Home ურთიერთობები

“ნამუსიც კარგი საქონელიაო” – ასე იცოდნენ ჩვენთან, იტალიურ ეზოში თქმა მაშინ, როცა ერთ-ერთი მეზობელი კარგად გამოტყვრებოდა და გინებას იწყებდა შუაღამით.

ხოდა, მართალი აღმოჩნდა ეს გამოთქმა.

ასე ერთი წლის წინ ერთი კაცი მყავდა. არც მიყვარდა და არც მენატრებოდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებიანი იყო და სექსიც ძალიან მომწონდა. მგონი მას რაღაც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა, თუ წარმოედგინა – სწორედაც რომ არ ვიცი მაშინ რას ფიქრობდა. ხშირად ვხვდებოდით. არც ფანტაზიას უჩიოდა, არც მონდომებას, არც ფულს ან სხვა რამეს, მაგრამ მოსაწყენი ხდებოდა ზოგჯერ.

ხოდა ამ კაცის პარალელურად გავიცანი ერთი ძალიან უბრალო ჯეელი, რომელიც დიდი ვერაფრით დაიკვეხნიდა – არც სრული განათლება, არც სტაბილური შემოსავალი, არც ფანტაზია ან რამე ამის მაგვარი, მაგრამ სასწაულად სექსუალური იყო.

მხოლოდ დანახვაც მყოფნიდა და მთელს სხეულში დენივით მივლიდა. ისიც არ იყო ცივად განწყობილი ჩემ მიმართ და ერთხელაც ცოტა ნასვამზე თავის „ახალ“ (სინამდვილეში ახალი გადასული იყო, თორემ ბინა არც მისი იყო და მით უმეტეს, არც ახალი) ბინაში დამპატიჟა.

იმავე საღამოს ჩემი სტაბილური და ცოტა მოსაწყენი კაციც უნდა მენახა, მაგრამ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და „გადავაგდე“.

ჩემი ახალბედა ბინაში ასვლისთანავე ჩემს მოხიბვლას ცდილობდა ყველა ხერხით, ძალა და ენერგია არ დაუზოგავს. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მჭირდებოდა, ერთი სული მქონდა საქმეზე გადასულიყო.

2c_rosshoneysett_069L

ბოლოს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ გახდა და მოფერებაც დავიწყეთ, ორალურ სექსზეც გადავედით (ისე მისი უნარები ძალიან გამიკვირდა, მოუქნელი და გამოუცდელიც კი ჩანდა მანამდე) და ძალიან მოულოდნელად ზუსტად იმ ნამუსმა გაიღვიძა “კარგი საქონელი რომაა”. ისე დავიძაბე, რომ კუნთებიც კი გამიქვავდა, ვეღარც განძრევა მოვახერხე და ძლივს წამოვიკნავლე ახლავე გაჩერდი-მეთქი.

გაოგნებული დაჯდა საწოლზე და დამნაშავე სახით მკითხა – რა მოხდა, რამე არ მოგეწონაო?

ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ასეთ დროს ახსნა რა „არ მოგეწონა“ და ვერ წავიდა ისე „როგორც საჭიროა“, სისულელეები ვილაპარაკე, მგონი ბოდიშებიც ვუხადე და შევპირდი, რომ შემდეგ ჯერზე ყველაფერი მშვიდად და კარგად ჩაივლიდა. ისიც ავუხსენი რომ მშვენიერია საწოლში და მისი ბრალი არაფერია (მეეჭვება დაეჯერებინა ასე მარტივად, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მივხვდი დიდად არ დაკომპლექსებულა , თანაც ჩემთან სექსის სურვილი სულაც არ გაჰქრობია).

ამის შემდეგ სულ ძუნძულით გამოვიქეცი იმ ბინიდან.

ჩემს სტაბილურ და ცოტა მოსაწყენ კაცს არც არაფერი გაუგია, ვერც ვერაფერი იეჭვა და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ისე, რომ დავფიქრდი მერე, მივხვდი – რომც გამეგრძელებინა, მაინც ყველაფერი ისევ ასე სტაბილურად და ცოტა მოსაწყენად იქნებოდა, ვერც მერე გაიგებდა რამეს და მეც კმაყოფილი ვიქნებოდი.

მიუხედავად ამისა, ძალიან დიდხანს არაფერი მქონია იმ ახალ კაცთან (თუმცა შემდეგ ძალიან ჩახლართული რომანისმაგვარი რამეც განგვივითარდა მცირე ხნით) ზუსტად იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნა არ მეგრძნო, არადა კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ როცა შენ იცი რომ „ცუდად“ იქცევი, ეგ ყველა სასჯელზე უარესია.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?