რა შეიძლება იყოს ვალენტინობის დღეს მარტოობაზე უარესი? ალბათ იმ ადამიანის გვერდზე ყოფნა, რომელიც აღარ გიყვარს და აღარ გაღელვებს.

ზოგიერთი წყვილი არასასურველ ურთიერთობას მთელი დეკემბრის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ზამთრის არდადეგების მარტოობაში გატარების ეშინია. თუ შენც ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნები, მაშინ სჯობს ყველაფერი აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება ვალენტინობის დღემდე მიიღო. არ იდარდო, ბედნიერება ახალი სიყვარულის სახით აუცილებლად გეწვევა.

თუ ფიქრობ, რომ მალე აუცილებლად დაშორდები მას, გადაიკითხე 8 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს მოცდა.

1. საჩუქარი, რომელიც იმედს გაგიცრუებთ

შეყვარებულთან ცუდი ურთიერთობა გაქვს? მაშინ რატომ ფიქრობ, რომ მისგან საჩუქრად რაიმე ღირებულს მიიღებ? ამის შანსი ძალიან მცირეა. ამიტომ სჯობს, ვალენტინობის დღეს საკუთარ თავს თავისუფლება და ბედნიერება აჩუქო.

2. ზედმეტი ხარჯები

თუ მაინც აპირებ საჩუქარი უყიდო შენს ვალენტინს, გაითვალისწინე, რომ შეიძლება სანაცვლოდ არაფერი მიიღო. ასე, რომ ნუ დაკარგავ დროსა და ფულს , ადამიანისთვის, რომელთანაც ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებ.

3. არასასიამოვნო სიურპრიზები

ვთქვათ, უკვე დაადგი თვალი ვინმე სიმპატიურ ყმაწვილს ოფისში და მისგანაც გრძნობ საპასუხო იმპულსებს. თუ არ დაშორდები ამჟამინდელ შეყვარებულს ვალენტინობის დღემდე, შეიძლება მან ყვავილები გამოგიგზავნოს და ამით თქვენი მომდევნო რომანი საფრთხის წინაშე დააყენოს.

toxic-love_design

4. არასასურველი სექსი

თუ ვალენტინობის დღემდე ვერ მოახერხე დაშორება შეყვარებულთან, მაშინ ის აუცილებლად დაგპატიჟებს რომანტიკულ ვახშამზე, რომელიც “სავალალო” შედეგით შეიძლება დასრულდეს. შესაძლოა შენ არასასურველი სექსის ვალდებულების წინაშე აღმოჩნდე და უარის თქმა უბრალოდ მოგერიდოს – ეს ხომ ვალენტინობაა, როდესაც რომანტიკული ვახშამი რომანტიკული კოცნით გრძელდება, ხოლო რითიც მთავრდება, თავადაც კარგად მოგეხსენებათ. :)

5. უსიამოვნო მომდევნო დილა

თუ სექსი გექნებათ, მასთან არა მხოლოდ ღამის, არამედ მთელი დილის გატარებაც მოგიწევს. რაში გჭირდება ამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვა, როდესაც შეიძლება გაიღვიძო 15 თებერვალს მშვიდად, წყნარად და ბედნიერად (ან ვინმე უფრო პერსპექტიულ და სიმპათიურ ყმაწვილთან ერთად). ამიტომ დაშორდი სანამ დროა.

6. “მე შენ მიყვარხარ” ბარათები

სასიყვარულო ბარათები ვალენტინობის დღის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ შეყვარებულს 14 თებერვლამდე დაშორდები, “მე შენ მიყვარხარ” ბარათის დაწერა აღარ მოგიწევს. მითუმეტეს, თუ ბარათში დაწერილი არ შეესაბამება სინამდვილეს.

Love_Was_Trying_To_Kill_Me

7. სტატუსი facebook-ზე

თუ 14 თებერვლამდე დაშორდები შეყვარებულს, თამამად შეგეძლება დაიწყო ახალი ცხოვრება, შეცვალო სტატუსი ფეისბუქზე (single) და მშვიდად დაელოდო, სანამ შენი ახალი სამიზნე შენიშნავს შეცვლილ სტატუსს და ვალენტინობას რომანტიკულ პაემანზე დაგპატიჟებს.

8. თავისუფლების ღამე

არ შეუშინდე მარტოობას ვალენტინობის დღეს! პირიქით, აღნიშნე ის, წადი წვეულებაზე და შეარჩიე შენთვის სასურველი ახალი ობიექტი.

ამბობენ, რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენააო. ან კიდევ, არასოდეს გაიხედო უკან, რადგან შეიძლება ცხვირწინ მომავალმა ჩაგიაროსო. ხოდა იქნებ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება.