Home Events

“უოლ-სტრიტის მგელი”

"უოლ-სტრიტის მგელი"

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
ავტორი: ტერენს ვინტერი (სცენარი), ჯორდან ბელფორდი (წიგნი)
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ჯონა ჰილი, მარგო რობი, კაილ ჩენდლერი…
ნომინაციები: საუკეთესო ფილმი, მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი (ლეონადრო დიკაპრიო), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი (ჯონა ჰილი), საუკეთესო რეჟისურა (მარტინ სკორსეზე), ადაპტირებული სცენარი (ტერენს უინტერი)

პირველი, რაც ფილმის დასრულებისას ვიფიქრე, კუზიანს მარტო სამარე თუ გაასწორებს-მეთქი.
“უოლ-სტრიტის მგელი” – ფილმი არჩევანზე და ამ არჩევნის შედეგებზე. დიკაპრიოს მიერ კარგად ათვისებული სკორსეზეს გაკვეთილები, იდეალური სცენარი, საინტერესო, შეკრული სიუჟეტი.
როგორც ჩანს, ფილმები მორალზე მოდური აღარ არის. სიუჟეტი მოგვითხრობს უოლ-სტრიტზე მაქინაციების შედეგად გამდიდრებულ ადამინზე (დიკაპრიო) და მის გარემოცვაზე, უამრავ ტყუილზე, ნარკოტიკებზე, ფულზე, თავაშვებულ ცხოვრების წესსა და გამოსწორების უშედეგო მცდელობაზე. ყველაფერს ამერიკული საზოგადოებისთვის უპირატესი, კანონის უზენაესობა აწონასწორებს. საბოლოოდ დიკაპრიოს გმირი ციხეში ხვდება, თუმცა გათავისუფლების შემდეგ, მარკეტინგის ნიჭიერი პედაგოგის სახით გვევლინება.
სასიამოვნო კინოსეანსს გისურვებთ.

P.S. დიკაპრიოს თაყვანისმცემლებს გული უნდა დავწყვიტო, სავარაუდოდ, ლეო წელსაც ვერ აიღებს “ოსკარს”, რადგამ იგივე ნომინაციაზე წარდგენილი მეთიუ მაკკონაჰის თამაში “დალასის მყიდველთა კლუბში” უბრალოდ უბადლოა.

“ჟასმინი”

"ჟასმინი"

რეჟისორი: ვუდი ალენი
ავტორი: ვუდი ალენი
როლებში: ქეით ბლანშეტი, ალეკ ბოლდუინი, პიტერ სარსგაარდი, სალი ჰოკინსი
ნომინაციები: ქალის საუკეთესო მთავარი როლი (ქეით ბლანშეტი), ქალის მეორეხარისხოვანი როლი (სალი ჰოკინსი), ორიგინალური სცენარი (ვუდი ალენი)

ფულმა და სიმდიდრემ მიჩვევა იცის, უგუნურ საქციელეს კი უზრუნველი ცხოვრების ფერფლად ქცევა შეუძლია.
ჟასმინი ნიუ-იორკში ცხოვრობს, მდიდარია და შეძლებული ქმარი ყავს. მაგრამ ერთ დღეს ბედნიერი ყოფა სრულდება და იგი იძულებულია თავის ნაკლებშეძლებულ დასთან გადავიდეს საცხოვრებლად. ჟასმინი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს…
კარგი, წარმატებული ფილმის შეფასების ერთერთი კრიტერიუმია, როდესაც მასთან განშორება გიჭირს და გინდა ფინალი უსასრულოდ გაიჭიმოს. ასეთია “ჟასმინი”.
რომ არ მცოდნოდა ფილმის რეჟისორი ვუდი ალენი იყო, მასზე ვერ ვიფიქრებდი. ფილმი მისი ჩვეული ხელწერისგან განსხვავებულია, თუმცა ალენისეული შავი იუმორი და სარკაზმი აქაც იგრძნობა. სცენარი ერთი წამით არ ვარდება, სიუჟეტი საინტერესოა. ჟასმინის პერსონაჟი კი ქეით ბლანშეტის შესრულებით მსახიობის ისედაც უდავო ნიჭიერებას სრულყოფილად წარმოაჩენს. წელს “ოსკარ-კაცუნა” ნამდვილად მისია!

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?