dreamstime_456668

გინდა გაიგო, როგორია შენთვის მამაკაცის იდეალი? მაშინ მოძებნე მარსის მდებარეობა შენს პირად ჰოროკოპში. ამისთვის მხოლოდ დაბადების თარიღის ცოდნაა საჭირო. იხილეთ მარსის ცხრილი.

მარსის მდებარეობის ცხრილი by PINK MAGAZINE

 

მარსის მდებარეობა ქალის რუქაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მარსი ვერძში:

extpictsign_ariesასეთ ქალს ძლიერი, დამოუკიდებელი, მებრძოლი, ათლეტური, მიზანსრწრაფული  მამაკაცი იზიდავს. როგორც წესი, ამ ქალბატონის მონუსხვას მგრძნობიარე და მორცხვი მამაკაცები ვერ ახერხებენ. იდეალური?  – მამაკაცი, რომელიც მზად არის ყველა შეკითხვაზე უპასუხოს, მუდმივად იცის რა უნდა და საკმაოზე მეტად გაბედულია. მარსი ვერძის მქონე ქალს რაინდი, მებრძოლი ტიპის კაცები ხიბლავს.

მარსი კუროში:

extpictsign_taurusხშირად მისი რჩეული სტაბილური, უსაფრთხო, მეოჯახე და უზრუნველი ცხოვრების მქონე მამაკაცი ხდება. ასეთი ქალები „მარტივ“, ტრადიციულ და ძლიერ პარტნიორებთან ამჯობინებენ ურთიერთობას. არასტაბილური და ზედმეტად ინტელექტუალი მამაკაცი მარსის კუროში მქონე ქალს ძნელად მოხიბლავს. თქვენ წარმოიდგინეთ და არც დიდი სექსუალურობაა მათი მოთხოვნა – მხოლოდ სტაბილური გრძნობაც კმარა.

მარსი ტყუპებში:

extpictsign_geminiამ შემთხვევაში, იდეალური მამაკაცის მოთხოვნების სიაში ინტელექტს პირველი პოზიცია უკავია. ასეთ ქალს ვიზუალურად მოსწონს როგორც ათლეტური, ასევე გამხდარი და ცელქი ბიჭის ტიპები. თუმცა, მთავარი მოთხოვნა მაინც გონებამახვილობაა! მრავალფეროვნება, ხალისი, სილაღე, კომუკაბელურობა და სხარტი აზროვნება ის თვისებებია, რასაც ასეთი ქალი ყველაზე მეტად აფასებს მამაკაცში. მას ნაკლებად აღელვებს მოსაწყენი, ტრადიციული, ზანტი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი.

მარსი კირჩხიბში:

extpictsign_cancerასეთ ქალბატონს სიბრალულის გრძნობის მქონე, მგრძნობიარე და დამცველი მამაკაცი ხიბლავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ხანდახან ცვალებადი ხასიათის პარტნიორიც იზიდავს. საერთო ჯამში, ასეთი ქალის იდეალს ტრადიციული და ძლიერი აღნაგობის (ყოველშემთხვევაში ასე უნდა ჩანდეს მაინც) მამაკაცი წარმოადგენს. მარსის კირჩხიბში მქონე მანდილოსანს  სურს, რომ პარტნიორი მუდმივად იცავდეს მას.

მარსი ლომში:

extpictsign_leoმისი მოხიბვლა ამაყ, ექსტრავერტ და „კაშკაშა“ მამაკაცს შეუძლია. განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და ღირსება ასეთი ქალბატონისთვის უმნიშვნელოვანესია. ზედმეტად სერიოზულ და ხელმომჭირნე მამაკაცს ის გვერდით სულ მცირე ხანს თუ გაიჩერებს; ლომში მარსის პატრონს სილაღე და მხიარულება სჭირდება! ნუ გაგიკვირდებთ, ასეთ ქალს მესაკუთრე და ეჭვიანი მამაკაცის გვერდით ურჩევნია ყოფნა. მსგავს სიტუაციაში ის უფრო სასურველად და მიმზიდველად თვლის თავს.

