Home მკითხველის ისტორიები

pismo

სიმართლე თუ გინდა, ქალთა ჟურნალებში დაბეჭდილი ისტორიების ბოლომდე არასოდეს მჯეროდა – ვფიქრობდი, რომ მათ უმეტესობას თავად ავტორები თხზავდნენ სენსაციისათვის, თუმცა ისტორიები, რომელთაც ჩვენი მკითხველები გვიყვებიან, თანდათან უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ წერილში ერთი სიტყვაც არ ჩამიმატებია.

საჭირო სიტყვების მოძებნა მაშინაც კი ძალიან გამიჭირდა, როცა ამ წერილზე პასუხის გაცემა გადავწყვიტე – ჩვენი საქმე ხომ მკითხველის თანადგომაა და არა განკითხვა, მით უფრო, თუ იგი თავის მესაიდუმლედ მიგიჩნევს და გულწრფელად გიზიარებს გულისტკივილს, შიშს და ეჭვებს. ეცადე, შენც ამ თვალით გადაიკითხო ეს სტატია და საკუთარი პოზიცია გამოხატო.

პირველ რიგში, მოგესალმებით. ჩემი ისტორიის მოყოლა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვერავის ვერ ვუყვები და რჩევას ვერ ვთხოვ, რადგან ჩემ გარდა არავინ იცის. ვარ ძალიან რთულ სიტუაციაში, თუმცა იმდენად მივეჩვიე უკვე, რომ ამ ეტაპზე არც ისე რთულად მეჩვენება და ეს კიდევ უფრო მაშინებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავწელო, მაქვს ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი დაქალის მეუღლესთან, ყველაფერი კი მისი ინიციატივით დაიწყო თავიდან. ეს იყო უბრალოდ კომპლიმენტები, სახალხოდ. მერე სახლში მიცილებები, შემდეგ მესიჯები და ლამაზი სიტყვები „მეგობრის“ სტატუსით, ბოლოს კი სერიოზული ლაპარაკი, რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა. არ დავმალავ, რომ მის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპატიები, თუმცა როგორც საყვარელი „სიძის“ დონეზე. ჩემთვის სამაგალითო მეუღლე და მამა იყო და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ გამომიტყდა გრძნობებში და მითხრა, რომ, თავიდანვე, რომ გაგიცანი, სხვანაირი თვალით შემოგხედეო. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გავბრაზდი და კატეგორიულ უარზე ვიყავი, ყველაფერი უარვყავი – ის ხომ ჩემი ყველაზე ახლო და საყვარელი დაქალის ქმარია, მაგრამ იმდენი გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ახლა ერთად ვართ და ეს არავინ იცის. ეს დროებითი ურთიერთობააო, როგორც თვითონ მეუბნება. ჩვენ მომავალზეც კი გვქონდა ლაპარაკი და იმაზეც კი ფიქრობს, რომ მომავალში მისი ცოლი გავხდე. მეუღლესთან გაუფუჭდა ურთიერთობა უკვე დიდი ხანია და ერთადაც არ ცხოვრობენ, თუმცა გაყრილები არ არიან. ჩემს დაქალთან ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ, დანაშაულის გრძნობა მჭამს. მისმა მეუღლემ კი დღე არ გადის, არ მომწეროს, არ დამირეკოს, არ მნახოს. უკვე ვგრძნობ, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ ერთი წამიც, თუმცა ამ ეტაპზე რაღაც ცოტა შენელდასავით, თითქოს, ურთიერთობა ან მე მეჩვენება. ის სამსახურს აბრალებს და მეუბნება, არაფერი შეცვლილაო, პირიქით, კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ და ისე კარგად, როგორც შენთან ვარ, ცოლთანაც არ ვყოფილვარო. მე კი მეშინია მისი დაკარგვის და ეხლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ რამე. გთხოვთ, დამტოვოთ ანონიმად.

როგორ მოიქცე, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნო? ძნელი სათქმელია. შენი პარტნიორის შესახებ წერილიდან მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ კარგად ფლობს  ქალების მოხიბვლის ხელოვნებას (სხვანაირად, ალბათ, ვერ დაგითანხმებდა ურთიერთობაზე), ცოლს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ატყუებდა (ყოველ შემთხვევაში, წერილში არაფერი გითქვამს იმის შესახებ, რომ დანაშაულის გრძნობა სტანჯავდა) და მისი ბოლოდროინდელი ქცევით მთლად კმაყოფილი არ უნდა იყო (სხვა შემთხვევაში არ მოგეჩვენებოდა, რომ გრძნობა გაუნელდა და არც მისი დაკარგვის შიში გექნებოდა).

თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, შიში და ეჭვი, ამ შემთხვევაში, არცთუ ისე უსაფუძვლოა – ის, ვინც შენი თანდასწრებით სხვას ატყუებს, თუ დასჭირდა, არც შენს მოტყუებას მოერიდება. დავუშვათ, საქმე გამონაკლის შემთხვევასთან გაქვს და შენ მიმართ აბსოლუტურად გულწრფელია. სამწუხაროა, მაგრამ დანაკარგისგან არც ამ შემთხვევაში ხარ დაზღვეული – პარტნიორ მამაკაცს თუ არა, მეგობარს აუცილებლად დაკარგავ და, თუ ის მართლაც ასეთი უსაყვარლესია, აჯობებს თქვენი ურთიერთობის გამჟღავნებამდე (შენი სურვილით თუ მის გარეშე, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოაშკარავდება) გააკეთო არჩევანი: დაქალი თუ საყვარელი?

თუ არჩევანს მამაკაცის სასარგებლოდ გააკეთებ, ეცადე, მეგობართან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაიჭირო. როცა სიმართლეს შეიტყობს, იმის გამო მაინც არ ეტკინება გული, რომ ასე აშკარად „აყრიდი თვალში ნაცარს“. მიხვდება, მასთან ურთიერთობას იმ საბაბით გაურბოდი, რომ თავს დამნაშავედ თვლიდი და შეიძლება ამ აზრმა ოდნავ მაინც ანუგეშოს. ეს სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ შენი სასიყვარულო ურთიერთობა არ აეწყობა და დაქალის შენარჩუნებას შეეცდები. ვინ იცის, იქნებ გაპატიოს კიდეც, თუმცა ყველაფერში გამოტყდომას ნუ იჩქარებ – თუ შესაფერი დრო და სიტუაცია არ შეარჩიე, შეიძლება შენმა გულახდილობამ უფრო მეტი ავნოს, ვიდრე არგოს. ამის გამო დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გაგიმძაფრდება.

მამაკაცთან დაკავშირებით კი მხოლოდ ერთი რჩევის მოცემა შეგვიძლია: დროულად გაარკვიე, რასთან გაქვს საქმე – სიყვარულთან თუ ვნებასთან, რომელსაც ვერაფრით გაუმკლავდი. შესაძლოა, ეს მხოლოდ ძლიერი გატაცებაა.  შენი სიტყვები – „უკვე ვგრძნობ, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ ერთი წამიც“ – ნამდვილად იძლევა საფუძველს ამგვარი ვარაუდისათვის. თუ აღმოაჩენ, რომ გაუცნობიერებელი მიზიდულობის მსხვერპლი ხარ, მზად იყავი იმისათვის, რომ ეს გრძნობა ერთ მშვენიერ დღეს ისევე მოულოდნელად მიგატოვებს, როგორ მოულოდნელადაც დაგატყდა თავს, ამიტომ მასზე დიდ ფსონს ნუ ჩამოხვალ.

33 კომენტარი to this post
  1. ratqmaunda sashineli xar magram shecdomebi yvelas mosdis,chemi azrit is kaci taviosas isworebs da mere shenc ise migatovebs rogorc sheni daqali.shenki dakargav shens "sayavrel"daqals.da girsic iqnebi sheni tavi warmoidgine mis adgilas.albat gautxovari xar radgan daqalis qmartan daichire saqme

  2. ra gitxra aba … gakritikeba adwilia. ubralod icode rom tu eg kaci kmaria da mamaa , shenc misi morigi satamasho iknebi da tu man mis cols da shwils ugalata , mowa dro shenc migagdebs. es erti. mere meore is rom ra sindisit ukureb shens dakals ??? dakali ki ara nacnobi an ucxoc rom ikos da gawigo rom chems kmartan cews ,rawi raa , sikwdilisatwisac ki gawimetebdi eget kals. aratu dakals. modi tu magari xar utxari shens dakals eg da miatrie eg kaci da dajekit samiwe da isaubret magaze. da kwelaze mtawari rac unda gaaketo isaa rom mixwide sascrafod da bodishi mouxado shens dakals. simartle gaamjgawne. sikwaruli magari ramea da sikwarulis gamo kwelaferia gamartlebuli. amitom tu martla ase gikwart ertmaneti ragas malawt??? tkwi da shenc mogeshweba gulze da arc mtkuani ar iknebi.

