Home მკითხველის ისტორიები

advice

ჩვენს მკითხველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ერთგულებას არა მხოლოდ სტატიების კითხვით გამოხატავენ, არამედ იმდენად ახლობლად მიგვიჩნევენ (რის გამოც – უღრმესი მადლობა მათ), რომ რჩევასაც გვეკითხებიან პირად პრობლემებთან თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილი წერილიც ამის დადასტურებაა. ჩვენი მხრიდან, ძალიან შევეცადეთ, ყურადღებით წაგვეკითხა იგი და შეძლებისდაგვარი პასუხი გაგვეცა, თუმცა მის ავტორს თითოეული თქვენგანის აზრიც ალბათ არანაკლებ დააინტერესებს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კომენტარებში იაქტიუროთ და თქვენი ხედვა თუ გამოცდილება გაუზიაროთ.

იდეალური მამაკაცი ხომ იცით, როგორიცაა. ზუსტად ეგეთი მყავდა გვერდით გუშინდელ დღემდე. არ გეგონოთ დაბრმავებული ვიყავი და ამიტომ მეჩვენებოდა იდეალური – ყველას თვალში ასე იყო. მის წარმატებებს და ღირსებებს არ ჩამოვთვლი, არ მინდა, შემთხვევით ამ გვერდს წააწყდეს და თავისი თავი ამოიცნოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ბიჭი იყო, საქართველოში მხოლოდ 2% რომაა – წარმატებული თავის საქმეში და ძალიან სიმპატიური, ჩემზე 5 წლით უფროსი. ისეთი ბედნიერი ვიყავი მასთან, ვიცოდი, რომ ასეთი დიდი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მეგონა, რომ ჩემზე გიჟდებოდა. მე სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს. წინა დღეს ერთად ვიყავით, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ლამაზად იყო, მეორე დღეს კი უბრალოდ დამშორდა, მიზეზის აუხსნელად. არ ვიცი, რა ვიფიქრო. მგონი, ასე იმიტომ მოიქცა, რომ სექსი არ გვქონდა და ამას ყოველთვის ჩვენი ურთიერთობის მინუსად მიიჩნევდა, მაგრამ გამიგო და მითხრა, რომ მის სურვილებზე მაღლა ვიდექი და რომ ქორწინებამდე არაფერი გვექნებოდა და უცებ ურთიერთობას წყვეტს, განმარტების გარეშე მშორდება. მართლა ძალიან ვეცადე, გამერკვია, რა მოხდა. ვთხოვდი აეხსნა, მაგრამ ამაოდ. გამთენიისას ქვეყნიდან გაფრინდა. ვიცოდი, თუ ისე წავიდოდა, რომ არაფერს ამიხსნიდა, სულ დავკარგავდი. მალე ჩამოვა, მაგრამ ვიცი, ერთად აღარ ვიქნებით. მე კიდევ მის გარეშე არ შემიძლია. ძალიან ცუდად ვარ. არ მჯეროდა აქამდე სიყვარულის. პირველად ვარ შეყვარებული. ისეთ გოგოებს დავცინოდი, ვინც ბიჭის გამო დეპრესიაში ვარდებოდნენ და ახლა მე ვარ ასე. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, მისი დავიწყება არ მინდა. მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო. ნატუკა.

ნატუკა, გვესმის შენი – ნამდვილად არაა ადვილი, როცა საყვარელ ადამიანთან დაშორება გიწევს, მაგრამ გააჩნია, ამ ყველაფერს რა კუთხით შეხედავ. დავიჯერო, თანახმა იქნებოდი, ნებისმიერი პირობით გაგეგრძელებინა მასთან ურთიერთობა? ვთქვათ, მართალი აღმოჩნდა შენი ვარაუდი და ბიჭმა მხოლოდ იმიტომ მიგატოვა, რომ მასთან სექსი არ გქონია, მის შესანარჩუნებლად განა უარს იტყოდი საკუთარ დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ? ალბათ, არა და მართალიც იქნებოდი, რადგან ეს შენი უფლებაა.

