“არასაკმარისად კარგი” – მეგობრებისთვის, შეყვარებულისთვის, სამსახურისთვის…

ბევრი ურთიერთობა დასრულებულა საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო. გაქცევა მარტივია, გულისტკენამდე.

რა უნდა ჰქნა ასეთ დროს?

კარგი ურიერთობა იდეებისა და სასიამოვნო მომენტების ერთმანეთისთვის გაზიარებაა, ერთმანეთის დახმარებაა გაზრდაში როგორც სოციალურად, ისე ინდივიდუალურად.

სრულიად ბუნებრივი რეაქციაა დაქვეითდეს თვითშეფასება, როცა გღალატობენ, გატყუებენ, ასრულებენ ურთიერთობას.

და თუკი შენი მიმდინარე რომანი ჯერჯერობით კარგად ვითარდება:

1. მორჩი სხვისი აზრების წაკითხვის მცდელობას

mind

ურთიერთობაში გამოვლენილ პრობლემათა ძირითადი ნაწილის გამომწვევი მიზეზი ცუდი კომუნიკაციაა, რომელიც ასე თუ ისე, სხვისი აზრების წაკითხვის მცდელობისკენ გიბიძგებს. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ იციან, მათი პარტნიორები რას ფიქრობენ, სინამდვილეში კი – ცდებიან. ჯამში ეს ყველაფერი სტრესსა და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას იწვევს.

თუ პარტნიორი ჩუმადაა, არ გამოიტანო ნაადრევი დასკვნები, რომ მას რამე აქვს შენგან დასამალი და პირიქით, ეცადე, არც სხვას გაუჩნდეს შენი აზრების წაკითხვის სურვილი. ეს სასურველ შედეგამდე ვერ მიგიყვანს. თქვი, რისი თქმაც გსურს და იყავი გულწრფელი. მიაწოდე ადამიანებს საჭირო ინფორმაცია და როცა რამე გაინტერესებს – დასვი შეკითხვა. ეს ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა.

2. მორჩი სრულყოფილი ურთიერთობების ძიებას

fake

იმიტომ, რომ მთელს ცხოვრებას ძიებაში გაატარებ და დროს ტყუილად დაჰკარგავ – არავინაა სრულყოფილი. და თუ მაინც გგონია, რომ შენ თავად სრულყოფილება ხარ, შენი ადგილი მუზეუმშია. სამუზეუმო ექსპონატები რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოგადგება. ნუ გამოუთხრი შენს ურთიერთობებს საფუძველს, რომ შემდეგ თავზე არ ჩამოგეშალოს. მოეშვი ადამიანების გამოსწორების მცდელობას. თუ ვინმე ისეთი არააა, როგორიც გინდა რომ იყოს, ნუ წამოიწყებ ურთიერთობას, რადგან ადამიანები არ იცვლებიან საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. მიიღე ისეთი, როგორიც არის, ან დაივიწყე.

3. მორჩი ახლანდელი ურთიერთობის განსჯას ძველის მიხედვით

poisonგაიხსენე, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტული ადამიანი ვიღაცას გახსენებს წარსულიდან, ვიღაც ისეთს, ვინც ცუდად გექცეოდა. სამუწუხაროდ, ზოგიერთი პიროვნება სხვებს ასეთი რწმენების მიხედვით განსჯის. მხოლოდ იმიტომ, რომ ძველი შეყვარებული უხეში, აგრესიული, სინდის-ნამუს გარეცხილი ტიპი იყო, რომელმაც გული გატკინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ასე მოგექცევა.

აგრეთვე, თუ მიხვდები, რომ ყოფილისა და ახლანდელის ქცევებს ერთმანეთს ადარებ და უპირატესობას ძველს ანიჭებ, განშორება ჯერ კიდევ არ გაქვს გადახარშული, კვლავ გაქვს გრძნობები მის მიმართ, დაასტოპე ახალთან. ნუ იქნები უსამართლო მის და საკუთარი თავის მიმართ.

4. მორჩი არარსებული პრობლემის გამოგონებას

love

არსებობენ ნორმალური ადამიანები და ვარსებობთ ჩვენ – დრამის დედოფლები. ვიგონებთ ათას არარსებულ პრობლემას და ვახდენთ თვით-საბოტაჟს. თუ შენც გონებაში უარეს სცენარებს ავითარებ და “რაღაცები გელანდება” – დროა აზრზე მოხვიდე.

თუ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარა, ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობას იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ.

შემდეგ ჯერზე, როცა იგრძნობ, რომ სტრესის ქვეშ ხარ იმ პრობლემის გამო, რომელიც არ არსებობს, შეჩერდი, ჩაისუნთქე და უთხარი საკუთარ თავს, რომ “ეს პრობლემა მხოლოდ შენს გონებაში არსებობს”. იმის გარჩევა, თუ რომელია რეალური და გამოგონილი პრობლემა მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც საკუთარი თვითრწმენისა და შეფასების ამაღლებაში დაგეხმარება.

5. ნუ ფოკუსირდები ნეგატივზე

hiding

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არაფერია სრულყოფილი, განსაკუთრებით კი – ადამიანები და ურთიერთობები. თუ დღეს გგონია, რომ ის რაც შენს პარტნიორთან გაქვს, სრულყოფილია, ყოველთვის ასე ვერ იფიქრებ. თუმცა, ეს ყოველივე რეალური და უნიკალურია. ბედნიერების ხარისხის საზომი ამ არასრულყოფილებების შეწყნარების პირდაპირპროპორციულია. თუმცა, ყველა არ უნდა მიიღო შენს ცხოვრებაში, ვისაც შენთან ყოფნა სურს. მაგრამ, თუ ვინმესთან თავს ბედნიერად გრძნობდი და უცებ რაღაც კარგად არ მიდის, არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ურთიერთობაა უვარგისი და გასაწირი.

ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გსურს. ცხოვრება შავ-თეთრი არ არის. ამგვარი დასკვნების გაკეთება დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ახასიათებთ. დაინახე და შეიგრძენი, რომ ცხოვრება ფერადი და ჭრელია. დააფასე შენ გვერდით მყოფნი.