Home ურთიერთობები

რამდენიმე წელია, რაც სექსუალური ცხოვრება დაიწყე, მაგრამ სრულყოფილ ორგაზმს მაინც არ განიცდი? ხდება. თან ხშირად. სხვადასხვა მიზეზების გამო. აღზრდა, მენტალიტეტი, მამაკაცი. შეგვიძლია „დამნაშავის“ ძიება ასე უსასრულოდ გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი თამაშობს თავის მნიშვნელოვან როლს, მაგრამ დაფიქრებულხარ თუ არა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანე საკუთარი ორგაზმის პოვნაში თავად შენ?

ზევიდან სცადე, გვერდიდან კოვზის პოზაც. ალკოჰოლითაც გაიბრუე თავი (100 გრამი კარგი იდეაა ნამდვილად, მაგრამ არა მეტი). ინტერნეტშიც ეძებე მასალა და სავარაუდოდ წააწყდებოდი კიდევაც ორგაზმის გამაძლიერებელ კრემებსაც. მაგრამ შედეგი 0?

(სხვათაშორის, ეს თუ გიცდია? ;)

მოდი, სამ საიდუმლოს გაგიზიარებ, თუ როგორ შეძლებ, იპოვო ის, რაზეც ყველა ლაპარაკობს, ყველას უნდა ფარულად თუ აშკარად, რაც ტაბუდ აღიქმება და ხითხითით, მაგრამ უდიდესი ინტერესით განიხილება.

როგორ მივაღწიოთ ორგაზმს?

1. შეიყვარე საკუთარი თავი

tumblr_m2c3ezPFKF1qeg3kio1_500_large

პირველი და ალბათ უმთავრესი საიდუმლო მდგომარეობს საკუთარი თავის შეყვარებაში. მთლიანად. უპირობოდ. ყოველი ნაკლითა თუ ღირსებით. ამ გზით მოიშორებ ყოველგვარ კომპლექს საკუთარი თავის წინაშე და შესაბამისად პარტნიორის პირისპირ თავისუფლად იქნები. შეიყვარე საკუთარი თავი და არ იფიქრებ იმაზე, რომ მზის/ნათურის/სანთლის შუქზე შენი ზედმეტი წონა/ნაიარევი სხეულზე/თუ სხვა ცუდად გამოჩნდება და შენს პარტიორს სურვილი გაუქრება. საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთად, როგორიც ხარ. დადექი სარკის წინ, შეისწავლე შენი სხეულის თითოეული ნაწილი და შეიყვარე ის. სარკის წინაშე უნდა მოიხსნა ყოველგვარი სიმორცხვე. საკუთარ თავთან უნდა გაიხსნა და ამ გზით შეძლებ შეიყვარო შენი სხეული.

2. აღმოაჩინე საკუთარი თავი

masturbation

ორგაზმისკენ მიმავალ გზაზე მეორე საიდუმლო მდგობარეობს საკუთარი თავის „აღმოჩენაში“. ალბათ უკვე ნაპოვნი გექნება საკუთარი კლიტორი, როგორც თავად, ასევე პარტნიორსაც. ზუსტად ასევე თვითონვე შეგიძლია აღმოაჩინო შენი ჯი-სპოტი. უამრავი სტატია და დასურათება დევს ინტერნეტში, თუ სად მდებარეობს ზუსტად ეს წერტილი. იმოქმედე. დაუთმე საკუთარ თავს დრო. გაიხსენი, მოიხსენი დაძაბულობა და სიმორცხვე.

ერთხელ უკვე სცადე და მაშინვე არ გამოგივიდა? დამშვიდდი, თუ დროის გასვლა გჭირდება, გავიდეს. მაგრამ არ ჩაიქნიო ხელი. სცადე აუცილებლად კიდევ და კიდევ.

P.S. საკუთარი თავის აღმოჩენაში ძალიან დაგეხმარება სხვადასხვა ინტიმური „სათამაშო“.

3. გააკაჟე საკუთარი თავი

Downward-Facing-Dog

და ბოლოს, მესამე საიდუმლო – გააკაჟე თავი, გააძლიერე შენი ფიზიკური ძალები, დაკავდი იოგათი, ფიტნესით, იარე აუზზე – აირჩიე ის ფიზიკური აქტივობა, რომელიც შენთვის მოსახერხებელია. ამ გზით გააძლიერებ კუნთებს და სქესობრივი აქტის დროს სწრაფად არ დაიღლები. უფრო მეტად მოახერხებ აქტსა და შენს თავზე, შენს ემოციებზე, შენს შეგრძნებებზე კონცენტრირებას. არ იფიქრებ იმაზე, რომ დაღლილობის გამო პოზა შეცვალო. ვარჯიში მოგცემს მეტ თავდაჯერებულობას, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უფრო კარგ ფორმაში ჩადგები. ვარჯიში მოგცემს მეტ ენერგიასა და ხალისს.

 

ასე რომ, საკუთარი ბედნიერი ორგაზმი ჩვენსავე ხელებშია. ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია მონდომება. არასოდეს ჩაიქნიო ხელი ცხოვრებაში, იმის მისაღწევად, რაც ძალიან და გულით გინდა.

გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და აუცილებლად გაგვიზიარე შედეგები ;)

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?