ვალენტინობის მარტო შეხვედრა სულაც არ არის ტრაგედია. შეგიძლია, სადმე მყუდროდ მოკალათდე ფინჯანი ყავით და ბევრად უკეთ იგრძნო თავი, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად. რატომ?

1. კარგი ყავა სიყვარულზე გემრიელია

შეგიძლია აღწერო როგორი გემო აქვს სიყვარულს? სამაგიეროდ, ერთი ფინჯანი გემრიელი ყავის შესახებ ყველას შეგიძლია უამბო და მეგობრებიც წაიყვანო მის გასასინჯად.

2. ყავა გათბობის საუკეთესო საშუალებაა

თბილი ფინჯნით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაითბო ხელები ისე, რომ ამას არავინ გააპროტესტებს და არავინ გეტყვის “აუ, რა ცივი ხელები გაქვს. გაწიე.”

3. ყავა ენერგიით გავსებს

სხვა არავინ და არაფერი შეიცავს ამ დოზით კოფეინს.

4. ყავის სურნელი

დაივიწყე დეოდორანტის, ოდეკოლონის ან პარფიუმერული წყლის სურნელი. ზოგიერთი მათგანი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ადამიანზე გიცვლის შთაბეჭდილებას. ყავის სურნელი კი ყოველთვის არომატულია.

5. ყავა არასოდეს გაგიფუჭებს დილას

პირიქით, დილით ერთი ფინჯანი ყავა სასიამოვნო დღის გარანტიაა.

6. ყავა ყოველთვის შენთანაა

სადაც უნდა იყო, ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი მომზადება ან კაფეში დალევა.

7. ყავა გხდის ბედნიერს

სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია.

8. ყავა მუდამ საინტერესოა

მოგბეზრდა თურქული ყავა? ახლა მოკა სცადე, კაპუჩინო ან ირლანდიური ყავა. არსებობს ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი, რაც შესაბამისად სურნელსაც ცვლის. შეგიძლია, საკუთარი რეცეპტი შეიმუშავო და სრულიად ახალი ყავა აღმოაჩინო.

9. ყავას გამოჰყავხარ სტრესული მდგომარეობიდან

სეულის უნივერსტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მძინარე და ენერგია მოკლებულ თაგვებზე. ყავის სურნელზე ისინი ერთბაშად ფხიზლდებოდნენ და ენერგიულები ხდებოდნენ.

10. ყავა საუკეთესო კომპანიონია

ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლია აკეთო, რაც გინდა ან სულაც დატკბე მარტოობით და იყო სასიამოვნო განწყობაზე.