ან რამდენად მოგწონს, მაგალითად, რომ ადამიანი, რომელთანაც ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ურთიერთობა გქონდა, იმდენად არ სცემს პატივს ამ ურთიერთობას, რომ თავს ვალდებულადაც კი არ თვლის – აგიხსნას თავისი გადაწყვეტილების მიზეზი? როგორ გგონია, იდეალური მამაკაცები ასე იქცევიან? ხომ არ იჩქარე მისთვის ამ ეტიკეტის მიწებება?

იქნებ შენთან განშორების მიზეზი ურთიერთობაში არსებული პრობლემა კი არა, მის ცხოვრებაში არსებული სერიოზული პრობლემებია? კარგად იცნობ მისი საქმიანობის ან ცხოვრების სხვა სფეროებს, მის გარემოცვას? იქნებ აქვს რაღაც სამარცხვინო და დასამალი? არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ შეგახსენებ, რომ „ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს“ და ადამიანის კარგად გასაცნობად მასთან რომანტიკულ პაემნებზე სიარული სრულიადაც არაა საკმარისი.

ნუ გამორიცხავ იმის ალბათობასაც, რომ სასურველის მიღებას ზოგიერთი მამაკაცი არაპირდაპირი ულტიმატუმის გზით ცდილობს ანუ თავისი საქციელით გეუბნება: „ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გადავწყვიტე, ან მშვიდობით“. როგორ გგონია, ღირს ურთიერთობა მსგავსი ტიპის მოძალადესთან?

ღმერთმა ნუ ქნას, ყველა ის ეჭვი, რის შესახებაც ზემოთ გესაუბრე, დადასტურდეს, მაგრამ რეალობაში ბევრად უფრო წარმოუდგენელი რამეებიც ხდება და ამის დავიწყება არ ივარგებს. ამიტომ ახლა, პირველ რიგში, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, როგორ დაიბრუნო შეყვარებული, არამედ – ღირს თუ არა ასეთი მოულოდნელი და შენთვის სრულიად აუხსნელი საქციელის შემდეგ მისი დაბრუნება? ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მისი ქცევის რეალურ მიზეზს არ გაარკვევ.

პირველი, რასაც ამ სიტუაციაში გირჩევდი, ამ პიროვნების კი არა, საკუთარი თავის პატივისცემის დაბრუნებაა. ეცადე, წონასწორობა შეინარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ, შენი აზრით, დაუმსახურებლად მოგექცნენ. თუ თავს ასეთი მოპყრობის ღირსად არ თვლი, დაამტკიცე კიდეც შენი საქციელით. შენ ხომ არაფერი დაგიშავებია მის წინაშე, ამიტომ არც დეპრესიის, არც ცუდად ყოფნის და არც სინდისის ქენჯნის საბაბი გაქვს.

იმის ღირსადაც არ ჩაგთვალეს, რომ, მიუხედავად შენი თხოვნისა, რამე აეხსნათ? მაშინ სხვა დროს ამის გასაკეთებლად მეტი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებათ. თუ ძალიან შეგეხვეწება, ვინ იცის, იქნებ გული მოგილბეს და მოუსმინო კიდეც, თუ არა და, თვითონ ჩავარდეს დეპრესიაში იმის გამო, რომ შენი სათანადოდ შეფასება და დაფასება ვერ მოახერხა.

ნუ ეცდები, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნო მისი ყურადღება – ნუ დაურეკავ, ნუ გაუგზავნი სასოწარკვეთილ ან სასაყვედურო შეტყობინებებს, ნუ მოჰყვები იმის ახსნას, რა გეგონა და რას იმედოვნებდი. აცადე დროს, შენ მაგივრად გაარკვიოს და დაალაგოს ყველაფერი. თუ მისთვის ნამდვილად რაღაცას წარმოადგენდი, თვითონ მოძებნის ურთიერთობის აღდგენის ფორმას, თუ არა და… ნუთუ ღირს ცხოვრების საუკეთესო წლები ილუზიებს შესწირო? დამიჯერე, არ ღირს.

