Home ურთიერთობები

“ყველა ურთიერთობას სჭირდება დავა ალაგ-ალაგ. მხოლოდ იმიტომ, რომ დამტკიცდეს – ის საკმარისად ძლიერია და გაუძლებს ყველაფერს.“ — ნიკოლას სპარკსი

ცხოვრების რაღაც ეტაპზე, აუცილებლად მოგვიკაკუნებს სერიოზული ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ძალიან ახლო მეგობრობა. ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს მას და როდესაც ეს ასე არ ხდება, ერთ-ერთი იტანჯება.

იმედია, შენ ასეთ მდგომარეობაში არ იმყოფები, მაგრამ თუ მაინც თვლი, რომ ურთიერთობებში არ გიმართლებს, უნდა ეცადო გამოასწორო რაღაც-რაღაცეები, კერძოდ:

1. მოიცილო სავარაუდო მოლოდინები, თუ როგორი უნდა იყოს „ის“

love and relationships (1)

ადამიანები იმიტომ კი არ გიყვარს, რომ სრულყოფილები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ისეთები, როგორებიც არიან. „სრულყოფილება“ – მომაკვდინებელი ფანტაზიაა, ის, რაც არასდროს იქნება, ამიტომ მორჩი ადამიანების გამოსწორების მცდელობებს, მათ „შეკეთება“ არ სჭირდებათ. ისინი სრულყოფილად არასრულყოფილები არიან, ზუსტად ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ.

მართალია, რაც უფრო ნაკლებს ელოდები ვიღაცისგან, მით უფრო ბედნიერი და წარმატებული იქნება მათთან თქვენი ურთიერთობა. აბსოლუტურად არავინ იმოქმედებს ისე, როგორც შენ იმედოვნებ და გგონია. მათ საკუთარი შეხედულებები და მსოფლმხედველობა აქვთ და პატივი ეცი პიროვნების გამოხატვის თავისუფლებებს. დარწმუნებული ვართ, არც შენ გესიამოვნება ვინმემ შენ ნაცვლად რომ მიიღოს გადაწყვეტილება.

2. მორჩე იმ ნაწილების სხვაში ძიებას, რაც თავად გაკლია

love and relationships (5)

ეს არასწორია. იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც თვლი, რომ შეუძლია შენი შევსება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისისთვის. დრო გავა და კვლავ ჩათვლი, რომ ისევ რაღაც გაკლია. ამ დროს პარტნიორს დააბრალებ, რომ შეიცვალა, სინამდვილეში, ის სულაც არ შეცვლილა, ისეთივეა, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო და ეს შენში უარეს გაღიზიანებას გამოიწვევს.

დაიმახსოვრე, იმ ნაწილებს, რომელიც გაკლია, ვერავინ შეგივსებს. უნდა ეცადო, საკუთარი ნაპრალები თავად ამოავსო.

3. აღმოფხვრა მწირი კომუნიკაცია

love and relationships (6)

შესაძლოა, არის რაღაც, რაც შენს მეგობარს, ან მეორე ნახევარს აწუხებს. რატომ არაფერს ეკითხები? გეშინია პასუხის? მერწმუნე, თუ გაჩუმდები, ცოტა ხანში შედეგი უფრო შეგაწუხებს.

კომუნიკაცია ურთიერთობის წარმატების პირდაპირპროპორციულია. თუ რამე გაწუხებს, უნდა ამოთქვა, სანამ მოთმინების ფიალა აივსება. თუ რამეს ელოდები თანამგზავრისგან, სჯობს, ამის შესახებ მას გარკვევით ესაუბრო.

ყოველთვის ახსენი შენი ქცევები და მიაწოდე ადამიანებს სათანადო ინფორმაცია, რათა გაგიგონ. უთხარი მათ, თუ რა გიყვარს და რას აფასებთ მათში. გადმოეცი, რაზე ფიქრობ და რა გესაჭიროება.

