ხშირად ისე ხდება, რომ რომანტიულ ვახშამსა და პაემანზე წყვილები შეუფერებელ და უცნაურ სასმელებს მიირთმევენ, არადა ფაქტია, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა, რომელიც ზუსტად არის სიტუაციისამებრ შერჩეული, უფრო მეტად აღვიძებს სასიამოვნო გრძნობებს და გვიბიძგებს ფლირტისა თუ სიყვარულისკენ.

ამ სტატიაში გირჩევთ რამდენიმე პიკანტურ და გემრიელ კოქტეილს , რომელიც წაგადგებათ პაემანის ”დასატკბობად” და პარტნიორის მოსადუნებლად.

შამპანური

ეს სასმელი რომანტიკის აღმნიშვნელი და მისი თანმდევი კლასიკური სასმელია, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებში საუკეთესო აფროდიზიაკად ითვლება.

შამპანურის გამოყენებით შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა სასიყვარულო კოქტეილები.

კოქტეილი რომეო

საჭირო ინგრედიენტები:

  • შამპანური
  • 2 სუფრის კოვზი ხილფაფა (კენკრა,წითელი ფორთოხალი,ბროწეული ან ნებისმიერი სხვა ხილი თქვენი გემოვნებისამებრ)

მომზადების წესი:

შამპანურის ბოკალში ძირზე ფრთხილად მოათავსეთ  ხილფაფა , შემდეგ კი დაასხით ზემოდან სასმელი. თქვენი რჩეულისათვის ეს ძალიან გემრიელი ნიშანი იქნება იმისა , რომ თქვენ გინდათ მას ასიამოვნოთ.

ღამის კოცნა

საჭირო ინგრედიენტები:

  • შამპანური
  • კამპარი
  • 1 ნატეხი შაქარი
  • Angostura Bitters

მომზადების წესი:

დაასხით შაქრის ნატეხს Angostura Bitters -ს ერთი წვეთი და ჩააგდეთ ბოკალში, შემდეგ დაამატეთ შამპანური და სულ ბოლოს ერთი ყლუპი კამპარი.

ღამის კოცნა

მარტინი

ამბობენ, რომ თუ კაცმა ქალს მარტინი შესთავაზა, ან ამ სასმელზე დაპატიჟა ესეიგი მას გულწრფელად აინტერესებს ეს ქალი.

კაცების უმეტესობა თვლის, რომ ქალის დაპატიჟება ხილის მარტინიზე საღამოს საუკეთესო დასაწყისია.

ცეცხლოვანი საყვარელი

(ეს ზუსტად ის კოქტეილია, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას პაემანი უაზროდ და უინტერესოდ დასრულდეს)

საჭირო ინგრედიენტები:

  • არაყი
  • ატმის შნაპსი
  • გრენადინი
  • მარწყვის წვენი
  • ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი:

60 მლ. არაყსა და ამდენივე შნაპსს ვურევთ , ვამატებთ 1/8  კოვზ გრენადინს და 70 -70 მლ. ფორთოხლისა და მარწყვის წვენებს. ეს ნარევი უნდა მოთავსდეს ”შეიკერში”, ავანჯღრიოთ რამდენიმე წამი და მოვათავსოთ მაღალ პირიან , ყინულიან ჭიქაში.

ცეცხლოვანი საყვარელი

ასეთი სპეციალურად მომზადებული კოქტეილების საშუალებით თქვენ შეძლებთ შეხვედრას განსაკუთრებული ელფერი შემატოთ და სხვანაირი განწყობა შექმნათ.

თუმცა სანამ რომელიმე რეცეპტის არჩევას გადაწყვეტთ სასურველია პარტნიორის აზრიც მოისმინოთ იმის შესახებ, თუ რისი დალევა უყვარს ან როგორ კოქტეილებს ანიჭებს უპირატესობას.