Home მნიშვნელოვანი

ქუჩაში ნებისმერი ქალი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გამხდარა თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მხსვერპლი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებთ.

ბევრ მამაკაცს სასაცილოდაც არ ყოფნის, თუმცა გადაჭედილი ტრანსპორტი, ჩხუბი და ხელების ფათური  უკვე ყოველდღიურობადაც კი იქცა: როცა სასწავლებელში, სამსახურში, შეხვედრაზე გაგვიანდება და სავსე ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა გიწევს, ასეთ სიტუაციას ვერსად წაუხვალ…

ფსიქოლოგების აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საუკეთესო პირობებს ქმნის ისეთი სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ფროტერიზმით არიან დაავადებულნი.

ფროტერიზმი –საკუთარი ორგანიზმის სხვა ადამიანთან შეხების გზით სიამოვნების მიღებაა. სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას მიიღწევა.

დაავადება ყველა ასაკის მამკაცებში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა, უმეტეს წილად მოხუცებსა და მოზარდებში, რომლებსაც არ შეუძლიათ, დაკმაყოფილდნენ ბუნებრივად ობიექტის მიუწვდომლობის გამო, რასაც სხვადასხვა პრობლემა განაპირობებს. სწორედ ამის გამოა ფროტერიზმით დაავადებულთა უმეტესობა მოზარდი ან ხანშიშესული მამაკაცი.

იშვიათ შემთხვევაში გვხვდებიან “სტაჟიანი” ფროტერისტებიც, რომელთათვისაც ასეთი სახის ფეტიშიზმი დაკმაყოფილების საუკეთესო ფორმაა… თუმცა მათი ასეთი ქცევის გამო ბევრი ქალი იჩაგრება და მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტიც ხდება.

როგორია სტანდარტული სიტუაცია?

ტრანსპორტში, რიგში, ლიფტში, ექსკავატორზე ან სადმე, ხალხმრავალ ადგილას მიმზიდველ, სიმპატიურ გოგონასთან აღმოჩნდება რესპექტაბელური, ხანშიშესული მამაკაცი ან მოზარდი, რომელიც ცდილობს, სასქესო ორგანოებით “მსხვერპლს” ინტიმურ ადგილებზე შეეხოს. თუ ამ დროს მოძალადეს დააკვიდრები, მის სახეზე ვერაფერს შეამჩნევ და, ერთი შეხედვით, უდანაშაულოდაც კი შეიძლება მოგეჩვენოს; სწორედ ამის გამოა ხშირად, რომ მსხვერპლს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს, გარშემომყოფები არ უჯერებენ.

ფროტერიზმით დაავადებულის ქმედება შეიძლება უბრალოდ ხელების ფათურით შემოიფარგლოს ან მასტურბაციითაც კი დასრულდეს. მსხვერპლი შეიძლება იყოს ახალგაზრდა გოგონაც, ასაკოვანი ქალიც და მამაკაციც კი, იმისდა მიხედვით, როგორია ფროტერის გემოვნება. ალბათ, დამეთანხმებით, არც ერთ შემთხვევაში არავინ რჩება კმაყოფილი და მოგებული, გარდა მოძალადისა.

სტატისტიკა გვამცნობს, რომ მამაკაცთა 25 % სხვადასხვა ასაკში ფროტერიზმის შემოტევას განიცდის. ფროტერიზმმა შეიძლება რამოდენიმე წელსაც გასტანოს. პიკი, როგორც წესი, 22-23 წლის ასაკია. შემოტევა 7 წლამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს უკვალოდ გაქრეს.

როგორ ვიცნოთ ფროტერი?

ფროტერი ტრანსპორტში ისე, უბრალოდ არ ადის. ის უმეტესად მსხვერპლს მიჰყვება. ასე, რომ თუ მამაკაცის დაჟინებულ მზერას გრძნობ, რომელიც ტრანსპორტში გამოგყვა ან “აგეკიდა”, სავარაუდოდ ფროტერის პოტენციური მსხვერპლი გახდი.

