Home დასვენება

თუ უახლოეს მომავალში შენ ან შენი მეგობარი ქორწილს გეგმავთ, მაშინ ეს სტატია ძალიან დაგეხმარება.

ბევრი ლამაზი საქორწილო ტორტი მინახავს, მაგრამ გემრიელი ცოტა გამისინჯავს. ყველა თითქოს ერთმანეთს გავს. მასიურები, თეთრები, ზოგჯერ ვარდებით და თავზე ნეფე-დედოფლის ფიგურებით,  რომლის დაჭრას ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან სტუმრები და მოთმინებით ახალდაქორწინებულები.

იმისათვის რომ ქორწილი სტუმრებისთვისაც დაუვიწყარი გახდეს, რაღაც ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული დეტალის შეტანა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს არასტანდარტული საქორწილო ტორტიც, რომელიც ყველასთვის საყვარელი ტკბილეულისგან იქნება დამზადებული, ორიგინალური დიზაინით და მისი გრანდიოზულობა არ იქნება ის ერთადერთი დეტალი, რომლითაც თავს დაგამახსოვრებს.

მაკარუნების ხე

ფრანგული მაკარუნები, ფერადები და გემრიელები. ასეთი ტორტი არა მარტო ძალიან ლამაზია, არამედ ძალიან გემრიელი და ორიგინალური, თუმცა საქართველოში გემრიელ მაკარუნს ბევრგან ვერ შეჭამ.

დონატების ბუმი

ახლა თბილისში დონატების პოპულარობის პიკია. შესაბამისად ლამაზად გაფორმებული დონატების ტორტი ძალიან დასამახსოვრებელი იქნება სტუმრებისთვის.

ფერადი მაფინები

დონატებისგან განსხვავებით, თბილისში ბევრგან ამზადებენ გემრიელ მაფინებს სხვადასხვა კრემით და  მათი საშუალებით ორიგინალური ტორტის აწყობა საკუთარი დიზაინითაც შეიძლება.

ბლინების მთა

ბლინების გამოცხობა სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად შეიძლება და ორიგინალური ტორტის ასაწყობად ესეც საკმარისია.

 

SAY CHEESE

ფოტოგრაფების სტანდარტული ფრაზა “Say Cheese”-ის გამოყენება ალბათ საჭირო აღარ იქნება, როდესაც სტუმრები ჩიზქეიქით შექმნილ ტორტს დაინახავენ, მათ უმალვე ღიმილი გაუჩნდებათ სახეზე. ვის არ უყვარს ჩიზქეიქი?!

ბარიკადები

გაიხსენე ბავშვობა და ააწყვე კრემიანი ფენოვანი ხვეულებით ან შოკოლადის ქუქიებით ბარიკადები, რომელსაც ლამაზად გააფორმებ და სტუმრების აღფრთოვანებაც არ დააყოვნებს, მერწმუნე.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


შენ რას იტყვი?