თურმე მამაკაცები ყველაზე უკეთ მაშინ იკითხებიან, როცა იმ ადამიანის გვერდით არიან, ვინც აინტერესებთ. საინტერესოა, როგორ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. გთავაზობთ, რამდენიმე მოქმედებას, რომელიც მამაკაცების სხეულის ენაზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: “მე შენ მომწონხარ”.

თვალებით გეკონტაქტება

Man_Flirting_page-bg_13635 ყველაფერი თვალებით იწყება. როცა მამაკაცი გეფლირტავება, ცდილობს უფრო ხშირად დაამყაროს თვალებით კონტაქტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ამით ის გაგრძნობინებს, რომ შენით დაინტერესდა. თუ შენი ყურადღება სხვამ მიიპყრო, ის ყველაფერს გააკეთებს შენი მზერის დასაბრუნებლად. ამიტომ, თუ გსურს აგრძნობინო, რომ არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი, გამოიყენე შენი სხეულის ყველაზე გამომსახველი ნაწილი. თუმცა არ გაგიკვირდეს, თუ დროდადრო ყურადღება სხვა, არანაკლებ მიმზიდველი მიმართულებით გაექცევა ;)

ცდილობს შენი ყურადღების მიპყრობას

couple.flirting.grocery როცა ვინმე მოგწონს, ბუნებრივია, ცდილობ მისი ყურადღება მიიპყრო. სწორედ ამიტომაა, რომ ის ხანდახან უცნაურ რამეებსაც კი აკეთებს ყურადღების მისაქცევად.

საუკეთესო მამაკაცის იმიჯს იქმნის

Ideal-man-for-every-woman-nice-and-good-cook_1600x1200 ყველა მამაკაცი იმედოვნებს, რომ შენთვის საუკეთესოა. ასე რომ, სრულიად გასაგებია, თუ ის დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ სხეულს, ან შენს დასანახად ანარცხებს იატაკზე სხვა მამაკაცს. შენ წარმოიდგინე, ესეც გრძნობების გამომჟღავნებაა.

წარბებს მაღლა სწევს (თაღისებურად)

Young-couple-talking-2053487 წარბების მაღლა აწევა ფლირტის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. როცა შენ საუბრობ, ის ოდნავ გაოცებულ გამომეტყველებას იღებს. არა, მას ეჭვი არ ეპარება შენს ინტელექტში, უბრალოდ ძალიან მოსწონს ყველაფერი, რასაც ამბობ.

იჭრება შენს პირად სივრცეში

l როცა ის დაინტერესებულია შენით, იმეორებს შენს ზოგიერთ მიმიკას და შენკენ იხრება, რომ გაგრძნობინოს, თუ როგორი ყურადღებით უსმენს შენს ყოველ სიტყვას. საბოლოოდ იწყებს შენთან შეხებას, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, „შემთხვევით“, ხოლო თუ შენც აგრძნობინე რამე მსგავსი, შემდეგ უკვე ოდნავ გააზრებულად. ალბათ გქონია შემთხვევა, როცა “სურპრიზს” გიკეთებს – შენკენ ისე ახლოს იხრება, ზემოთ რომ აიხედავ, მის სახეს აწყდები. ცოტა უხერხული, მაგრამ საინტერესო მომენტია. რას იტყვი?!

გესაუბრება განსხვავებულად

couple-flirt-talking-coffee

როცა მამაკაცი დაინტერესებულია ქალით, ის მას განსაკუთრებული და ზოგჯერ ჩვეულებრივისგან განსხვავებული ხმის ტემბრით ესაუბრება. ეს ტემბრი სულ ოდნავ განსხვავდება ჩვეულებრივისგან, უფრო პერსონალური და ინტიმურია. სპეციალურად შენთვის! მეტსაც გეტყვი: თუ გაგიმართლა და შენთან საუბრისას მეგობარმა დაურეკა, თავადვე დაინახავ აშკარა განსხვავებას.

კოპწიაობს

fitmanandtie copy მამრობით სქესში ფლირტი განსაკუთრებულად გამოიხატება მათი კოპწიაობით. თუკი შენი თანდასწრებით ის მუდამ რაღაცას ისწორებს, ვარცხნილობას, ჰალსტუხს, და ა.შ., ის შენთვის თავის მოწონებას ცდილობს.

თავს შენკენ ხრის

9_the-head-tilt

ექსპერტები ამბობენ, რომ მამაკაცი თავს ხრის შენკენ, როცა მას მოსწონხარ. მაშინაც კი, როცა საქმე მორცხვ მამაკაცს ეხება. ამით ის განიშნებს, რომ მოსწონხარ და სურს უკეთ გაგიცნოს.

გეხება

10_his-touch (1)

როცა ის ნამდვილად დაინტერესებულია, ცდილობს გამოიყენოს ყოველი შემთხვევა, რომ შეგეხოს, მაგრამ არა უხეშად. შესაძლოა შეგეხოს სეირნობისას, ამით ის გარშემომყოფებს აჩვენებს რომ ის შენთან ერთად არის.

აქტიურად ჟესტიკულირებს

11_watch-his-actions
თუ შეამჩნიე, რომ მამაკაცი, რომელიც მოგწონს იქცევა უფრო ენერგიულად, როცა შენ გხედავს ან საუბრისას აქტიურად იყენებს ჟესტებს, ეხება სახეს, ისწორებს ტანსაცმელს და ა.შ., ეს ნიშნავს რომ ოდნავ ნერვიულობს და ცდილობს თავი მოგაწონოს.

იცინის განსხვავებულად

12_his-laugh
როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ვიცინით, როცა რაღაც სასაცილოა, თუმცა შეიძლება შეამჩნიო, რომ მამაკაცი, რომელიც შენით დაინტერესებულია, მეტს იცინის და იქცევა უფრო სულელურად, ვიდრე ჩვეულებრივ. ესეც ერთ-ერთი გზაა შენი ყურადღების მისაპყრობად.

გაშტერდება

13_he-stares-at-you
როგორც წესი ვინმეზე მიშტერება ცოტა უცნაური და არასასიამოვნოა, მაგრამ თუ ეს იმიტომ ხდება, რომ მოსწონხარ, პირიქით. თუ რამდენჯერმე შეამჩნევ მის მზერას შენ მიმართ, ეს იმის მანიშნებელია, რომ უბრალოდ თვალს ვერ გაშორებს.

მუდამ შენ გარშემოა

14_hes-always-around
თუ მას ნამდვილად აინტერესებ, ყველა შემთხვევას გამოიყენებს იმისთვის, რომ შენ გვერდით იყოს. ასე რომ, თუ ხშირად ამჩნევ შენ ირგვლივ, თან შენთან გასაუბრების შემთხვევას ხელიდან არ უშვებს, ე.ი. გეფლირტავება. წარმატებებს გისურვებ შენს ჯერ არდაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობაში და გირჩევ, შემდეგში ყურადღებით იყო, რომ ამოიცნო მასაც მოსწონხარ თუ არა.