დღეს მინდა ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო კოცნა კინოს ისტორიაში.

მაქსიმალურად შევეცადე ყველა ასაკის და გემოვნების გათვალისწინება. თუ იქნება სურვილი, შეიძლება სხვა ათეულის გაკეთებაც. ამის შესახებ შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ!

აწ და მარადის უკუნითი უკუნითამდე

ბარტ ლანკასტერი და დებორა კერი

ჰავაის პეიზაჟის ფონზე, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით და უამრავი ოსკარით ეს ერთერთი გამორჩეული ფილმია. ფილმში მონაწილეობენ კლიფ რობერტსონი, ფრენკ სინატრა, დონა რიდი და ერნესტ ბორგნაინი, მაგრამ ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი სცენა, პლიაჟის სცენა არის, როდესაც ზღვის ტალღებით გარემოცული ბარტ ლანკასტერი და დებორა კერი ერთმანეთს კოცნიან. მათ გამორჩეულად ვნებიანი და ცნობილი კოცნის სცენა შექმნეს.

 საუზმე ტიფანისთან

ოდრი ჰეპბერნი და ჯორჯ პეპარდი

ტრუმენ კეპოტის ნოველაზე დაყრდნობით გადაღებული ეს ფილმი, საინტერესოა იმიტომ, რომ ასახავს თავის დროის ნიუ-იორკის ცხოვრებას, როგორ ცხოვრობდნენ ცნობილი ადამიანები. მისი ერთერთი დასამახსოვრებელი კადრია წვიმაში კოცნა, როდესაც ჰოლი ახალგაზრდა რეპორტიორს სიყვარულში უტყდება.

ტიტანიკი

ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო

მკვლევარები,ზღვაში ერთერთი მისიის შესრულებისას იპოვნიან … რა საჭიროა მოგიყვეთ, ისედაც მგონი ყველა კარგად ვიცნობთ კამერონის ამ საკულტო ნამუშევარს. და ეს მისი ერთერთი ულამაზესი კადრია.

გაიცანით ჯო ბლეკი

ბრედ პიტი და კლერ ფორლანი

ეს არის მწარ-ტკბილი ისტორია სიყვარულსა და სიკვდილზე. ბილ პარიშს, მდიდარ მედია მაგნატს, რომელმაც ეს ეს არის 65 წელიწადის შესრულება უნდა იზეიმოს, სიკვდილი მიუკაკუნებს კარებზე. სიკვდილი ახალგაზრდა კაცია და თავის თავს ჯო ბლეკს უწოდებს. მას ბილის გოგო შეუყვარდება ყველაფერი იცვლება.

შეყვარებული შექსპირი

ჯოზეფ ფაინსი და გვინეტ პელტროუ

აკრძალული სიყვარულის ისტორია. ლონდონი. მე-16 საუკუნე. ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი წერს პიესას რომეოსა და თელის, მეკობრის ქალიშვილის ისტორიაზე. მაგრამ ის კრიზისში, მას არ აქვს ფული, მუზამ დატო და თითქოს არანაირი შანსი არ რჩება მის ცხოვრებში, რომდესაც არისტოკრატი და მდიდარი გოგონა ვიოლა გამოჩნდება, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს.

ცივი მთა

ჯუდ ლოუ და ნიკოლ კიდმანი

ეს არის დრამა დაჭრილ ჯარისკაცზე, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს სახლში თავის ომამდელ შეყვარებულს ადას. მას საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი გადახდება თავს.

დღიური

რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი

მოხუცთა თავშესაფარში ყოველ დღე თითო თითოდ თავების მიყოლებით მოხუცი კაცი მოხუც ქალს სიყვარულის ისტორიას უკითხავს. ისტორია ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭზეა, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. გოგოს მშობლები ფინანსური მხარით არიან დაინტერესებულები ამიტომ ერთმანეთს დააშორებენ, თუმცაალი და ნოე 7 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან ერთმანეთს.

მილიონერი ჯურღმულიდან

დევ პატელი და ფრიდა პინტო

ჯამალ 18 წლის ობოლი ბიჭია მუმბაის ღარიბი უბნიდან და როდესაც 1 ნაბიჯიღა რჩება 20 მილიონი რუპიის მოგებამდე, მას პოლიცია აპატიმრებს, ბრალდება-თაღლითობა, საიდან იცის ამ ახალგაზრდამ პასუხი კითხვებზე, როცა ის ქუჩაში გაიზარდა. და ის იწყებს თავისი ცხოვრების მოყოლას, რომლის გარკვეული ნაწილი ვიქტორინის გარკვეულ კითხვას სცემს პასუხს. ის თამაშს აგრძელებს…

ბინძური ცეკვები

პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი

17 წლის ფრენსისი გათამამებული გოგონა შეძლებული ოჯახიდან, არდადეგებებს მშობლებთან ერთად ატარებს ერთერთ საკურორტო ოტელში. ის გაიცნობს ჯონის, მომხიბვლელ პროფესიონალ მოცეკვავეს, ცეკვის მომაჯადოებელ რიტმებს აყოლილი ის მონაწილე და ჯონის პარტნიორი ხდება სიყვარულის ცეკვებში.

ბინდი

კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი

ვამპირის შეყვარება – საშიში და რომანტიულია. ბინდი, რომელიც უკვე სამი წლის განმავლობაში იმარჯვებს საუკეთესო კოცნის ნომინაციაში. სიყვარულს განსხვავებული და საშიში ისტორია.

რომელია საუკეთესო კოცნა კინოს ისტორიაში?

View Results

Loading ... Loading ...