Home ურთიერთობები

თაიგული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარია პატარძლისთვის. ყველამ ვიცით ისტორია: დღესასწაულის ბოლოს პატარძალი ისვრის თაიგულს და იღბლიანია ის ადამიანი, ვინც მას დაიჭერს. ტრადიციული საპატარძლო თაიგულები ძირითადად ვარდებისგან და ორქიდეებისგან შედგება, მაგრამ გვსურს შემოგთავაზოთ 25 არატრადიციული თაიგული თანამედროვე პატარძლისთვის.

001

1. ეს თაიგული არა მხოლოდ ლამაზია, არამედ დიდხანსაც ძლებს

შექმენი ტერარიუმი, რათა ყოველ დღე შეახსენო საკუთარ თავს ეს დიდი დღე.

2. ბამბის ბურთულები

დაივიწყე მისი გამოყენება მხოლოდ მაკიაჟის მოსაცილებლად. დღეიდან ბამბის ბურთები თაიგულისთვისაც გამოიყენება.

3. ქვირითის მარცვლის და ჯიფსოფილას (baby’s breath, Качим) კომბინაცია

3

4. სვია

ეს თაიგული მათთვისაა, ვისაც ხელნაკეთობები მოსწონს. სვიით და სხვადასხვა მცენარით გაფორმებული ცოცხალი თაიგული.

4

5. პეპელა

თემატურია საგაზაფხულო ქორწილისთვის, სტუმრები გაოცებულები დარჩებიან შენი ხელნაკეთი თაიგულით.

5

6. კოკა-კოლას ქილები

თანამედროვე შედევრი კოკა-კოლას თუნუქის ქილებით. მათთვის, ვინც მზადაა ქორწილის მთავარ ნაწილად გახადოს კოკა-კოლა.

6

7. ზღვის ნიჟარები

გიჟდები ზღვაზე? მოაწყვე რომანტიკული გასეირნება სანაპიროზე შენს რჩეულთან ერთად და  შეაგროვე ნიჟარები თაიგულისთვის.

7

8. ორიგამი

იაპონიაში ამბობენ, რომ ათას ორიგამს ბედნიერება მოაქვს. ვფიქრობთ, ათასი ყავილის ორიგამიც ბენიერების მომტანია.

8

9. მორთული ქაღალდი

მორთული დაკეცილი ქაღალდის ყვავილები ლამაზი ორნამენტებით და ფერებით.

9

10. ქაღალდის ვარდები

ელეგანტური, განსაკუთრებული და ადვილად შესანახი.

10

11. ნაქსოვი

თუ ხარ პატარძალი, რომელსაც ყვავილის ორნამენტების მოქსოვა შეუძლია, მაშინ ეს საუკეთესო თაიგულია შენთვის.

11

12. თექა

თექის ბურთულები ზღაპრულ ელფერს მისცემს შენს ქორწილს.

12

13. ძაფის ბურთები

ყავილების და ძაფის ბურთების ერთობლიობა მეტად საინტერესო კომპოზიციას ქმნის.

13

14. ნათურები

ნათურებით ან შუშის ბურთებით შექმენი საინტერესო საახალწლო თაიგული.

14

15. მეტალი

ზამთრისთვის შესაფერისი ცივი ლითონების ან ვერცხლისგან შემდგარი თაიგული, შესაფერისია ქორწილისთვის, რომლის თემა შესაძლოა ცისფერი ფერი იყოს.

15

16. პოპ-არტი

Baby’s breath (Качим) შენი გულიკენ მიმავალი გასაღებებით და ვარდებით.

16

17. არტიშოკი

დახვეწილი, გამორჩეული თაიგული მინდვრის ყვავილებით და ვარდებით.

17

18. ბოსტნეულის გვირგვინი

სხვაგან სად შეიძლება ატარო გვირგვინი? ორიგინალურია გვირგვინი ყვავილებით და ბოსტნეულით გაზაფხულის ქორწილისთვის.

18

19.  ლიმონი

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი თაიგული და არა იმიტომ, რომ თაიგულში ლიმონია, არამედ იმიტომ, რომ ეს ლიმონი სულაც არ არის ნამდვილი, იგი შაქრისგანაა დამზადებული. ასევე არც ეს ყვავილებია ნამდვილი, ისინიც შაქარყინულისგან არის დამზადებული.

19

20. მწვანილი

ადვილი და ნაზი, როზმარინით და სალბით გაფორმებული თეთრი პიონები.

20

21. ახალი ბოსტნეული

გააოცე გარშემომყოფები ვეგეტარიანული თაიგულით.

21

22. მაგნოლია

იყავი გამორჩეული მხოლოდ ერთი მოზრდილი მაგნოლიით.

22

23. კრისტალი

კრისტალის თოვლის ფიფქი შენს ბედნიერ დღეს ნამდვილ ფერიად გადაგაქცევს.

23

24. ბამბის ნაყინი

თუ ბამბის ნაყინის მოყვარული ხარ, ან გსურს შენს ქორწილში ტკბილეულის დედოფალი იყო, მაშინ თაიგულის ეს იდეა სწორედ შენთვისაა – გამორჩეული, ტკბილი და ორიგინალური.

24

25. ბუმბული

გიზიდავს ჯადოსნობა? შენი ოცნებაა ერთხელ მაინც იგრძნო თავი ფერიად? ან თუნდაც შენი ქორწილის თემაა ზღაპრული სამყარო? ნებისმიერ ამ თემას მოუხდება ეს ზღაპრული აქსესუარი, რომელიც თაიგულის მაგივრობას გაგიწევს.

25

24 კომენტარი to this post
  1. ვაიმე ბამბის ნაყინი რა მაგარია! :) ადგილ-ადგილ რომ შემოგეჭმევა. ტკბილეულის დედოფლობაც მიმზიდველად ჟღერს :)

  2. არა არ იყიდება მაგრამ შეგიძლია რომელიმე თაიგულის მაღაზიას შეუკვეთო ან შენით გააკეთო ასეთი

  3. პეპლები ძალიან მომეწონაა <3 ისე, ბევრი ორიგინალური თაიგულია. მიყვარს განსხვავებული რამეები. მადლობა ავტორს

შენ რას იტყვი?