მოგეხსენებათ სტერეოტიპულად ”ქალი საჭესთან” საგინებელი სიტყვათა შეთანხმება უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი რეალობის ამსახველი.

მიუხედავად კაცების უკმაყოფილებისა, ქალები უფრო და უფრო მრავლად გვხვდება მანქანის საჭესთან, შესაბამისად ჩამოყალიბდა რაღაც წარმოდგენები ქალი მძღოლების ტიპაჟებთან დაკავშირებით. მოდით რამოდენიმე მათგანი განვიხილოთ.

ბიზნეს ლედი

ეს ისეთი ტიპია, რომელიც ავტო-მაჩოსაც კი აკომპლექსებს. საქმიანი ქალი ძალიან ძვირფასი ავტომობილით.  ის ძალიან კარგად ერკვევა ბიზნესის მართვაში, ამასთანავე იმდენად ნიჭიერი და ძლიერია , რომ მანქანასაც ბევრ კაცზე უკეთ მართავს და მათ ზემოდანაც უყურებს.

ძლიერი მხარეები: ანალიზს უკეთებს მოვლენებს გზაზე, ძალიან იშვიათად ხვდება ავარიულ სიტუაციებში, დარწმუნებულია საკუთარ თავში და სისულელეების გარეშე ახდენს გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით – კაცები ვერც კი ხვდებიან თუ საჭესთან ქალია.

სუსტი მხარეები: შუქნიშანზე არ იყურება გვერდით მდგომი ავტომობილებისაკენ, შესაბამისად საგზაო ფლირტი და თვალის ჩაკვრა აბსოლუტურად უშედეგოა, შუქნიშანი უფრო აქტიურად გიპასუხებთ ”გამოწვევაზე” ვიდრე ამ ტიპის ქალბატონი.

ასეთი ქალები შეიძლება შენიშნოთ შემდეგი მარკის ავტომობილებში: Mercedes-Benz სერია С ან E,  BMW, Audi A4 ან А6, Volkswagen Passat,  Mazda6, Toyota Camry.

ახალბედა – გოგოშკა

ეს ზუსტად ის კატეგორიაა, რომელზეც დადის ათასნაირი ლეგენდები, ხუმრობები და ზოგჯერ ბრაზიანი გამოხმაურებებიც კი არის ხოლმე.

ასეთი ქალბატონები იმდენად მორიდებულები და რაღაცნაირად თავმდაბლები არიან, რომ მათი ტარების დონე ძალიან ნელა იწევს მაღლა, შესაბამისად ამ ქვეჯგუფში 10-15 წლის სტაჟის მქონე ქალი მძღოლებიც არიან. ისინი უცნაურად ახერხებენ საცობში მანქანებს შორის გაძრომას, საწყალი თვალებით უყურებენ გვერდით მანქანაში მყოფს და ბოლოს ყველა ეგუება, რომ მას არაფერი ეშველება.

ძლიერი მხარეები: სასიამოვნო და მოვლილი იერი, ექვემდებარება საგზაო ფლირტს (შუქნიშნის შესახებ ნახსენები სიტუაცია ზედა პუნქტში), პიპინით არ იკლებს არემარეს თუ უკანა მხრიდან ფარებს აუნთებთ.

სუსტი მხარეები: საგზაო ფლირტის დროს ვეღარ ამჩნევს მწვანე შუქს, არ ესმის უკან მდგომი მანქანების საყვირის ხმები, შეიძლება ვერ მიხვდეს ფარების ციმციმს საპირისპირო მხარეს მოსიარულე მანქანისგან – მაშინაც კი თუ შორს მანათი ფარები აქვს ჩართული დატვირთულ მოძრაობაში.

ასეთი ქალები შეიძლება შენიშნოთ შემდეგი მარკის ავტომობილებში: Opel Corsa, Ford  Fusion, Daewoo Matiz,  Peugeot 107 ან 207, Renault Clio, Fiat Punto.

