bdsm-heels

ბდსმ (BDSM) – სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული ეროტიული პრაქტიკის ნაირსახეობები. ბდსმ აკრონიმი მოიცავს რამდენიმე ჯგუფს:

ბდ – ბონდაჟი და დისციპლინა

დმ – დომინაცია და მორჩილება

სმ – სადიზმი და მაზოხიზმი (სადომაზოხიზმი)

ბდსმ პრაქტიკა გვხვდება უძველეს სპარტაში ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. ასევე, ბდსმ პრაქტიკის ოთხი სხვადასხვა სახე აღწერილია ინდურ კამა სუტრაში. არსებობს ბდსმ პრაქტიკის სექსუალური პრელუდიის სახით გამოყენების მაგალითები შუა საუკუნეების ისტორიულ ჩანაწერებში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბდსმ, როგორც სექსუალური ქცევის კონკრეტული ფორმა ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის დასაწყისში.

Tomba_Della_Fustigazione

ბდსმ-ის მიმდევრებისთვის ცნობილი პრაქტიკაა ე.წ. Roleplay, ანუ როლების თამაში. როლები შემდეგნაირად იყოფა: დომინანტი – პარტნიორი, რომელიც მართავს და აკონტროლებს აქტივობებს; მორჩილი – პარტნიორი, რომელსაც აკონტროლებენ; ე.წ. “სვიჩები” – ინდივიდები, რომლებიც იცვლიან როლს.

ბდსმ პრაქტიკის მონაწილეებისთვის სიამოვნების მიღების/მინიჭების საშუალებები მრავალფეროვანია, მათ შორის, ტკივილის მიყენება პარტნიორისთვის, ან პარტნიორის მიერ. სქესობრივი კავშირი, ორალური, ანალური თუ ვაგინალური, შესაძლოა იყოს ბდსმ სესიის ნაწილი, თუმცა არა მთავარი. ბდსმ პრაქტიკის მთავარი პრინციპია, რომ მოქმედებები იყოს უსაფრთხო, გაცნობიერებული და შეთანხმებული. ბდსმ-სა და სექსუალურ ძალადობას შორის ნათელი სამართლებრივი და ეთიკური განსხვავებაა.

გამოიყენება შეწყვეტის, ანუ კოდური სიტყვის პრაქტიკა, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული. ერთ-ერთი პარტიორის მიერ კოდური სიტყვის გამოყენება არის “თამაშიდან” გასვლის სიგნალი. გავრცელებული უარყოფის სიტყვები, როგორიცაა “შეწყვიტე”, ან “არა”, კოდურ სიტყვად არ გამოიყენება, ხშირად იყენებენ ფერებს. მაგალითად, “წითელი” ნიშნავს შეწყვეტას შემდგომი გაგრძელების გარეშე, “ყვითელი”-ს მნიშვნელობაა – ეს ჩემთვის მეტისმეტია, “მწვანე” – ყველაფერი რიგზეა.

ბდსმ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები. დამწყებებს შორის პოპულარული ინსტრუმენტებია: მათრახი, ნიღაბი, ხელბორკილები, ვიბრატორები წყვილებისთვის, ვაგინალური ბურთულები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის სამოსი.

გამოცდილი პრაქტიკოსები იყენებენ უფრო რთულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა: ალიკაპი (ბურთიანი, პეპელა, სახის, გასაბერი, სამედიცინო, ლენტის და ა.შ.), ბონდაჟის საწოლი (სკამი, მაგიდა, ბორბალი), ბონდაჟის ხელბორკილი, საყელო, კორსეტი, სფრედერი, მასაჟის მაგიდა, ეროტიული ელექტროსტიმულატორი და ა.შ.

ახლა კი რამდენიმე სიტყვით ბდსმ-ის ჯგუფებზე:

ბონდაჟი და დისციპლინა

bondage-1
ტერმინი “ბონდაჟი” აღწერს ფიზიკური შეკავების პრაქტიკას. კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცთა თითქმის ნახევარი ბონდაჟს ეროტიულად მიიჩნევს. ბონდაჟი მოიცავს: ხელბორკილების გამოყენებას, გავრცელებულია წმ. ენდრიუს ჯვრის და ე.წ. სფრედერის გამოყენება.

ტერმინი “დისციპლინა” ფსიქოლოგიური შეკავების პრაქტიკაა. გამოიყენება წესები და დასჯის მეთოდები რომელიმე პარტნიორის ქცევის კონტროლისთვის. დასჯის მექანიზმი შესაძლოა იყოს ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური დამცირება, ან თავისუფლების შეზღუდვა.

