეც ”წყალი არ გაუვაო” ვეღარავინ იტყვის.

ასაკის მატება სექსის კლებას უდრის

არაფრის დიდებით არ დაიჯეროთ მსგავსი რამ. ასაკი არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება სექსზე უარის თქმა , მით უმეტეს თუ ამაში ჯამრთელობა არ გიშლით ხელს.

სექსი კარგია ყველა ასაკში იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ამისთვის სათანადოდ არის მომწიფებული. გამოცდილებასთან ერთად ქალებიც და მამაკაცებიც უფრო და უფრო იხვეწებიან – შესაბამისად ყოველი აქტი უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება.

სექსის ასაკი

არც ის დაიჯეროთ, რომ ყოველი თაობა უფრო და უფრო ადრეულ ასაკში იწყებს სექსუალურ ცხოვრებას. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით სექსუალური ცხოვრების საწყისი საშუალო ასაკი 16დან – 20 წლამდე მერყეობს.

ფეხსაცმლის (ფეხის) ზომა მამაკაცის ”სიამაყის” პირდაპირ პროპორციულია

ეს რომ ასე იყოს დედამიწა გადაჭედილი იქნებოდა სექს – გიგანტებითა და ზოგადად საშიში ზომის პენისის მქონე მამაკაცებით. ფეხსაცმლის ზომა არაფრით არ შეესაბამება მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომას და არც მისი ტემპერამენტზე არ მიუთითებს.

დიდი ზომის სასქესო ორგანო მამაკაცის სექსუალურ ძლიერებასა და ტემპერამენტზე მიუთითებს

ნუ დაიჯერებთ ნურც ამ მითს. პენისის ზომა არანაირ კავშირში არაა მამაკაცის უნარებთან ასიამოვნოს ქალს (თუ ზომა არაა კონკრეტული ქალისათვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი საზომი), არც მის ტემპერამენტიანობასა და ზოგადად ორგანოს გამართულ მუშაობაზე მიუთითებს.

ზომა

ალკოჰოლი მოდუნებისა და კომპლექსების დავიწყების კარგი საშუალებაა

თუ ვიტყვით იმას, რომ ამ ფრაზაში მხოლოდ ერთი ან ორი ბოკალი შამპანური იგულისხმება, მაშინ დიახ ეს ასეა ,მაგრამ თუ ერთ ბოთლ არაყს ან ღვინოს ვგულისხმობთ – მაშინ ეს დიდი სუსულელეა.

ამდენი ალკოჰოლის მიღების შემდეგ არათუ სექსუალურ აქტზე, საერთოდ მსუბუქ ფლირტზე საუბარიც კი ზედმეტია.

ალკოჰოლი განტვირთვისათვის

კაცი სულ მზადაა

რატომღაც ქალების დიდი ნაწილს ჰქონია, რომ ერთი შეხებისა და მზერისთანავე, მამაკაცის აღგზნება პიკს აღწევს და უმალვე ადგილი აქვს ერექციას.

ეს ტყუილია. მამაკაცებშიც, ისევე როგორც ქალებში აღგზნება ეტაპობრივად ხდება და შესაბამისად მიმდინარეობს ერექციის ფაზებიც.