სასოწარკვეთილი დიასახლისი

ის იმდენად შეუჩნეველია რომ ფაქტიურად ვეღარც  კი ამჩნევს მათ ვინმე გზაზე. შესაძლოა თქვენ შეიხედოთ კიდეც მის სალონში და გაიფიქროთ: ”რა უცნაური ვარცხნილობიანი კაცია, რა სჭირს ნეტავ?”

მის უკანა შუშაზე თავს იწონებს უკვე საკმაოდ გაცრეცილი სტიკერი ”ბავშვია მანქანაში”, ხოლო მისი მანქანა არასოდეს არ ჩნდება უკიდურეს მარცხენა ზოლში.

თუ თქვენ ასეთ ქალბატონს შეხვდით ეცადეთ არ დაუპიპინოთ, არ გააკეთოთ ახლოს მკვეთრი მოძრაობები, მისი გადაღლილი გონება შეიძლება არც ისე ადეკვატურად მუშაობდეს.

ძლიერი მხარეები: ჯამში ძალიან პროგნოზირებადი მოქმედებები ახასიათებს და თუ მოხვევას გადაწყვეტს ზუსტად იმ მაშუქს ჩართავს რომელიც საჭიროა.

სუსტი მხარეები: რაიმე საშიშროების შემთხვევაში იმაზე ბევრად ადრე და ბევრად მკვეთრად დაამუხრუჭებს, ვიდრე სიტუაციას სჭირდება.

ასეთი ქალები შეიძლება შენიშნოთ შემდეგი მარკის ავტომობილებში: Volkswagen Golf, Opel Astra, Ford Focus, Peugeot 307, Renault Megane.

ავტო ბარბი (თოჯინა)

გაბუსხული ტუჩები, აპრეხილი ცხვირი, გრძელი ფეხები. ის ახლახანს გამოვიდა სოლარიუმიდან, ერთ ხელში მობილური აქვს ჩაბღუჯული, მეორეში სიგარეტი, მესამეში კიდევ თვალის ფანქარი…. მეოთხე ხელშიც ექნება რამე , თუმცა საჭე ნამდვილად არა.

ის საკმაოდ საშიშია, შეიძლება ისე გაგსრისოთ, რომ ვერც მიხვდეს, თუ მიხვდა გულიანად გაგლაძღავთ (მინიმუმ), მაქსიმუმ კი უცებ მკაცრი და ძალიან ბევრ ფულიანი მამიკო ან “ქმარიკო” დაგაცხრებათ თავს.

მანქანა არ ანერვიულებს – ახალს უყიდიან, საკუთარი ჯამრთელობა ფეხზე კიდია – მთავარია ნარუჯი ჰქონდეს და ჯამრთელობა რა ჯანდაბაა?

ძლიერი მხარეები: მასთან ავარიის შემთხვევაში, პატრულზე უფრო ადრე ვიღაც ჯმუხი კაცი მოვა და უცებ ”გაგიასნებთ” რა და როგორ იყო.

სუსტი მხარეები: ასეთების ჩამოთვლა არ ღირს, მინიმუმ სამ ტომეული გამოვა.

ასეთი ქალები შეიძლება შენიშნოთ შემდეგი მარკის ავტომობილებში:  ნებისმიერში რომელიც პრესტიჟულია, სულ ერთი ან ორი დადის ქალაქში, მორთულია სტრაზებით და სხვა შეუსაბამო რაღაცეებით.

მიუხედავად არც ისე კეთილი პროგნოზებისა , არ გაიტეხოთ გული.

  • თუ თქვენი ქალი მძღოლი ხართ – უბრალოდ იყავით ყურადღებით და მშვიდად, ნუ ჩამოეკიდებით საჭეს. კომფორტულად მოთავსდით და უყურეთ საგზაო ნიშნებს.
  • თუ თქვენ კაცი მძღოლი ხართ – მაშინ უბრალოდ ატარეთ მანქანა და საკუთარ თავს მიხედეთ რა – თქვენც კაი მაგარ შტერობებს აკეთებთ ხოლმე.

მძღოლების რომელ ტიპს მიეკუთვნებით?

View Results

Loading ... Loading ...