გარკვეულ მახასიათებლებს მამაკაცები ქალის დანახვისთანავე ამჩნევენ. გარდა ისეთი გარეგნული ნიშან-თვისებებისა, როგორიცაა ფეხების სიგრძე, მკერდის ზომა და უკანალის ფორმა, ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა მსგავსი რამეები, რომლებიც ქვეცნობიერ დონეზე ფიქსირდება. გადახედეთ და გაითვალისწინეთ.

guy-into-girl-0609-mdn

1. თმის სისქე

ეს ევოლუციის ამბავია. გამოქვაბულების დროიდან მამაკაცებს ხშირი თმის მქონე მდედრები იზიდავდნენ, რაც ჯანმრთელობის და ნაყოფიერების ნიშანი იყო. ამ შემთხვევაში მოცულობის მიმცემი შამპუნი და კონდიციონერი დაგეხმარება.

2. გულწრფელი ღიმილი

გულწრფელი, არა-ხელოვნური ღიმილისას თვალის კუთხეებში წვრილი ნაოჭები ჩნდება. მამაკაცების უმეტესობას ასეთი ღიმილის ხელოვნურისგან გარჩევა კარგად შეუძლია.

3. თანმხლებთა რაოდენობა

თუ ახალი ბიჭის გაცნობა გინდა, უმჯობესია “ლაშქრით” თუ არ ივლი (მოსვლის მოერიდება), არც მხოლოდ ერთი მეგობარია ოპტიმალური (მარტოს ხომ ვერ დატოვებ?). საუკეთესო რიცხვი – სამია. შენს ორ მეგობარს შეუძლია ერთმანეთი გაართოს, სანამ შენ სიმპათიურ ბიჭს გაესაუბრები.

4. ხმის რეგისტრი

კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცებს შედარებით მაღალი რეგისტრის ხმის მქონეები უფრო იზიდავენ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ხმა არის ახალგაზრდობის და რეპროდუქციული სიჯანსაღის ნიშანი (ისევ ევოლუცია!).

5. წელისა და თეძოს გარშემოწერილობა

ესეც კაცობრიობის განვითარების ისტორიას უნდა დავაბრალოთ. მამრები ინსტინქტურად ეძებენ მომავალი შვილების დედას. თუ შენი წელი თეძოსთან შედარებით ბევრად წვრილია, ეს მამაკაცისთვის ნაყოფიერების ნიშანი, შენს სასარგებლოდ კი დიდი პლიუსია. (განიერი ქამარი ასეთ ქვიშის საათის მსგავს ფორმას კიდევ უფრო გამოკვეთს!)

6. კანის მბზინვარება

კაშკაშა სახის ფერს მამაკაცები მენტალურ სიჯანსაღეს მიაწერენ, რადგან სტრესი და დაძაბულობა როგორც წესი გამონაყარს და სახის კანის გაუფერულებას იწვევს. ასე რომ ლოსიონების და ბრონზერების გამოყენება ნამდვილად ღირს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.

7. ის რაც ხელოვნურია

ამ შემთხვევაში ფიზიკურად ხელოვნურობა იგულისხმება: ხელოვნური წამწამები, დაგრძელებული თმა, მიწებებული ფრჩხილები. ასეთი რამეები მამაკაცებისთვის “მეტისმეტად მოვლილის” შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც არც ისე კარგია.

8. თვალები

ადამიანები თვალებს სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე დიდ ხანს უყურებენ. თვალის დრამატული მაკიაჟი კიდევ უფრო დაგეხმარება მხედველობითი კონტაქტის დამყარებაში.