Home ურთიერთობები

„ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად“… ასე მთავრდება კონკიას ტიპის ისტორიების უმრავლესობა. რატომ არ ყვებიან ამ ტკბილსა და ბედნიერ გაგრძელებაზე?

იმიტომ, რომ ინტრიგები, ვნებათა ღელვა, სიმძაფრე დასრულებულია, „მოსახდენი მოხდენილი“, „ტკბილი და ბედნიერი“ ცხოვრება კი მონოტონურ ერთფეროვნებად იქცევა და აღარაფერია მოსაყოლი, გარდა იმისა, რომ…

თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ

ქალების ნაწილი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას გათხოვებაში ხედავს. მე რატომღაც არასდროს მესმოდა მათი, ვინც “ქალურ ბედნიერებას” ცალკე გამოყოფდა და შვილების მოვლას და სახლში ფუსფუსს, დილით ოჯახის გამოკვებას და საღამოს თბილ კერაზე ზრუნვას მიიჩნევდა. მეჩვენება, თითქოს სხვა კუთხით რეალიზაციის იმედი არ აქვთ, ზედმეტად სუსტები ან თავდაჯერებულობას მოკლებულნი არიან. არა, არ გეგონოს „ტკბილი და ბედნიერი ცხოვრების“ წინააღმდეგი ვიყო, პირიქით, ვთვლი, რომ ძალიან კარგია, თუ ვინმე ახერხებს სიყვარულისა და ბედნიერების განცდის ისე შენარჩუნებას, რომ ერთფეროვნებაში არ გადაეზარდოს.

large (1)

რატომ ვუყურებ ხანგრძლივ ურთიერთობას სკეპტიკურად?

  • ჩემთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრების იმ ეტაპზეც კი, როცა მას თანაცხოვრება სურს (ქმართან ან უბრალოდ მეგობარ ბიჭთან),  ქალი იყოს ჯერ პიროვნება,  ერთი მთლიანობა და მერე „დედა“, ან „მეორე ნახევარი“ – ძირითად შემთხვევებში ეს კონცეფცია ირღვევა.
  • არ მჯერა მარადიული სიტკბოების, ან შეიძლება ის სადღაც არსებობს, მაგრამ მგონია, რომ უმეტესად  ფასს კარგავს და ძალიან მოსაწყენი ხდება.

მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია და არც ჩემი მსჯელობაა აქსიომა. მესმის, რომ გარემო პირობები და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მნიშვნელოვანი დეტალი: ქალების ის ნაწილიც კი, რომელიც „გათხოვებას“ ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს, მუდმივად თუ არა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, ეძებს და ცდილობს ისეთი ადამიანის პოვნას, ვინც მასთან ხანგრძლივად ცხოვრებისა და ურთიერთობისთვის საჭირო  კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. გააზრებულად თუ არა, ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა კონკრეტული ადამიანის მიმართ მსგავსი ფიქრები, სურვილები და ემოციები უჩნდებათ.

ჩემი ბრძნული დასკვნა: გრძელვადიანი ურთიერთობის მოთხოვნა გენეტიკური კოდივითაა, რომელიც ქალების უმრავლესობაში დევს, ზოგთან დიდი დოზით, ზოგთან ნაკლები, ან სულაც მიძინებული, ოდესმე გაღვიძების პერსპექტივით.

მეგობარი ბიჭის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივია: ერთად ცხოვრობთ და გრძნობ, რომ გინდა ეს ყველაფერი დასრულდეს, შესაძლო სევდიანი და უსიამოვნო სიტუაციის მიუხედავად, მარტივად დაიშლებით.

რაც შეეხება ქორწინებას, მას მთელი რიგი ოფიციალური და არაოფიციალური ნიუანსები ახლავს თან. ამიტომ, როცა ჰეფი ენდი ახლოვდება და დროა მიიღო გადაწყვეტილება, დაფიქრდი, ღირს თუ არა მასთან ცხოვრება მანამ, სანამ სიკვდილი (ან განქორწინება) არ დაგაშორებთ.

თუ დაქორწინებას აპირებ

large (2)

ეს კითხვები შენთვის არის, თუ ახლა აპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას:

  • შეგიძლია ჩამოთვალო 5 მიზეზი, რის გამოც მასთან ერთად ხანგრძლივად ცხოვრება გინდა?
  • როგორ ფიქრობ, თანაცხოვრების 1 წლის შემდეგ, ის ისეთივე ყურადღებიანი და კარგი იქნება, როგორიც ახლაა?
  • ფიქრობ, რომ მასთან ერთად უკეთ იგრძნობ თავს ვიდრე ახლა?
  • დარწმუნებული ხარ, რომ არ შეგიშლის ხელს პიროვნულ განვითარებაში (სწავლა, კარიერა, თავის მოვლა)
  • მიაყენებს  ზიანს შენს ფინანსურ მხარეს თუ პირიქით? (გაითვალისწინე, ახლა შეიძლება ამ კუთხით ნაკლებად იყო დაინტერესებული, ეტაპობრივად აუცილებლად შეგაწუხებს)
  • იქნება თუ არა შენი ერთგული და თუ შესაძლებელია, რომ არა, რამდენად შეძლებ მისთვის ღალატის პატიებას?
  • იქნები თუ არა შენ მისი ერთგული და არსებობს თუ არა რამე გარემოება, რამაც შესაძლოა ამ კუთხით დაგაეჭვოს?
  • ხომ არ არსებობს თუნდაც შენი ცხოვრების სამი ასპექტი, რაც უკეთესი იქნებოდა მასთან თანაცხოვრების გარეშე?
  • ხომ არ აქვს კავშირი ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან (განსაკუთრებული სიხშირით)?
  • რამდენად კარგი მამა იქნება შენი პოტენციური შვილებისთვის?
  • მასაც იმდენადვე უნდა შენთან ყოფნა რამდენადაც შენ მასთან?
  • ხომ არ აქვს რამე ჩვევა/ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც იმედოვნებ? (თუ კი, დაფიქრდი, ხომ არ აჯობებს გამოსწორებამდე არ იჩქარო)