მარსი ქალწულში:

extpictsign_virgoამ ქალს იზიდავს ჩვეულებრივი, ჯანმრთელი, ბუნებრივი, მოწესრიგებული, სუფთა და ჭკვიანი მამაკაცი ზედმეტი გლამურის გარეშე. მიუღებელია მბრძანებლობის მოყვარული, დაუნდობელი და ზედმეტად მიმნდობი ბუნების პარტნიორი. მისთვის მნიშვნელოვანია კაცში ხედავდეს მოხერხებულობას, პრაქტიკულობას და ხელმარჯვეობას. მართალია, ასეთ ქალს მოსწონს ჭკვიანი კაცები, მაგრამ მთლად “აინშტაინებზეც” არ ოცნებობს. უბრალო, მშვიდი, წყნარი მამაკაცი მისთვის უფრო სასურველია.

მარსი სასწორში:

extpictsign_libraმისი მოხიბვლა შარმიან, კარგი მანერების მქონე, სასიამოვნო და დაბალანსებული გარეგნობის მქონე მამაკაცს შეუძლია. ასეთი ქალბატონის ყურადღების მიქცევას ვერასოდეს შეძლებენ მოუვლელი, უკმეხი და უხეში კაცები. მარსი სასწორის მქონე ქალს რომანტიკული, თავისუფალი და ელეგანტური მამაკაცი მიაჩნია იდეალურად.

მარსი მორიელში:

extpictsign_scorpioრთულ, ბნელი ცხოვრების მქონე, ძლიერ და მესაკუთრე მამაკაცს ყველაზე მეტი შანსი აქვს ასეთი ქალის მოჯადოების. მას უყვარს, როდესაც მამაკაცი აინტრიგებს და მისტიური „გამოცანებით“ უვსებს ცხოვრებას. ზერელე და გულგრილი კაცი იშვიათად გახდება მორიელის მარსში მქონე ქალის რჩეული. მას ყველაზე მატად  ძლიერი სექსუალური ენერგიის მქონე და მესაკუთრე პარტნიორი სჭირდება გვერდით.

მარსი მშვილდოსანში:

extpictsign_sagittariusის ყველაზე მეტად მხიარული, ენერგიული, ჭკვიანი და კეთილშობილი მამაკაცით იხიბლება. ასეთი ქალი იუმორის ნიჭს დიდ პლიუსად თვლის და სურს, რომ პარტიორთან ხანგრძლივი სასიამოვნო დაილოგები ხშირად ჰქონდეს. არ უყვარს ზედმეტად მოვლილი და პეწიანი მამაკაცები. თითქმის ყოველთვის  ბუნებრივობას ამჯობინებს. განსხვავებით ლომისგან, ასეთი მარსის მქონე ქალისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პარტნიორის სოციალური სტატუსი.

მარსი თხის რქაში:

extpictsign_capricornასეთ ქალს ყველაზე მეტად კომპეტენტური, კარგად აწყობილი ბიზნესის მქონე მამაკაცი იზიდავს. არ იფიქროთ, რომ მისთვის პარტნიორის სტატუსს ან ფინანსურ სიძლიერეს აქვს მნიშვნელობა; მთავარი პარტნიორის უნარებია. სტაბილური, მიზანმიმართული, სერიოზული, საქმიანი მამაკაცი იდეალურია ასეთი ქალისთვის. ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო კაცი მის გვედით დიდხანს ნამდვილად ვერ „გაქაჩავს“.

მარსი მერწყულში:

extpictsign_aquariusის განსაკუთრებული, არასტანდარტული ჩაცმის სტილით გამოირჩეული მამაკაცით იხიბლება. ასეთი ქალი საინტერესო, თავისუფალ, ჭკვიან, ოდნავ ცივ, ექსცენტრიულ და გიჟმაჟ პარტნიორს ეძებს, რომელიც ხშირად გააოცებს სხვადასხვა სიურპრიზებით. მისთვის მიუღებელია გვერდით მოსაწყენი და ერთფეროვანი ადამიანი.

მარსი თევზებში:

extpictsign_piscesმას ხშირად მგრძნობიარე, ემოციური, თანაგრძნობის უნარის მქონე და მშვიდი ბუნების მამაკაცი ხიბლავს. ასეთი ქალი ნაკლებად ოცნებობს ძლიერ და დამოუკიდებელ მამაკაცზე. მარსი თევზების პატრონს ურჩევნია, თვითონ ზრუნავდეს პარტნიორზე. ამასთან, მისი მოთხოვნა ურთიერთობაში უსიტყვოდ გაგება და მიხვედრილობაა.