Home დასვენება

ზაფხულის, ზღვის, გარუჯვის სეზონის და მოახლოებული შვებულების ფონზე საცურაო კოსტიუმის შერჩევა ნომერი პირველი თემა ხდება. წლევანდელი საზღვაო ტენდენციები ისეთივე მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც ყოველდღიური სამოსი და მათ შორის შესაფერისი კოსტიუმი ნებისმიერი ფორმისა და პროპორციის მქონე სხეულისთვის მოიძებნება, დაწყებული  Calvin Klein-ის მინიმალისტური მოდელებიდან, დამთავრებული Golden Point-ის რომანტიკული პრინტით.

სეზონის ჰიტია ე.წ. ბანდო – საცურაო კოსტიუმი ბრეტელების გარეშე, რომელიც მხრების სილამაზეს უსვამს ხაზს და ძალიან ქალურია. ასეთი მოდელები აქვთ ბრენდებს Chiara და Huit.

რაც შეეხება ყვავილებს და ნახატებს, Marc&Andre-ს საცურაო კოსტიუმები მორთულია ზღვის ვარსკვლავებისა და ტროპიკული მცენარეების გამოსახულბებით, ხოლო ეგზოტუკური ყვავილები Freya-ს კოლექციის მთავარი თემაა. ასევე ფლორისტული თემა წინა პლანზე ინაცვლებს Agogoa-ს კოლექციაში.

Gottex-ის დიზაინერებმა არ დაივიწყეს ეთნიკური თემატიკა და აფრიკული და აღმოსავლური მოტივები გამოიყენეს. მოგზაურობის მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ მათ ნამუშევრებს.

გვერდს ვერ ავუვლით ზოლებს და კოპლებს. ზოლები, როგორც ზღვის თემატიკის მუდმივი ელემენტი, კვლავ აქტუალურია და არამარტო ტრადიციულ თეთრსა და ლურჯ ფერში. მაგალითად, Mango-ს გამოყენებული აქვს ვარდისფერის, თეთრის, მუქი ლურჯის და ქვიშისფერის ანსამბლი. და ბოლოს, შავ-თეთრი კოპლების საინტერესო ვარიაცია შემოგვთავაზეს Lisa Charmel-ის დიზაინერებმა.

შენ რას იტყვი?