13 კომენტარი to this post
  1. ვეთანხმები ავტორს.

    საუკეთესო რჩევაა საკუთარი თავის პატივისცემის დაბრუნება. არავის უყვარს უთავმოყვარო ადამიანები.

    ერთხელ ჩემი მეგობრის შეყვარებული მხოლოდ იმიტომ დაშორდა ჩემს მეგობარს, რომ წინ “ტკბილი შერიგება” ჰქონოდათ, ამ ჩემმა დაქალმა კი ისტერიკა დაიმართა და კინაღამ, თავმოყვარეობაც დაკარგა.

  2. იდეალურიო ამბობს კაცზე, რომელიც დაგშორდა ისე, რომ არც კი ჩათვალა თავი ვალდებულად რამე აეხსნა?

    მე იდეალური ცოტა სხვანაირი მგონია….
    პ.ს. იმედია სადმე თუ შეხვდები კიდევ, დაბრუნებას არ თხოვ.

  3. ზედმეტად ხარ აღფრთოვანებული ამ ბიჭით და გავიწყდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია უამრავი ნაკლით. შეცდომა დაუშვა, როცა ახსნის გარეშე მიგატოვა, თუმცა რას ვიზამთ… თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ დაივიწყებ, გპირდები. ცოტა მოიცადე, მაქსიმალურად ეცადე ყურადღება გადაიტანო მათზე, ვინც შენგან ყურადღებას იმსახურებს და ცოტა ხნის შემდეგ მიხვდები, რომ აღარ გჭირდება. წარმატებებს გისურვებ!

  4. პირველ რიგში შენი თავი უნდა გიყვარდეს ის ძაან ცუდად მოგექცა და ეხლა შენი ნერვების ფასად გიჯდება კაი რაა შენი ნერვიულობის ფასად დამიჯერე არავინ არ ღირს მოეშვი ყველაფერს მშვიდად ცხოვრება გრძელდება

  5. დავიწყებ იქიდან რომ არსებობენ მამაკაცები,რომლებმაც არაჩვეულებრივად იციან ქალების ფსიქოლოგია და იციან როგორი ტიპაჯის ქალთან როგორ იმოქმედონ,ასე რომ არ გამორიცხო და დაუშვი ,რომ მთელი მისი ჯენტლმენობა თუ ქცევები უბრალოდ ხერხი იყო შენი მოხიბვლის,ხოლო ,როცა მიხვდა რომ შენთან არ გამოუვიდოდა თავისი ჩაბაფიქრი უბრალოდ გაწყვიტა ურთიერთობა,ახსნას რაც შეეხება რას ტეყოდა?ცხადია სიმართლეს ვერ გეტყოდა.. ახლაც და ცხოვრებაშიც გახსოვდეს რომ იმსჯელე ქცევებით და არა სიტყვებით.შენ არაფერი გააკეთო მაგ პიროვნებასთან მიმართებაში თუ არ თამაშობდა თავად შეგეხმიანება.და თუ არ შეგეხმიანება ეს ყველაფერი ფარსი იყო.და გიხაროდეს რომ ვერ მიაღწია მიზანს.შენ დამნაშავე არაფერში ხარ. :)გამაგრდი

  6. იდეალური ადამიანები არ არსებობენ,ეგ ერთი და მეორეც როცა ადამიანს უყვარხარ,ოღონდ მართლა ესე მარტივად არ ადგება და არ წავა. ბოლოს დავამატებ ეს ისტორია რაღაცნაირად არარეალური მეჩვენება. :)