  3. daqali mashin dakarge mis qmartan rom daweqi,axla ubralod shentvis ajobebs es romani cxovrebis tkbil mogonebad aqcio da daiviwyo daqalic da misi qmaric,radgan es kaci damijere verasdros gaabednierebs verc ert qals,aseti kacisgan cxovrebashi cudis garda arapers unda elodo,shen ki girchevnia gmertis winashe mainc moinanio da sindisi daimshvido,daqaltan karg urtiertobas verc sheinarchuneb,man tu ver gaigo mainc,ubralod sheni namusi ar mogcems magis sashualebas…

  4. mjobnis mjobni ar daileva,,gushin meugle uyvarda dges shen uyvarxar da zeg aucileblad gamochdeba visac sheiyvarebs,,ise orive ertnairebi xart mogalateebis ,,metis girsni ar xart mainc,,

  5. რჩევა გჭირდებაა? ცხოვრება მოგცემს მაგ რჩევას…იცოდე ბუნებაში ყველაფერი ბუმერანგივიტაააა..მოვა დრო მიხოხდები შენს დაქალთან/და პატიებას თხოვ..ასეა ..ეხლა ვინც რაცარუნდა ბრდ,ზნული რჩევა მოგცეს ..ვერავის გაუგებ ..გონება შენი არ მუშაობს გული კი მას ეკუთვნის …მაგრამ დროებითია ესყველაფერი დამიჯერე….

  6. daqals ki ara im kacs gavazrobdi tyavs me im gogos adgilze… tavidan martla sheizleba reaqcia ar gqonoda mis smsbze gacilebebze da a.sh magram bichma sayvarloba rom shemogtavaza ai mashin unda getavazebina kargad magistvis. shenc iseve migatovebs rogors sakutari coli miatova ise. an sheizleba cols daurundes isev…. sheni gulistvis sheyvarebuls an cols vinc miatovebs imisgan advili mosalodnelia isic rom shenc migatovos sxvis gamo

  7. ცხოვრებამ, როგორც ჩანს გამოცდა მოგიწყო. ეს შენი ცხოვრებაა ტყუილისა და ღალატის გარემოცვაში. ვფიქრობ არც მე და არც არავის არა აქვს შენი განკითხვის უფლება, ყველას ჩვენ–ჩვენი ცოდვები გვამძიმებს, უბრალოდ მინდა გირჩიო, კარგად დაფიქრდი სანამ ამ ურთიერთობას დააკანონებ. გახსოვდეს ღალატს მიჩვეული ადამიანი ვერასდროს შეძლებს ერთგულებას. ადრე თუ გვიან, სამწუხაროდ, შენც მიგატოვებს, ისე, რომ უკან არ მოიხედავს. რამდენი წლისაც არ უნდა იყო ცხოვრებას ნუ დაინგრევ. ეცადე ძლიერი იყო, თავს მოერიო და ამ ურთიერთობაზე უარი თქვა სამუდამოდ. თუ ამას ვერ შეძლებ უბრალოდ დაიღუპები. ის გოგო კი რომელიც შენმა " შეყვარებულმა" მიატოვა ყოველთვის ბედნიერი იქნება და ნურც კი ეცდები მასზე უკეთესი გახდე, მანამდე სანამ უარს არ იტყვი შენს ახირებაზე. ჩემი რჩევაა არ უღალატო ადამიანს რომელიც გენდობა, თორემ სიმშვიდეს ვეღარასოდეს იპოვი. უფალს ვთხოვ გაგინათოს გონება რათა საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგა.

  8. ram gadagria netavi? kaci rogoric ar unda iyos kacia mistvis yvela qali ertnairia ar arsebobs uketesi da sayvareli qali tavidanve unda getqva uari aset shemotavazebaze es sheni danashaulia da ara kacis damtavrdeba es yvelaferi da tanac cudad

  9. ME GIRCHEV SANAM MISI COLI (ROGORC SHEN EDZAXI DAQALI)GAIGEBS MANAM DASHORDI DA MERE SHEN DAQALSAC DAEMSHVIDOBE.SHENI TAVI RATOM AR WARMOIDGINE SHENI DAQALIS ADGILAS ROCA GALATOBDI.SHENTVIS ROM EGALATAT RA GRDZNOBA DAGEUPLEBODA AN RAS IZAVDI.XOM CODOA IS GOGO GENDOBA TAVIS PIRADULS GIYVEBA SHEN KI GALATOB QMARTAN,ES KATASTROPAA,SANAM SHEN TAVZE AR GAMOCDI MANAMDE VER GAIGEB RA SIMWAREA ROCA DAQALI GYALATOBS.

