ერთ დროს მხოლოდ საზღვარგარეთიდან თუ გამოიწერდი ნივთს/ტანსაცმელს. ახლა უკვე საქართველოშიც მრავლად არის მაღაზიები, რომლებიც ადგილზე მიტანას გთავაზობს. სერვისი კი, საზღვარგარეთისგან განსხვავებით იმით არის უკეთესი, რომ საქართველოდან გამოწერისას, ნივთი მითითებულ მისამართზე, ანუ სახლში მოაქვთ. თბილისის შემთხვევაში ძირითადად მომსახურება 0-დან 5 ლარამდე მერყეობს.

ძალიან მიყვარს მომენტი, როცა ჩემთვის სასურველი ნივთით ხელში კურიერი კარზე მიკაკუნებს! სულ პაწაწინა ნივთიც კი, რომელიც ახალია ძალიან, ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ნივთისთვის 7-8 საათი მაღაზიებში ბოდიალის ნაცვლად, ონლაინ საიტები ვათვალიერე.

არცთუ დიდი ხნის წინ, სწორედ ასეთი საღამო იყო. დავჯექი და ლეპტოპისთვის ჩანთის შესარჩევად რამდენიმე საიტი გავხსენი (ამ დროს, მე როგორც ჭეშმარიტ შოპაჰოლიკს ჟრუანტელი მივლის მთელ ტანში).  მიყვარს, როცა არჩევანი დიდია, თუმცა აქვე იმას დავამატებ, რომ ხშირად ერთი და იგივე მოდელი სხვადასხვა საიტებზე მხვდება, შესაბამისად, ძალიანაც რომ მომეწონოს რაიმე ნივთი, აუცილებლად გადავამოწმებ ხოლმე სხვა საიტზეც ხომარ ყიდიან იგივეს.

ამ შემთხევაში ლეპტოპის ჩანთა ისეთი რამეა, როგორიც მაგალითად შარვალი. თუ დიდი გექნა, დისკომფორტს შეგიქმნის, ხოლო თუ პატარა, საერთოდ ვერ ჩაიცვამ. შესაბამისად ჩემი ლეპტოპის ზუსტი ზომის მითითებით, ყველა ქართული საიტი გადავატრიალე და ერთ მწარე რეალობასაც ჩავწვდი.

ერთსა და იმავე მოდელზე, შეიძლება სრულიად არაადეკვატური სხვაობა იყოს ფასში, იმის მიხედვით რომელი საიტიდან იყიდი. მაგალითისთვის:

Freeshop.ge

 

Hotspot.ge

 

 Shop.Georgia.ge

როგორც ხედავ ერთსა და იმავე ჩანთას, სამ სხვადასხვა ქართულ საიტზე, სხვადასხვა ფასი აქვს. ეს მხოლოდ ჩანთებს არ ეხება, შესაბამისად, ონლაინ შოპინგის მოყვარულო, ფრთხილად! იმავე ნივთის სხვა საიტიდან ყიდვა, შეიძლება გაცილებით იაფი დაგიჯდეს!