  7. მესმის შენი ნატუკა აბსოლუტურად და გირჩევ პირველრიგში გაძლიერდე და საკუთარ თავს მიხედო, აქამდე თუ ლამაზი იყავი ახლა ულამაზესი უნდა გახდე. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ მხოლოდ გარეგნობას მთლიან შენ ცხოვრებას უნდა მიანიჭო ყურადღება და პროგრესი.
    შარშან ერთ ბიჭს შევუყვარდი ძალიან მალე, ისე უცებ რომ ვერც მივხვდი მართლა. ზუსტად სამი თვე ვიყავით ერთად “ვუყვარდი” და “მიყვარდა”, ყველაფერი იდელურად იყო, სულ ერთად ვიყავით მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა აღარ მიყვარხარო :P აი ასე :) არადა წინადღეს ვუყვარდი, გიჟდებოდა ჩემზე, იდელურიც ვიყავი მაგრამ ყველაფერი ხდება :)) არაფერი არ აუხსნიაა ჩემთვის ისე წავიდა, ყველაფერი ლამაზ მოგონებად დარჩა.
    რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი რომ არც მე მყვარებია უბრალოდ უცებ მოხდა და მივეჩვიე რაღაცნაირად, ის იყო ჩემთვის სამყარო და მისთვისაც იგივე იყო ეს ყველაფერი ))) სულაც არ ყოფილა ეს სიყვარული უბრალოდ ასე გვეგონა. ყველაფერთან ერთად ისეთ გარემოებაა რომ ერთმანეთს ხშირად ვხედავთ და სიმართლე გითხრა რაც შევიცვალე და კარიერაში ბევრს მივაღწიე აქეთ მომიცუცქდა :))))) ბიჭებს უყვართ წარმატებული, ჭკვიანი და მოსიყვარულე მითუმეტეს კაი ოჯახის შვილი თუა. ჩემ შემთხვევაში ჩვენი მშობლები ერთმანეთს იცნობდნენ (იცნობენ) და ყველაზე მეტად ეგ მოწონდა. მაგრამ ესე მოხდა :)))) ყველაფერს მშვიდად შეხვდი. კიდე მაქვს 1ისტორია რომელიც შეიძლება კიდე უფრო დაგეხმაროს თუ სურვილი გექნება მომწერე და გეტყვი ;) შენი თავის ფასი იცოდე!!

  8. chemo dzvirfaso xalxo. chemo sayvarlebo , agrftovanebul var tqvenit, chemtvis sruliad ucxo adamianebi chemtvis dzalian nacnobebi da sayvarlebi gaxdit. es istoria me mekutvis tu ar vcdebi 17 met mais gamovaqveyne,ar vicodi tu chemi posti daido ragac teqnikur problemas miwerda, da dges sul shemtxvevit gadavawydi, am istorias gadrdzelebac avqs dges 25 dekemberia da chven idealuri wyvili vart, patar patara kinklaobebit :D tumca im dabrkolebebma rac urtiertobis dasawyisshi iyo gadaiara,da exla dzalian dzalian kargad vart..cudi dasasruli arafers aqvs, tu cudad damtavrda eseigi jer ar damtavrebula :* miyvarxart dzalian da minda dzalian bednierebi iyot yvela :*

  9. უნაკლო მარტო ის შეიძლება იყოს ვინც სერიოზულ რამეს მალავს. “ან მანიაკი” – ეს ხუმრობით :) მოკლედ ყველაფრის არსი ისაა რომ ეგ კაცი სულაც არაა იდეალური და მაგისთვის ხვეწნას თავი დაანებე. ახსნის გარეშე თუ დაგშორდა ესეიგი არაფრად არ ღირხარ მისთვის. რომ ღირდე არც დაგშორდებოდა. ყველაზე მთავარი პრობლემა შენს ცხოვრებაში ისაა რომ შენი თავი სათანადოდ არ გიყვარს. მეტი პატივი უნდა სცე შენს თავს და მერე სხვაც მეტად დაგაფასებს.

  10. natuka mesmis sheni mec daaxloebit eget situaciashi var vtirodi depresiashi viyavi magram mivxvdi rom adamians tu uyvarxar is arasodes migatovebs shen tavs nu gascem ar afiqrebino rom susti xar da umisod ver iqnebi momavalze ifiqre miuxedavad yvelafrisa cxovreba grdzeldeba tu namdvilad uyvarxar tviton dagibrunebs

შენ რას იტყვი?