თუ  თანაცხოვრებით უკმაყოფილო ხარ

8412280346_da3b408be1_z_large

უკვე გარკვეულმა დრომ გაიარა მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრობთ. შენი „ტკბილად და ბედნიერად“ ცხოვრება არცთუ იმდენად კარგი აღმოჩნდა, როგორც ელოდი. დისკომფორტი გაქვს და დარწმუნებული არ ხარ, რომ გინდა მასთან ცხოვრების ბოლომდე იყო. დაფიქრდი, დაუსვი შენს თავს კითხვები, გადახედე პასუხებს და მიიღე გადაწყვეტილება.

  • ფიქრობ თუ არა, რომ თანაცხოვრება მოსაწყენი გახდა?
  • დაძაბული/შეშინებული/დათრგუნული ხარ?
  • გაქვს ეჭვი რომ აღარ უყვარხარ/აღარ გიყვარს?
  • ისევ ძველებურად გაფასებს?
  • რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს მის გვერდით?
  • 10-ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებდი თქვენს სექსუალურ ურთიერთობას?
  • თვლი, რომ მის გარეშე უკეთ შეძლებდი თვითრეალიზაციას?
  • ზღუდავს/ხელს უშლის შენს პიროვნულ განვითარებას?
  • უფრო მეტად ხელს გიშლის თუ გეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  • თანაბრად ინაწილებთ თანაცხოვრებისას ვალდებულებებს?
  • ხომ არ სარგებლობს ფიზიკური უპირატესობით? (ჩხუბი, ყვირილი, მეტი უფლებების მიცემა საკუთარი თავისთვის, ძალადობა)
  • რამდენად ადეკვატურია მისი წილი ფინანსური კუთხით?
  • დარწმუნებული ხარ, რომ ისევ გიყვარს? სხვა მამაკაცის მიმართ ხომ არ გაქვს გრძნობები?
  • დარწმუნებული ხარ, რომ ისევ უყვარხარ და არ არის სხვებით დაინტერესებული?
  • ხომ არ აქვს კავშირი ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან (განსაკუთრებული სიხშირით)?
  • რამდენად კარგი მამაა (თუ არ გყავთ, პოტენციური) შვილებისთვის?
  • მიგაჩნია, რომ მასთან ერთად უკეთ გრძნობ თავს ემოციურად, ვიდრე მის გარეშე იგრძნობდი?
  • რამდენად მისაღებია მისი შენდამი დამოკიდებულება?

გრძელვადიანი ურთიერთობა, საკმაოდ რთული რამ არის. შეიძლება კარგად აწონ-დაწონილმა არ გაამართლოს, ან პირიქით, დაუფიქრებლად გადაწყვიტო და ძალიან კარგი აღმოჩნდეს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთია მოლოდინი და მეორე – აღმოჩენილი რეალობა. მთავარია, შიშმა არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისკენ არ გიბიძგოს.

დაიმახსოვრე: ეს შენი ცხოვრებაა, შენ თავად იმკი ავსა და კარგს, შესაბამისად, ჟურნალი, მეგობარი ან მშობელი ვერ მიიღებს შენზე უკეთეს გადაწყვეტილებას. იყავი თავდაჯერებული და ნუ შეგეშინდება გარშემომყოფებისა და სირთულეების! გისურვებ წარმატებას!

P.S გაქვს ხანგრძლივი ურთიერთობა? გაგვიზიარე კომენტარებში მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები!

7 კომენტარი to this post
  1. ყველა სიტყვას ვეთანხმები :) რა ძნელია ამ ნაბიჯის გადადგმა…

  2. კარგი სტატიაა.. :* არ არის ძნელი, უბრალოდ ამ გარკვეულ კითხვებში თუ დღეს დარწმუნებული ხარ, მაშინ უნდა გადადგა ნაბიჯი. რაც გინდა ყოველთვის უნდა გააკეთო. არც ბევრი ფიქრია სასარგებლო ზოგადად ურთიერთობისთვის.

  3. ubralod rogor aris icit ar mivekutvnebi im gogoebis kategorias romelsac ogonc stxovos bichma da pirvelive shemxvedrs gahyveba colad da saertod ar gavtxovdebodi rom ara is adamiani vinc didi mcdelobis shemdeg damitanxma imaze rom gavyve colad da amas udidesi siamovnebit gavaketeb
    da saertod ar vfiqrob rom misi coloba chemshi rames shecvlis ubralod mastan vicxovreb da bednieri viqnebi
    aqamde tu viyavi marto exla mastan ertad viqnebi da es arc imashi shemishlis xels rom sakutari tavis realizeba movaxdino da arc imashi rom im pirovnebad davrche vinc var
    problema gatxoveba araa problema isaa rom sworad shearchio is adamiani visac colad mihyvebi da ar daibrmavo tavi uketesi momavlis imedit an misi shecvlis imedit
    ubralod adaminma unda icode ra ginda sakutari tavisagan im adamianisagan vistan ertadac apireb cxovrebas da am cxovrebisagan

  4. შეიძლება ბოლომდე არ მესმის ქალბატონების გადმოსახედი მაგამ ერთ რამეში ნამდვილად გეთანხმებით ქორწინებამდე ძალიან ძალიან ძალიან ბევრი უნდა იფიქრო მიიღებ თუ არა ამ გადაწყვეტილებას

შენ რას იტყვი?