  10. სხვის ცხოვრებაში ყველა ბრძენები ხართ….. ყველამ თავის ბოზურ ცხოვრებას და შეცდომებს მიხედონ….. ამ გოგოს ვისგანაც რჩევა უნდოდა მიიღოო :))) ასე რომ……

  11. კი ფიქრობთ რო მოსაკლავია მაგრამ ყველაზე დიდი შანსია რო საუკეთესო დაქალის ქმარს სხვა თვალით შეხედო. ის ხო შენი დაქალისთვის იდეალია და შენ და შენი დაქალი თითქმის ერთნაირად ფიქრობთ და აზროვნებთ. ამიტომ ყოველთვის უნდა აკონტროლო შენი თავი რომ ფიქრშიც კი არ შეტოპო თორე მერე გვიან იქნება. ძირითადად ეს სუსტ და ყურადღებამოკლებულ ქალებს ემართებათ. ამას მე ვეძახი “გატეხვას”.
    რაც შენ უნდა გააკეთო ეხლავე, უნდა დაახვევინო მაგ ნაგავ ბიჭს. ცოლის დაქალს შებმა რო დაუწყო მაგ არაკაცმა შენ რა გგონია შენ დაგინდობს. როგორც კი ინტერესს დაკარგავ მის თვალში მაშინვე ნახმარი ნივთივით მოგისვრის.
    მეორე ფაქტორი ისაა, რომ შენმა დაქალმა რო გაიგოს რო ქმარი საუკეთესო დაქალთან ღალატობს შეიძლება თავიც კი მოიკლას. ან რაღაც სასწაული საშინელება გააკეთოს. ასე რომ გადაწყვიტე გიღირს ეს ყველაფერი?

  12. da mere kidev rom agizianebt kacebs echvianoba :| samive damnashaveebi xart! coli imashia damnashave, rom ase moaduna yuradgeba da zedmetad gendot orives. me daqalsac vendobi da sheyvarebulsac, magram magizianebs zedmetobebi. chems qmars ar mivcemdi uflebas, rom chemi daqali sadme gaacilos, emesijos, saxalxod komplimentebi utxras. magizianebs zedmeti siaxlove. shen imashi xar damnashave, rom daqals ugalate da shens tavs pirvel rigshi. rogorga megobrob saertod mastan, ar mesmis. tvalebshi rogor uyureb? sheni sayvareli kide erti rigiti nadzirala kacia, romelmac ubralod ar icis siyvaruli da ertguleba ra aris. tu shen moswondi tavidanve, mashin shen moeyvane colad da ara sheni daqali. jer erti, shen gamo ar dashordeba cols da mere romc dashordes, shentan mainc ar darcheba, mogalatea da mogalate iqneba yoveltvis. aset kacs rogor unda endo. asec rom moxdes da coli miatovos, mteli cxovreba ver moisveneb. sindisi tu ar gaqvs rom sindisis qenjna igrdzno, gmerti mainc ar dagtovebs upasuxod. arc shens daqals utxra eg ambavi da arc aravis. ubralod daqalsac sheeshvi da mis qmarsac. wadi eklesiashi da moinanie, ecade axali cxovreba daiwyo da sxvis cxovrebas ar sheexo! sxvisi ubedurebis xarjze ver gabednierdebi verasdros

  13. ეს გოგო მინიმუმ გასალანძღი რომ არის ისედაც ხვდება მაგრამ არავის აქვს უფლება სხვას მორალი უკითხოს იმიტომ რომ ყველას საკუთარი ბოზი მამიდები გვყავს მისახედი :))) ერთი იცოდე: ისევე მარტივად დაგიკიდებს და სხვასთან წავა როგორც თავისი კანონიერი (მითუმეტეს!) ცოლი დაიკიდა.. და მეორეც იცოდე: ზუსტად ისევე აგაცლის ცხვირწინ ქმარს ახლობელი როგორც შენ ააცალე “ვაიმე არ მინდოდა ძალით მიქნა”-ს ძახილით.. ასე რომ არ არის საჭირო შენი მიწასთან გასწორება ცხოვრება ისედაც გაგასწორებს ;)

შენ რას იტყვი?