ტექსტური შეტყობინებების, ტვიტების და ჩეთების გადამკიდე, გვავიწყდება, თუ როგორ დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის გამოხატვის უნარი ამ პირობებში დაქვეითებულია.

აი, რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოასწორო ეს ამბავი:

1. უთხარი მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან შენთვის

pre

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დარწმუნებული ხარ ვინმეს გრძნობებში, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თავს სასურველად გრძნობ. გიყვარდეს და უყვარდე ყველაზე დიდი ფენომენია ამქვეყნად და ამგვარადაც უნდა იქნას გამოხატული.

2. ღიად გამოხატე გრძნობები

love

მშობლებს, ალბათ, უთქვამთ შენთვის, რომ მთავარია არა ის, რას ამბობ, არამედ, ის, თუ როგორ ამბობ ამას. ეს შესაძლოა, სიმართლეს წარმოადგენდეს პროფესიულ გარემოში, მაგრამ როდესაც უახლოეს ურთიერთობებს ეხება საქმე, გამჭირვალობა სავალდებულო მოთხოვნაა.

გამოხატე ის, თუ რას გრძნობ ჭეშმარიტად. იგულისხმე რასაც ამბობ და თქვი, რასაც გულისხმობ. ურთიერთობა ორმხრივია, ორივე მონაწილემ უნდა ჩადოს თავისი წილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მხარე იტანჯება და ამ ყოველივეს შეგიძლია ურთიერთობის გარდა ყველაფერი უწოდო. გახსოვდეს, რომ ვისაც უყვარხარ, ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ და თუ მისთვის მართლა ძვირფასი ხარ, მაქსიმალურად ეცდება, გაგიგოს.

3. თქვი სიმართლე

iloveu

როგორც ერთმა ბრძენმა დაგვიბარა: “თქვი სიმართლე, რადგანაც, ის ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელიაო”. სიმართლის თქმა, განსაკუთრებით, როცა რამე გაწუხებს, ათავისუფლებს შენს გონებას მენტალური სტრესისგან. თუმცა, სიფრთიხლე გმართებს, რომ ასეთ დროს ზღვარს არ გადახვიდე და ვინმეს არ აწყენინო. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე.

მართალია, ზოგჯერ ჭეშმარიტება განსაკუთრებით მწარეა, მაგრამ მასშია შენი კომფორტისა და შინაგანი სიმშვიდის გარანტი.

4. დასვი გაცნობიერებული კითხვები და ყურადღებით უსმინე

Saq
ხშირად, არასათანადოდ ვაფასებთ კარგად გააზრებული კითხვებს და პასუხის მოსმენაზე კონცენტრირებულნი არც ვართ. თუმცა, ეს ზრუნვის გამოხატვის საუკეთესოს, ყველაზე ძლიერი ფორმაა – რომელსაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს შენი ცხოვრება. დააკვირდი, რომ საუბარს უსმინო არა მასზე პასუხის გაცემის მიზნით, არამედ, იმიტომ, რომ გაუგო იმ ადამიანს, ვინც რაღაცას გიზიარებს. ხშირად, პასუხი არც მოგეთხოვება. სმენის უნარი გულწრფელი დამოკიდებულების მაჩვენებელია თანამოსაუბრისათვის. (წაიკითხე The Mastery of Love.)

5.  იმეტყველე ქცევებით

presentქცევები ნებისმიერ ხმამაღალ საუბარზე უფრო ძლიერად მეტყველებს. თუ ვინმე გიყვარს, შესაბამისადაც უნდა იმოქმედო. მათ ექნებათ საშუალება დასკვნები გამოიტანონ შენი ქცევებიდან და მიხვდნენ, რამდენად გულწრფელი ხარ ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ მოიხდი ბოდიშს, თუ ქმედებით საპირისპიროს ეუბნები შენს გულისსწორს.

6. შეეხე

touch
შეხება მეტად დასამახსოვრებელია. ადამიანს უფრო დიდხანს მიჰყვება შენი შეგრძნება. ხანდახან, საკმარისია ხელჩაკიდებული სეირნობა. ზოგჯერ ჩახუტებას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე საათობით საუბარს. და რაც მთავარია, შეხებას შეუძლია დაგაძლევინოს უიმედო სიტუაციები და მოგანიჭოს ცხოვრების გაგრძელების ძალა. (წაიკითხე The 5 Love Languages).

და ბოლოს,

უამრავი გაღიზიანება და გულისტკივილი შეგიძლია აირიდო და ასევე, აარიდო შენს საყვარელ ადამიანებს იმით, რომ მათდამი გრძნობები და მხარდაჭერა გამოხატო. გამოიჩინე ძალისხმევა, გადადე გვერდზე ყველა საქმე და დააფასე ადამიანები, სანამ დროა და სანამ ჯერ კიდევ, შენ გვერდით არიან.