4. არ დააჯამო პატარა ტყუილები

love and relationships (2)

სიცრუე სულის კიბოს ჰგავს. ის მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს იქ, სადაც ფეხი ჰქონდა მოკიდებული. ტყუილების თქმით სხვებზე მეტად, საკუთარ თავს ვნებ.

თუ ვინმეს რამეს დაჰპირდები, შეასრულე. იგულისხმე, რასაც იტყვი. არ იცრუო. ეცადე, ყოველთვის თქვა სიმართლე. არ ეთამაშო სხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნები ნდობის ღირსი და მერე არც გაგიკვირდეს, როცა სხვების დამოკიდებულება შენდამი უარესისკენ შეიცვლება.

5. იყო მის გვერდით!

love and relationships (4)

ხანდახან, ბევრი არაფერი მოგეთხოვება, გარდა იმისა, რომ იყო იმ ადამიანის გვერდით, ვისაც სჭირდები. აქ არ იგულისხმება ფიზიკური თანყოფა. შესაძლოა, მეგობრის გვერდით იჯდე, მაგრამ გონებრივად სხვაგან დაფრინავდე. ის, ვისაც უჭირს, უნდა გრძნობდეს, რომ შენ იქ მისთვის ხარ, მიუხედავად იმისა, რა დროს დასჭირდება თანადგომა. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ შენი თავი სხვას უნდა „გაუზიარო“. წინ წამოწიე გრძნობები. მთელი ყურადღების კონცენტირება იმ ერთი ადამიანზე მოახდინე, ეცადე, მიხვდე, რას ნიშნავს მისი თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.

6. გახსოვდეს, ზოგიერთი ურთიერთობა თავიდანვე განწირულია

love and relationships (3)

არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ვერ დარჩებიან შენს ცხოვრებაში, რაც და როგორც უნდა ეცადო.

ისინი მიმოდიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ისურვებდი და გასწავლიან ისეთ რაღაცებს, რასაც ვერასდროს ისწავლიდი, ისინი რომ დიდი ხნით დარჩენილიყვნენ შენთან.

შეირგე მათი გაკვეთილი საჩუქრად და გადადგი ნაბიჯი მომავლისკენ!

4 კომენტარი to this post
  1. ”არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ვერ დარჩებიან შენს ცხოვრებაში, რაც და როგორც უნდა ეცადო.

    ისინი მიმოდიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ისურვებდი და გასწავლიან ისეთ რაღაცებს, რასაც ვერასდროს ისწავლიდი, ისინი რომ დიდი ხნით დარჩენილიყვნენ შენთან.

    შეირგე მათი გაკვეთილი საჩუქრად და გადადგი ნაბიჯი მომავლისკენ!”
    <<< ბოლო აბზაცმა განსაკუთრებით მომხიბლა)))))))

  2. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ვერ დარჩებიან შენს ცხოვრებაში, რაც და როგორც უნდა ეცადო.

    ისინი მიმოდიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ისურვებდი და გასწავლიან ისეთ რაღაცებს, რასაც ვერასდროს ისწავლიდი, ისინი რომ დიდი ხნით დარჩენილიყვნენ შენთან.

    შეირგე მათი გაკვეთილი საჩუქრად და გადადგი ნაბიჯი მომავლისკენ!
    !!!!!!!!!! minda rom es shevigno ((((

  3. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ვერ დარჩებიან შენს ცხოვრებაში, რაც და როგორც უნდა ეცადო.

    ისინი მიმოდიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ისურვებდი და გასწავლიან ისეთ რაღაცებს, რასაც ვერასდროს ისწავლიდი, ისინი რომ დიდი ხნით დარჩენილიყვნენ შენთან.

    შეირგე მათი გაკვეთილი საჩუქრად და გადადგი ნაბიჯი მომავლისკენ!
    neta es mec gavigo..

შენ რას იტყვი?