დომინაცია და მორჩილება

tumblr_mjlz8ktGbk1s8typlo1_500

დომინაცია და მორჩილება არის ქცევათა ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ერთი ინდივიდი მეორეზე კონტროლს ამყარებს. დომინაცია/მორჩილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დომინაცია და მონობა. დომინაცია/მორჩილების პრაქტიკა შესაძლოა მოკლე სესიის ნაწილი იყოს, ან ცხოვრების წესი.

სადომაზოხიზმი

tumblr_magjdinq6s1rb7x5ao1_500
სადომაზოხიზმი სადიზმის და მაზოხიზმის გაერთიანებაა. ეროტიულ აქტივობებში სადომაზოხიზმი ფიზიკური და ემოციური ტკივილის გაცვლაა. სადიზმი გულისხმობს სექსუალური სიამოვნების მიღებას ტკივილის მიყენებით, პარტნიორის დამცირებით, ხოლო მაზოხიზმი – ტკივილის მიღებით. ბდსმ-ის სადომაზოხისტური სცენები ზოგჯერ მეტად ექსტრემალურ სახეს იღებს, ვიდრე მისი სხვა ფორმები. სადომაზოხიზმი ბდსმ-ის ერთადერთი ჯგუფია, რომლისთვისაც ტკივილის კომპონენტი მოთხოვნაა.

ბდსმ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოა ტრისკელიონის ფორმა წრეში – ბრუნვადი სამმაგი სიმეტრია. ტყავის სიამაყის დროშა ასევე ბსდმ-ის და ფეტიშის ქვეკულტურის სიმბოლოა. ბდსმ დროშა გამოხატავს რწმენას, რომ ადამიანებს, რომელთა სექსუალური პრეფერენციები მოიცავს ბდსმ პრაქტიკას, იმავე უფლებები აქვთ, რაც ყველა სხვას.

800px-BDSM-rights-flag-Tanos.svg

რამდენიმე მითი ბდსმ-ის შესახებ

მითი 1. ბდსმ კონცენტრირებულია დომინანტ პარტნიორზე, რომელიც ახდენს მორჩილის ექსპლოატაციას

ბდსმ-ის მთავარი პრინციპია ორმხრივი თანხმობა, შესაბამისად, პრაქტიკა არ ემსახურება მხოლოდ ერთი მხარის სიამოვნებას. თითოეული პარტნიორი თავად განსაზღვრავს მოქმედებების მიმართულებას და ირჩევს საკუთარ როლს.

მითი 2. ბდსმ უკავშირდება ფიზიკურ ტკივილს

ბდსმ ყოველთვის არ გულისხმობს ტკივილს. ტკივილი შესაძლოა იყოს ბდსმ პრაქტიკის ნაწილი, თუმცა არა უმთავრესი.

მითი 3. ბდსმ-ის მიმდევრები ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი არიან

აღნიშნული მოსაზრება უარყოფილია მრავალი კვლევით.

მითი 4. ბდსმ განყენებულია ტრადიციული სექსუალური პრაქტიკისგან

ბდსმ პრაქტიკოსების უმეტესი ნაწილი ბდსმ და ტრადიციულ პრაქტიკას კომბინირებულად იყენებენ.

ბდსმ პრაქტიკის აქცენტები გვხვდება კინემატოგრაფიაშიც. ფილმები: “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, “ემანუელი”, “ძირითადი ინსტინქტი”, “ფართოდ დახუჭული თვალებით” და სხვა შეიცავს ბდსმ სცენებს.

სტატისტიკა

ბდსმ მიმდევრების 43% ქალია, 57% – მამაკაცი.
ბდსმ პრაქტიკოსების 68% ჰეტეროსექსუალია, 21% – ბისექსუალი, 4% – ჰომოსექსუალი მამაკაცი, 4% – ჰომოსექსუალი ქალი.
საყურადღებოა, რომ ბდსმ მიმდევრების მხოლოდ 23%-ს არ გააჩნია რელიგია.
ბდსმ პრაქტიკოსთა 70% იმყოფება მონოგამიურ ურთიერთობაში, 38%-ს ჰყავს მუდმივი პარტნიორი, ან დაქორწინებულია, 5% – პოლიგამიურია.
ონლაინ გამოკითხვის მიხედვით, ბდსმ ურთიერთობაში მყოფი ქალების 69%-ს მორჩილის როლი აქვს და მხოლოდ 3%-ია დომინანტი. მამაკაცების 41% დომინანტია, 20% კი მორჩილი.

გქონიათ თუ არა ბდსმ გამოცდილება?

View Results

Loading ... Loading ...