ხშირად ასეთი ადამიანებს კარგად აცვიათ და ქოლგას, ჩანთას, პიჯაკს ან პარკს ატარებენ თან იმის სათქმელად, რომ ის თავად კი არ შეგეხოთ, არამედ შემთხვევით ქოლგა მოგხვდათ და ა.შ. ბრბოში კი ძნელია, გაერკვე…

როგორ მოვიქცეთ?

მოძალადე, როგორც წესი, მსხვერპლის რეაქციას ელის და რაც უფრო მწვავეა ის, მით მეტია მიღებული სიამოვნება. შესაძლებელია, ფროტერმა შენვე დაგადანაშაულოს. საუკეთესო გამოსავალი თავის ხელში აყვანა, პირველივე უსიამოვნო ჟესტის შეგრძნებისას სხვა მხარეს გადადგილება და შესაძლებლობის შემთხვევაში დახმარების მოხმობაა. თუ ფროტერს დაუთმობ და არაფერს მოიმოქმედებ, ის ჩათვლის, რომ მისი ქცევა მოგწონს და მისი ქცევა შეიძლება სულაც არ შემოიფარგლოს უბრალო ხელების ფათურით.

არ დარჩე უმოქმედოდ. არ დაივიწყო, რომ ასეთმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, რადგანაც შენ ერთადერთი ქალი არ ხარ, ვისაც ის დააზარალებს და უმრავლესობისგან განსხვავებით, შეგიძლია, აღკვეთო მისი ქმედება. საუკეთესო შემთხვევა იქნება, თუ მოწმეც გყავს, რომელიც დაადასტურებს ფროტერის ქცევას.

როგორ ავირიდოთ ფროტერი?

  • ეცადე, ტრანსპორტში ისეთი ადგილი დაიკავო, სადაც ნაკლები ხალხი დგას, ფროტერისტის აზრით, თუ ქალი არ გადაინაცვლებს უფრო თავისუფალი ადგილისკენ ტრანსპორტში, ისე იგი, მასაც სურს ფროტერთან ურთიერთობა.
  • ფროტერის ფეტიშიზმის საგანი მკერდი, უკანალი და ფეხებია; ნებისმიერი გამომწვევი სამოსი და ქცევა იგივეა, რაც მაგნიტი პროფესიონალი ფროტერისთვის.
  • ნუ დაიძინებთ ტრანსპორტში და ნუ მიართმევთ ლანგრით თქვენს თავს მოძალადეს.
  • ერთ-ერთი ფორუმის მკითხველის რეკომენდაცია ინგლისური ქინძისთავის, “ბულავკის” გამოყენებაც იყო; ვერ გეტყვით, რამდენად მუშაობს, თუმცა, თუ ხელთ გექნებათ, გამოიყენეთ. :)

და ბოლოს:

ნუ შეგრცხვება იმის, თუ ფროტერს სათანადო პასუხს ვერ გასცემ. ასეთი რამ ხშირად ხდება. ქალების უმრავლესობას ეშინია, ვერ ბედავს,  ფროტერს სათანადოდ უპასუხოს. ეცადე, მომავალში, ანალოგიურ სიტუაციაში არ დაიბნე და გემრიელი ლუკმა აღარ აღმოჩნდე მოძალადისთვის. გახსოვდეს, რომ თავის დაცვა ყოველთვის შეგიძლია!

შეგიძლიათ, უპასუხოთ შეკითხვებს. გამოკითხვა ანონიმურია:

გამხდარხართ ფროტერის მსხვერპლი?

View Results

Loading ... Loading ...

როგორ იქცევით, თუ გრძნობთ, რომ ფროტერის მსხვერპლი ხართ?

View Results

Loading ... Loading ...

 

12 კომენტარი to this post
  1. სხვა -ვუთითებ კომენტარებში. საბედნიეროდ მსხვერპლი არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ პირველივე მცდელობისთანავე ისეთი წიხლი მოხვდება ფეხებშუა სამუდამო იმპოტენცია გარანტირებული ექნება.

