გაინტერესებს, რით განსხვავდები სქესის გარდა მამაკაცისგან? ეს ძალიან მარტივი და სახალისო სტატისტიკა ნამდვილად დაგეხმარება ამის გაგებაში.

  1.  მამაკაცთა საშუალო სიმაღლე 1.77 სმ-ია, ქალები დაახლოებით 12 სანტიმეტრით დაბლები ვართ :)
  2. თეძოს გარშემოწერილობა ქალებში დაახლოებით 1, 00 მეტრია, რაც მამაკაცების საშუალო მაჩვენებელს   8 სანტიმეტრით უსწრებს.
  3. საშუალო აგებულების მამაკაცი 78 კილოგრამს იწონის, ქალი-13 კილოგრამით ნაკლებს.
  4. თურმე ქალებს 78%-ით მეტი აქვთ დაბრმავების პერსპექტივა.
  5. მამაკაცები 2.7 ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავტომოობილო ავარიებში და ამის მერეც ჩვენ გვაბრალებენ, ცუდი მძღოლები ხართო.
  6. მამრები 4-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან დაავადებებით, რომლებიც მოწევასთანაა კავშირში.
  7. ქალებს 3-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ შაკიკი, ვიდრე კაცებს.
  8. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქალები უფრო მეტად იღუპებიან გულის შეტევიდან 1 წელიწადის განმავლობაში.
  9. იუნესკოს მონაცემებით, განათლების დაბალი დონის მქონე 781 მილიონი ადამიანიდან 64% ქალია.
  10. 103 500 000 ბავშვიდან, რომლებიც არ დადიან სკოლაში, 57% გოგონაა.
  11. მსოფლიოს პარლამენტების მანდატების 84%-ს მამაკაცები ფლობენ.
  12. მამაკაცები 4-ჯერ უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტგაცნობის საიტებს, ასე რომ ქმარი თუ სახლშია და კომპიუტერს უზის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არავისთან გღალატობს.
  13. მიუხედავად იმისა, რომ ტელეწამყვანთა 58%  ქალია, ეთერში თემების მხოლოდ 21% ეთმობა ქალებისთვის საინტერესო საკითხებს.
  14. მიუხედავად იმისა, რომ უსახლკაროთა 70 % კაცია, ქალ უსახლკაროებს 76 % -თ უფრო მეტად უმართლებთ  თავშესაფრის პოვნაში, როცა მამაკაცების შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 68%-ია.
  15. ქალის ორგანიზმში უფრო ნაკლები წყალია, ვიდრე მამაკაცისაში. საშუალო ასაკის ქალის ორგანიზმი შეიცავს 52% წყალს, იგივე ასაკის და წონის მამაკაცი კი 61 %-ს. ეს იმასაც ნიშნავს,  რომ მამაკაცის ორგანიზმში ალკოჰოლი უფრო მალე განზავდება, ვიდრე ქალის ორგანიზმში. შედეგად ჩვენ, ქალები უფრო მეტად და დიდი ხნითაც ვთვრებით.
  16. კომპიუტერი, რომელიც მამრის მფლობელობაშია, 21%-ით უფრო მეტად ზარალდება ვირუსებისაგან.
  17. მამაკაცები ქალებზე ჭკვიანები არიან. მათი IQ ჩვენსას საშუალოდ 5 ერთეულით აღემატებაო, გვეუბნება სტატისტიკა, მაგრამ მე პირადად არ მჯერა.  :)
  18. ნებრასკის შტატის უნივერსიტეტის კვლევით კოლეჯის სტუდენტ მამკაცთაგან 45, 2 % -ს აწუხებს ზედმეტი წონა, ქალებში ეს მაჩვენებელი 13, 9 %-ია. ამის მიუხედავად, ქალების 57,4%-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ დასაკლები ზედმეტი წონა, მამაკაცებში კი ეს მხოლოდ 28,6-მა პროცენტმა “აღიარა”.
  19. კაცები 3-ჯერ უფრო ხშირად იკალვენ თავს, ვიდრე ქალები.
  20. კაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად ასულელებენ ინტერნეტით, ვიდრე ქალებს.