ვალენტინობის დღეს მარტო უნდა შეხვდეთ? შანსი არაა! მაგრამ თუკი ფაქტს ვერ გავექცევით, მაშინ რამდენიმე საინტერესო რჩევა თქვენთვის:

ასიამოვნე საკუთარ თავს

არა მაინდამაინც ეგ არ გაიფიქროთ. უბრალოდ ჰკითხე პესიმისტს ვალენტინობის დღის შესახებ და ის გეტყვის სრულ ჭეშმარიტებას. ეს არის დღესასწაული შექმნილი მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთი წაახალისონ სხვადასხვა საჩუქრებით და სიურპრიზებით. ზუსტად ამის გამო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ამ დღესასწაულზე საჩუქრების ჩუქებაა. ხოდა მერე რა თუ მარტო ხარ? ყველაზე საყვარელი ამქვეყნად მაინც საკუთარი თავია. ასიამოვნე მას. ჩაეწერე სალონში, გაიკეთე მოდური ვარცხნილობა და გაანებივრე საკუთარი თავი ძვირფასი სამოსით მოდური ბუტიკიდან ან კიდვ უფრო ძვირფასი სამკაულით. ამით მხოლოდ მოიგებ. კარგ განწყობას მაინც.

537305_221071034697177_175542987_n_large

ასიამოვნე სხვას

მაგალითად დედიკოს, მამიკოს, დაიკოს, საყვარელ ბიჭს რომელსაც მუდამ ხედავდი კფეში, როდესაც ის მარტო სადილობდა. ვინაიდან ვალენტინობის საჩუქარი (არარსებული შეყვარებულისთვის) არ გექნება საყიდელი, გამოიყენე დაზოგილი ფული რომ ასიამოვნო დანარჩენ საყვარელ ადამიანებს.

აღნიშნე დღესასწაული ყველა შემთხვევაში

ზოგიერთი ნეგატიურად განწყობილი მარტოხელა ადამიანი ატარებს ანტივალენტონობის კამპანიებს(აბა სხვა რა დარჩენიათ, მათ ხომ ვალენტინი არ ყავთ?!) მაგრამ არა შენ. პირიქით შეგიძლია მოაწყო მხიარული დღესასწაული შენს სახლში სადაც, მარტოხელა მეგობრებთან ერთად აღნიშნავ დღესასწაულს.

tumblr_lgmmf8V19U1qf76m1o1_500

ყველა შემთხვევაში

თუ მაინც ვერ ეგუები იმ ფაქტს, რომ მარტო ხარ და დღესასწაული, მხოლოდ შეყვარებულებისთვის გაღიზიანებს, მაშინ არავინ გიშლის მოაწყო ანტი-ვალენტინის დღისადმი მიძღვნილი წვეულება, სადაც წინა პუნქტის მსგავსად დაპატიჟებ შენს მარტოხელა მეგობრებს. რასაკვირველია ამ წვეულებაზე სრულიად უადგილო იქნება გულის ფორმის ბუშტები, შოკოლადები ან სასაჩუქრე ყუთები. უბრალოდ დალიეთ გათიშვამდე და დაივიწყეთ ვალენტინობის დღე შეყვარებულის გარეშე. ცხოვრება ისედაც მშვენიერია.

გაიცანი ვინმე

კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები ვალენტინობის დღესასწაულისთვის მოაწყობენ ათასგვარ ღონისძიებას, რათა მარტოხელა ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირონ. რატომაც არა? მოვაკლოთ პრობლემების გრძელ სიას ერთი, გავიცნოთ ახალი ადამიანი, დავუმეგობრდეთ, დავლიოთ და გავერთოთ მასთან ერთად.

კინომარათონი

თუ წინამდებარე პუნქტებიდან ვერცერთმა ვერ მოგხიბლა, მაშინ შეგიძლია მოძველებულ ხერხს მიმართო; გამოეწყო პიჟამაში და ჩაგორდე ლოგინში ლეპტოპთან ერთად. ანდა დაჯდე ტელევიზორის წინ და ბლომად შოკოლადი მიირთვა, თან რომანტიულ ფილმებს მიეძალო. თუ მაინცდამაინც ტირილის ხასიათზე ხარ, მოდი, კინოს ბანალურ ფინალზე იტირე და არა იმიტომ, რომ ამ წყეულ დღეს თავს სრულიად მარტო გრძნობ.

images