  2. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლდნენ და თითქოს უფრო გათამამდნენ :((( პატარა გოგონები შეიძლება დაიბნენ ან შერცხვეთ, თორემ სხვები კი მოახერხებენ საკადრისი პასუხის გაცემას

  3. მართალია ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდნენ, მაგრამ უმეტესად მე რასაც ვაკვირდები ასაკოვანი ხალხი არის დაახლოებით 65 წელს გადაცილებულები, რამოდენიმეჯერ აპირებდა ერთი-ორი მოხუცი აკიდებას ტრანსპორტში, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე რომ მიხვდა თავის დანებება ჯობდა. მერე ალბათ სხვას აეკიდებოდა. ამაზე მეც ვაპირებდი ადრე სტატიის დაწერას და თავი ვეღარ მოვაბი. ძალიან კარგია რომ დაწერეთ.

  4. მე კიდევ ბოლო პერიოდში აღარ შემხვედრიან, თორემ ადრე მაგათზე მეტი რა იყო, ან ბოლო დროს მსგავს ადგილებში აღარ აღმოვჩენილვარ საბედნიეროდ, საშინელებაა ეგ ფროტერები და მეორე ექსჰიბიციონისტები, რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, ძირითადად მოზარდობისას, ერთი მახსოვს განსაკუთრებით კარგად თითქმის ჩემი ასაკის იყო, მერე არაერთხელ შევხვდი არა ტრანსპორტში, თითქმის ერთად ვმუშაობდით, დღემდე ზიზღს იწვევს, შედარებით ადრეულ ასაკში ღიად გამოვხატავდი ამ ზიზღს, დღეს ასე მკვეთრად აღარ გამოვხატავ, უბრალოდ ვიცი მის გვერდით ბავშვს არ გავაჭაჭანებ და არც მე გავჭაწანდები :))) არა და დღესდრეობით ეგ ტიპი საკმაოდ რესპექტაბელურია, ისე რა კომპრომატია არა რომ დაფიქრდე? :))))))

  5. ესეიგი მე მეგონა მსგავსი რაღაცეები მარტო მე მემართებოდა და ცოტა არ იყოს დავმშვიდდი რომ თურმე ასეთებიც ხდება… სულ მეგონა რომ მეჩვენებოდა და ხმას ვერ ვიღებდი… ახლა კიდე აბა გამიბედოს ვინმემ რამე სულ ჩანთას ვურტყამ თავში…

  6. erti tqmit advilia gogoebo pegebshua mushti da ase shemdeg,mec ese vpiqrobdi magram rom gaixedav ukan da beberi rom dagxvdeba mere imasac ki piqrob rom mogechvenaa.bichebs albat martlac gaecinebatt,chven kide ra dgeshi vart,avtobusshic ver avsulvar,dametanxmebian gogoebi ;( :@

  7. momvraldnen eg nadzirlebi :@ sashineli ambebi gamigia da mec gadaveyare ertxel maset idiots. xelic ki shemovartyi da xmamagla vuyvirodi. chemi azrit xalxma aucileblad unda moaxdinos amaze reagireba. chveulebrivi danashaulia esec

  8. უნივერსიტეტის პერიოდში იმდენად ნორმალური მოვლენა იყო ეს, რომ თუ არავინ მეხებოდა, გაკვირვებული ვიყურებოდი გარშემო, დღეს სად არიანთქო :))
    და მხოლოდ მამაკაცებზეც ვერ იტყვით, ქალიც ბევრი შემხვედრია ეგეთი. განსაკუთრებით ერთი მოხუცი ქალი მახსოვს, რომელიც ცარიელ ადგილებსაც არ ერიდებოდა და თავისი სქესი და ასაკი იყო მისი ალიბი, რომ მსგავს არაფერს იკადრებდა და ვერც ვერავინ ადანაშაულებდა…

  9. chems axlobels daemarta liptshi sheyva vigac da dauwyo faturi tan gamoxata rasac aketebda ortan qna ase daqalebtan da mainteresebs tua sashishi ?sheidzlba tu ara erti daigive adamiantan daamyaros orjer an metjer aseti kavshiri

შენ რას იტყვი?