სულაც არ მიყვარს ვალენტინობა,  მას იმიტომ არ ვწყალობ, რომ It’s too sweet for me… და თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდები, I’m sweet enough

ამ დღესასწაულის დანიშნულებაა, ყვავილების ბიზნესისთვის ხელის წაკვრა, კომპანიებისთვის კონკურსებისა და ფასდაკლებების მიზეზი და ნაბიჭვრებისთვის ერთ ფილა შოკოლადად (პრინგლსად, ან რაიმე უფრო ძვირფას ნივთად/საჩუქრად) პარტნიორთან შერიგების შესაძლებლობა.

რატომ ასე ბოროტადო, გაიფიქრებ ჩემი დასკვნების შემხედვარე და შენი ოპტიმისტი ქვეცნობიერი გაიხსენებს ბედნიერ წყვილებს, რომლებსაც მართლა უყვართ ერთმანეთი. იცი, პასუხს არ დავაყოვნებ და გეტყვი – კი, ნამდვილი სიყვარულიც ზეიმობს ამ დღეს, მაგრამ გაცვეთილი სიტყვებით, უსაჩუქრობის უსაფუძვლო და უტიფარი განმარტებით, რომ – Fuck the 14th fabruary, he/she loves you everyday… და თუ შეიძლება ამას ზეიმი ან ბედნიერება ვუწოდოთ, ეს დღეც ჩვეულებრივი სამსასსამოცდახუთ(ექვს)თაგანივით ჩაივლის.

დიახ, ყველაზე მეტად იმ სულელი ადამიანების ლოგიკა მაცოფებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ საჩუქარი სულაც არაა საჭირო. არამედ საჭიროა სიყვარული, სიტყვები და სტატუსი – შეყვარებული/ქმარი.

მართალია, ამ დღესასწაულის მოყვარული არ ვარ, მაგრამ არის საჩუქრები, რომელთა გამოც გულგრილი ვერ დავრჩებოდი ჩემი პარტნიორის მიმართ, მთავარია ორიგინალურობა!

სწორედ ასე მოვიფიქრე საქართველოში შესაძლო 6 ორიგინალური იდეა ვალენტინობისთვის:

❥ იდეა N.1 – შენი სილამაზისთვის

დილით გაღვიძებს და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი გაჰყავხარ სახლიდან.  სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით სილამაზის სალონთან და რამდენიმე წამში შენ უკვე ჰეარჰაუსში ზიხარ, თმას გვარცხნიან, ფრჩხილებს და მაკიაჟს გიკეთებენ, წარბის ფორმას გილამაზებენ. ამ დროს, ის მოთმინებით გელოდება სანამ ყველა პროცედურას დაასრულებ.

tumblr_mdpjyswki81qhw4wvo1_500_large

❥ იდეა N.2 – სხეულის დაზღვეული ნაწილი ツ

გაძლევს კონვერტს, ხსნი და… შიგნით ალდაგის სადაზღვევო პოლისი დევს. შენ მას Dafuck სახით უყურებ. ის კი “ყველაფერს აგიხსნი” მზერით ამოგხედავს და გეუბნება:

“ძვირფასო, მე იმდენად მიზიდავს შენი მკერდი, გადავწყვიტე დამეზღვია”

i_love_you_X_by_paulie_nka-560x420_large

❥ იდეა N.3 – Forever yours

რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, შენი სახელის ტატუირებას ( ასეთ ბიჭს უმჯობესია დროულად დაშორდე!). თუ შენ უკვე დიდი ხანია ტატუს გაკეთება გინდა, თან სიახლეების მოყვარული და მამაცი ხარ, მშვენიერი იდეაა ტატუსალონი, ანუ – You Get inked Together.

tumblr_mi2682wOSE1rygp1co1_500_large

❥ იდეა N.4 – კინოსეანსი

მან კინოში დაგპატიჟა, ამიტომ შენ გეგონა, ეს დღეც, მორიგი, ჩვეული ვალენტინობასავით ჩაივლიდა. შეხვედით რუსთაველში, სხვა წყვილებივით აიარეთ კიბე მეორე სართულისკენ, შედიხართ დარბაზში და – სიცარიელეა!! მხოლოდ ის, შენ და ფილმი რომელიც ძალიან გაინტერესებდა (ჰო, კიდევ პოპკორნი და კოლა).

154817_10151425286946067_943174175_n

❥ იდეა N.5 – ველური კანჭი

ეს იდეა არ გაამართლებს, თუ შენ არ ხარ ფეხბურთის მოყვარული, არ გიყვარს ლუდი და ხარ კლასიკური გოგო ツ

მას თვალებახვეული მიყავხარ “სადღაც”. გსვამს სკამზე, გხსნის სახვევს, ახელ თვალებს და Beer Time o.O უკვეთავს 35 ლარად კანჭს, თვალი უშტერდება ეკრანზე და გეუბნება, კიდევ ერთი ტაიმიც და ამაღამ დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებს ^__^

tumblr_lgc4oicu3V1qfzzcjo1_500_large

❥ იდეა N.6 – Crazy Diamond

შეყავხარ ბნელ ოთახში, ის ღილაკს ხელს აჭერს და ოთახის ახალი ნათება გჭრის თვალს! გულის ფორმის ნათურებს შორის, ჩნდება მანათობელი ასოები, ოღონდ არა ბანალური “მე შენ მიყვარხარ”, არამედ “You are excellent! Don’t hesitate to let the light shine on you”

tumblr_lxugno9zaG1r59svfo1_500_large

ყველა ამ იდეის გაერთიანებით, ერთი ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდოდა, თუმცა მათი კორექტირებაც შეიძლება გემოვნებისა და ინტერესების შესაბამისად :)

ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, სამაგიეროდ არაბანალური იდეის მოფიქრება შეიძლება ამ დღისთვის, ამიტომ ნუ გაამართლებთ მის უყურადღებობას – მთავარი არ არის ფინანსები, მთავარია იდეა!

რომელი საჩუქარი გინდა ვალენტინისგან?

View Results

Loading ... Loading ...