Home ურთიერთობები

ყველა ქალის ოცნებაა, ჰქონდეს ზუსტად ისეთი ქორწილი, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობს. შენც ალბათ ბავშვობიდან გეგმავ იმ განუმეორებელ დღეს. თუმცა სამწუხაროდ ‘ქართული ტრადიციების’ გადამკიდე არ არის საშუალება ბოლომდე განახორციელო ჩაფიქრებული სამზადისი. ქორწილში ხომ აუცილებლად უნდა დაპატიჟო შენი ბიძაშვილის მამიდაშვილი, დედის ბიცოლა, რომელიც ერთხელ გყავს ნანახი, მამის მამიდაშვილის დეიდაშვილი, რომელსაც საერთოდ არ იცნობ და ბოლოს აუცილებლად ვინმე გამოგრჩება. ქორწილი თუ არა, სალაპარაკო შენი გულმავიწყობა მაინც გახდება. ამას დაემატება მომავალი მეუღლის მხრიდან დაპატიჟებული ზღვა ხალხი, რომლებსაც თავი უნდა მოაწონო, უღიმო, კოცნო. აუცილებლად უნდა იცეკვო ის, რაც ყველას მოსწონს, არ აქვს მნიშვნელობა გამოგდის თუ არა. არ დაგავიწყდეს, თამადას ყოველთვის უნდა უსმინო. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს ალბათ ვეღარ იგძნობ ქუსლიანი ფეხსაცმლის გადამკიდე, რამდენჯერაც გადღეგრძელებენ (ბევრჯერ), მადლობა ფეხზე მდგომმა უნდა გადაუხადო. და ბოლოს დაგვირგვინება აუცილებლად იქნება დიდი ღრეობით და აურზაურით. მხიარულებაში არ აგერიოს, ჩხუბს ვგულისხმობ, ეს ხომ დაურღვეველი ტრადიციაა.

ჩემი რჩევა იქნება, ისეთი ქორწილი გადაიხადო, როგორიც შენ გინდა და არა ისეთი, როგორიც საჭიროა. თუ გინდა, ეს დღე გახადო დაუვიწყარი და გამორჩეული, ნუ იქნები ერთფეროვანი, ძალიან ბევრი ხერხი არსებობს შენი ქორწილის გასალამაზებლად და ამისთვის სულაც არ არის საჭირო სხვისი დახმარება. თავადვე შეგიძლია გახდე ქორწილის დიზაინერიც და დედოფალიც! ინსპირაციისთვის გადახედე ჩვენს კოლაჟებს!

ცისფერი ქორწილი

იასამნისფერი ქორწილი

ფირუზისფერი ქორწილი

ყვითელი ქორწილი

სტაფილოსფერი ქორწილი

წითელი ქორწილი

რძისფერი ქორწილი

PINK ქორწილი

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?