იაზროვნეთ! ეს არ არის უკანონო... ჯერ მაინც.

დაჭკვიანების დროა

სოციალური სტატუსი და ის, თუ რითა ვართ დაკავებული, მოქმედებს უჯრედების დაბერებაზე – ამტკიცებენ ლონდონელი გენეტიკოსები.

გონებრივი სამუშაოს შემსრულებლის ორგანიზმი საშუალოდ 7 წლით ახალგაზრდაა იმ ადამიანის ორგანიზმთან შედარებით, რომელიც ფიზიკურად შრომობს.

სასმელს ხომ არ მიირთმევდით?

ჭიქა ღვინო დღეში არა მხოლოდ არ გავნებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას – წერენ სწავლულები სან ფრანცისკოდან.

ფილტვები მეტად ელასტიური ხდება, ხოლო მავნე ქოლესტერინი არ ეკვრის არტერიის კედლებს. რა თქმა უნდა, არ უნდა გადააჭარბოთ. უნდა მიიღოთ დღეში არაუმეტეს 200 მლ-ისა.

წარმოშობით ბავშვობიდან

ის, რომ ანორექსია (საკვებზე უარის თქმა) და ბულემია (პათოლოგიური გადაძღომა) ფსიქოლოგიური პრობლემის ფონზე წარმოიშობა, დიდი ხანია არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მაგრამ რუსი ფსიქიატრების კვლევამ გამოავლინა საინტერესო კანონზომიერება. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი დარღვევები ხშირად იმ გოგონებს აღმოაჩნდებათ, რომლებიც ისეთ ოჯახში იზრდებოდნენ, სადაც დედა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ხოლო მამას – სუსტი ხასიათი გააჩნდა.

მამაკაცის გულისაკენ

ბრიტანელმა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებები მოქმედებენ იმაზე, თუ რას ანიჭებენ ახალგაზრდები უპირატესობას სექსუალური თვალსაზრისით. კერძოდ, მშიერ კაცებს პუტკუნა გოგოები მოსწონთ, დანაყრებულზე უკვე თხელ მანდილოსნებს ათვალიერებენ. ყოველი შემთხვევისათვის, ასე რეაგირებდა ექსპერიმენტში მონაწილე 60 ადამიანი.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ქცევა ქვეცნობიერად ხდება და მას ლოგიკური ახსნაც მოეპოვება. ნამდვლად, ქვეყნებში, სადაც კვებასთან დაკავშირებული პრობლემებია, მაგალითად, აფრიკაში, ჩვეულებისამებრ პოპულარობით ფუმფულა ქალბატონები სარგებლობენ. ევროპულ ქვეყნებში უფრო მეტი შანსი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიქცევისა, თხელ და “წელში გამოყვანილ” ადამიანებს აქვთ.