ნებისმიერი ქალი (და კაციც!) უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას, ეს კი კონტრაცეფციის სწორად შერჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა არჩევანში კარგი იქნება თუ კაციც მიიღებს მონაწილეობას.

კონტრაცეფცია – ეს არის თავდაცვა არასასურველი ორსულობისაგან (და ზოგ შემთხვევაში სგგდ-სგანაც შემთხვევითი კონტაქტების დროს, შეუმოწმებელ პარტნიორთან), ხოლო ამაზე ზრუნვა მხოლოდ ქალს არ უნდა უწევდეს, ეს ორივე პარტნიორის საფიქრალია.

კონტრაცეფციის სახეობები

კონტრაცეფციის სახეები

  • ბიოლოგიური : კალენდარული მეთოდი, ტემპერატურული მეთოდი, მრავალკომპონენტიანი მეთოდი (როდესაც ამ კატეგორიაში მოხსენებული რამდენიმე ხერხი ერთად გამოიყენება), აქტის შეწყვეტა;
  • ბარიერული: პრეზერვატივი, დიაფრაგმა;
  • ქიმიური: ღრუბელი, კრემები, სანთლები სპერმიციდის შემცველობით;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (მონოფაზიანი, ორფაზიანი, სამფაზიანი), საინიექციო ჰესტოგენი, ჰესტოგენის შემცველი პრეპარატები;
  • საშვილოსნოსშიდა: საშვილოსნოსშიდა სპირალი;
  • ქირურგიული: სტერილიზაცია ქალისა და კაცისათვის (ამის გამოსწორება და შეცვლა შეუძლებელია)/li>

მიუხედავად თქვენი არჩევანისა, კონტრაცეფციის საშუალება მაინც ექიმმა უნდა გირჩიოთ და დაგინიშნოთ (სხვადასხვა გამოკვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე).

კონტრაცეპტივების არჩევისას არსებობს უამრავი მახასიათებელი რის მიხედვითაც ირჩევა ესა თუ ის საშუალება: ეფექტიურობა, უსაფრთხოება, უკუჩვენებები, ფასი, გამოყენების სიხშირე და სხვა მრავალი.

კონტრაცეპტივების ცხრილი

მეთოდი

ეფექტი/მოქმედება

ექიმის დანიშნულება

პერლის ინდექსი

ეფექტურობა

აბები

ჰორმონალური კონტრაცეპტივი, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა 21 დღის განმავლობაში,
შესვენება 7 დღე

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.1-1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

მინი
ტაბლეტები

ჰორმონალური აბები, ყოველდღიური მიღების აუცილებლობა

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.5-3

მაღალი ეფექტურობა

სპირალი

მუდმივი გაღიზიანება საშვილოსნოში,
მოქმედებს 2 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.9-3

მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური სპირალი

იოთავსებს აბებბისა და სპირალის მოქმედებას ერთობლივად.
2-5 წლამდე მოქმედების ვადით

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას საშვილოსნოს ყელში ახორციელებს ექიმი

0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური იმპლანტანტი

ჰორმონალური კონტრაცეპტივი.
მოქმედებს 5 წელიწადი

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. შეყვანას  ახორციელებს ექიმი

0-0.1

ძალიან მაღალი ეფექტურობა

ჰორმონალური ინექციები

ხდება ორგანიზმში პროგესტინის მარაგის შეყვანა.
მეორდება 3 თვეში ერთხელ

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

0.4-2

მაღალი ეფექტურობა

აქვე პატარა ლექსიკონსაც დავამატებ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სახის კონტრაცეპტივზე არასრული ან ბუნდოვანი ინფორმაციაა:

  • ბარიერული მეთოდები– (პრეზერვატივები, საცობი, დიაფრაგმა) ზღუდავს ქალის რეპროდუქციულ ორგანოში სპერმატოზოიდების მოხვედრის შანსებს
  • საშვილოსნოსშიდა საშუალებები – მცირე დრეკადი მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოს ყელში დგება ხანგრძლივი პერიოდით
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია – ამ თავდაცვის მეთოდის ძირითადი აზრია ოვულაციის დათრგუნვა. არსებობს აბების, იმპლანტანტების და ინექციის სახით
  • ბუნებრივი მეთოდები – გულისხმობს კალენდარის საშუალებით ოვულაციის პერიოდის გამოთვლას და ამ დროს აქტისაგან თავის შეკავებას
  • იმპლანტანტები – სხვადასხვა სახის კაფსულები, რომელიც კან ქვეშ ინერგება და დროდადრო სისხლში უშვებს შემცველ ჰორმონებს.
  • პერლის ინდექსი – რაც უფრო დაბალია ინდექსი მით უფრო სანდოა კონტრაცეფციის მეთოდი. ინდექსი აჩვენებს მეთოდის ეფექტურობას.
  • გადაუდებელი (ექსპრეს) კონტრაცეფცია – გამოიყენება მხოლოდ უკიდეურეს სიტუაციებში, როდესაც იყო დაუცველი აქტი ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და დიდია შანსი დაორსულების
  • ქირურგიული კონტრაცეფცია – ქირურგიული ჩარევის დახმარებით ხდება სასქესო არხების გადაკეტვა ქალებსა და მამაკაცებში.
კონტრაცეპტივები

კონტრაცეფცია არა მხოლოდ თავის დაცვაა არასასურველი ორუსლობისაგან, არამედ საკუთარი ჯამრთელობის მოფრთხილებაა – უპირველეს ყოვლისა!

თავდაცვის მეთოდების ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ დანიშნულებას და სწორ მოხმარებაზე ინსტრუქციის მიხედვით.

გახსოვდეთ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!