გაცნობის ერთ-ერთი სოციალური ქსელის მესვეურებმა იმ მომხმარებლებს შორის გამოიკითხეს ქორწინების მიმართ დამოკიდებულება, ვინც თავის მეორე ნახევარს ეძებს.

აღმოჩნდა, რომ  მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ იდეალურია მოწიფულ ასაკში შეგნებულად შერჩეულ პარტნიორთან შექმნილი ოჯახი. იმავეს ფიქრობს ქალთა უმრავლესობაც. სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე უფრო რომანტიკულები აღმოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ მყარი ოჯახის საფუძვლად სიყვრულს ხმა მისცა მამაკაცთა 13%-მა, როცა იმავეს ქალთა მხოლოდ 9%-ი ფიქრობს.

ასაკის მატებასთან ერთად ქალებშიც და მამაკაცებშიც იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მყარი ქორწინების საფუძვლად ცივი გონებით, შეგნებულად შექმნილ ოჯახს მიიჩნევენ, მაგრამ 40 წელს ზემოთ ქალბატონებში იღვიძებს სიყვარულის რწმენა.

სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ იმ საკითხში, რა არის საჭირო წარმატებული ქორწინებისთვის, მამაკაცებისა და ქალბატონების აზრი თითქმის ემთხვევა. წარმატებული ქორწინების “ინგრედიენტთა” სია კი საერთო ჯამში ასე გამოიყრება.

სიყვარული – ქალები 66% / მამაკაცები 69%

ნდობა – ქალები 64% / მამაკაცები 65%

ურთიერთობა – ქალები 39% / მამაკაცები 37%

ყურადღება – ქალები 32% / მამაკაცები 36%

რაც შეეხება განქორწინებას, შეგედი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა. თეორიულად მამაკაცთა (67%) და ქალბატონთა (69%) უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოჯახების დანგრევის მთავარი მიზეზი ღალატი და უნდობლობაა. თუმცა ისინი, ვისაც ამ სამწუხარო ფაქტის საკუთარ მხრებზე გადატანა მოუხდა, წინა პლანზე სხვა მიზეზებს აყენებენ:

განსხვავებლი ცხოვრებისეული ფასეულობები – ქალები 32% / მამაკაცები 30%

გაღიზიანება და ფსიქოგიური შეუთავსებლობა – ქალები 25% / მამაკაცები 27%

სრულიად არ ესმით ერთმანეთის – ქალები 21% / მამაკაცები 24%

და მხოლოდ ამ მიზეზების შემდეგ ასახელებენ ღალატს.

გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის მამაკაცი და ქალბატონი. გამოკითხვის მომენტში ქალბატონთა 78% და მამაკაცთა 84% არ იყო დაქორწინებული და არ ჰყავდათ მუდმივი პარტნიორი.