ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს თეატრის სცენას, თუმცა ზოგიერთი მამაკაცის გადამკიდე, ეს სცენა შეიძლება ცირკის მოედნად მოგეჩვენოთ. იმისთვის რომ, თქვენმა სექსუალურმა ცხოვრებამ არ განიცადოს კრახი და თავი არასასურველ სცენაზე არ ამოყოთ, განვიხილოთ მამაკაცის ტიპები, რომლებისგანაც სიამოვნების მოლოდინი არ უნდა იქონიოთ.

ბაგირზე მოსიარულე

tumblr_mdyqkxeOBM1qcdbkgo1_500

ამ ტიპის მამაკაცისთვის, სექსი იგივეა, რაც ვიწრო თოკი, რაზეც ფრთხილად უნდა გაიაროს, რომ მიაღწიოს ორგაზმამდე. მას არ უყვარს მრავალფეროვნება, დაგეგმილად მოქმედებს და შესაბამისად თუ აღმოჩნდებით ასეთი ტიპის მამაკაცთან, გირჩევთ თქვენი სურვილები და ფანტაზიები საეთოდ დაივიწყოთ. ნუ გექნებათ კომბინაციების ცვლილებისა და ცეცხლის დანთების  მოლოდინი.

აკრობატი

მამაკაცი, რომელიც სექსს სრულყოფილ აქტად არ მიიჩნევს, თუ შვიდჯერ მაინც არ შეიცვალა პოზა. ერთადერთი რაც შემიძლია ამ შემთხვევაში გირჩიოთ, წელის ტკივილი მოიმიზეზეთ, ან  სასიამოვნო დროის ტარებას გისურვებთ! გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი მიმიკები და გაკვირვებული სახე, მასზე არანაირად არ იმოქმედებს!

ჟონგლიორი

თავისუფლად უმკლავდება რამდენიმე საქმეს ერთდროულად. ურთიერთობის დროს, როდესაც ორგაზმის მოახლოებას იგრძნობთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენმა პარტნიორმა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა მოგთხოვათ! თუმცა ყველაზე საინტერესო და დასაფასებელი, რაც ამ ტიპის მამაკაცს ახასიათებს, აქტის დროს ტემპის შენარჩუნება და თან ტელეფონზე საუბარია!

რეკორდსმენი

tumblr_mczqcxkfgL1qcg1nwo1_250

როგორც ვიცით, ეს ადამიანი მიზნის მიღწევასა და გინესის წიგნში მოხვედრაზეა ორიენტირებული. დღეს თუ თქვენ სამჯერ მიიღეთ ოგაზმი, ხვალ რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ზეგ თქვენი თავისგანაც გაგიკვირდებათ, მაგრამ აი მაზეგ, უკვე იმაზე იფიქრებთ თავს როგორ უშველოთ.

მაყურებელი

ის ფიქრობს, რომ მასთან აუცილებლად უნდა დაკავდეთ სექსით, თუ თქვენი ყურადღება დაიმსახურა. ამ ტიპის მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მასთან სექსი დაუვიწყარი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, ის გვერდიდან აკვირდება საკუთარ თავს და მისთვის პარტნიორი მეორე ხარისხოვანია. ის მაყურებელია, რომლისგანაც მხოლოდ ტაშის მოლოდინი თუ გექნებათ. შეიძლება გკითხოთ კიდევაც, თუ რამდენად კარგი იყო მასთან სექსი, თუმცა თქვენს აზრს არც კი მოუსმენს.

ილუზიონისტი

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ერთმანეთს კარგად გაუგეთ?! ის ხომ უწყინარი ილუზიონისტია, რომელიც ალბათ ყველა ქალს შეხვედრია. მას უყვარს საუბარი საკუთარ თავზე, თუ რამდენად სასურველი მამაკაცია და როგორ ოცნებობენ მანდილოსნები მასთან ურთიერთობაზე. სინამდვილეში თქვენ მის ილუზიაში ეხვევით და ფაქტის წინაშე რომ დადგებით, უკვე გვიან იქნება.

ცხოველი

სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ყველაზე საშიშ მამაკაცის ტიპთან გვაქვს საქმე. მისთვის სექსი მხოლოდ მოთხოვნილებისა და სიამოვნების დაკმაყოფილებაა. ნუ მოითხოვთ მისგან სერიოზულ და მგრძნობიარე ურთიერთობას! ამ ტიპის მამაკაცები ხშირად ტკენენ მანდილოსნებს გულს ისე, რომ ვერც კი ხვდებიან დანაშაულს. ნუ ელით მათგან ადამიანურ თვისებებს, მათ ხომ ცხოველური ინსტიქტები ამოძრავებთ. მათი გამოკვეთა სხვა მამაკაცებისგან, ძალიან ადვილია, ისინი ხშირად სვამენ, უხეშები არიან, უყვართ კატეგორიულობა და შორს არიან ჰიგიენისგან.

ჩამონათვალში არსებული კატეგორიები, მართლაც რომ გვხვდება ბუნებაში, თუმცა კონკრეტულად ამ ტიპის მამაკაცებისგან ცვლილებებს ნუ მოელით, ისინი არასდროს აღიარებენ თავიანთ მინუსებს! უბრალოდ რჩევის სახით გეტყვით, რომ დატოვოთ სცენა მანამ, სანამ თქვენმა პარტნიორმა ის ცირკის მოედნად აქცია!