“რამე ტატუ მინდა, პატარა და შავი” – ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ ხომ? ვაღიარებ, მეც გამიფიქრია მსგავსი რამ. რაღაც რომ გინდა, მაგრამ თან ეჭვი გეპარება, ორი წლის მერე კიდევ გენდომება თუ არა შენს სხეულზე დახატული ტატუს ყურება. მზის ტატუ იდეალური ვარიანტია, რუჯთან ერთად ქრება და არც მტკივნეული პროცედურის ატანა მოგიწევს.

მსგავსი ტატუს გაკეთება ზოგიერთი სოლარიუმის მომსახურებაში შედის, თუმცა სოლარიუმის გარეშეც მარტივად შეიძლება ლამაზი შედეგების მიღწევა.

როგორ დავიხატოთ მზის ტატუ?

1. სპეციალური დასაწებებელი ნახატები, ე.წ. სტიკერები

6a00d8341c565553ef0148c6d3883f970c-800wi

ამაზონის ონლაინ მაღაზიაში ძალიან იაფად იყიდება, 50 ცალი სტიკერი სულ რაღაც სამი დოლარი ღირს. შეიძლება ჩვეულებრივი სტიკერებიც გამოდგეს, თუმცა მე არ მიცდია.

2. მაღალი SPF (50 და მეტი) მზისგან დამცავი კრემი

tumblr_m94r7fzeCl1revtkho1_500

იღებ კრემს და თითის ან წკირის გამოყენებით “იხატავ” სასურველ ფიგურას. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასველებას მინიმუმ ერთი საათის მანძილზე არ აპირებ. არ დაგავიწყდეს, რომ გარუჯვისას ტანზეც უნდა დაიტანო მზისგან დამცავი საშუალება. არ დაგავიწყდეს, რომ spf განსხვავებუი უნდა იყოს, რომ ტატუ გამოვიდეს.

3. სპეციალური საცურაო კოსტუმი

SUSHI_rosso-bianco_01

სამწუხაროდ, მე მხოლოდ ერთ საიტზე მივაგენი მსგავს საცურაო კოსტუმებს, თუმცა მონდომების შემთხვევაში სახლშიც მარტივი იქნება დამზადება. აკურატულად ამოჭრი და შემდეგ კიდეებს ამოუხვევ. ან კარგ მკერავთან მიიტან, რომელსაც ზუსტად აუხსნი, რა გინდა.

4. ცოტა ფანტაზია

კიდევ უფრო მარტივი მეთოდი რამე პატარა ფიგურაა, რომელიც მზეზე არ გახურდება. თუნდაც ქაღალდისგან/მუყაოსგან გამოჭრილი, უბრალოდ, მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას დაფიქსირება ძნელი იქნება.

tumblr_m6knmal7eX1rwe0tdo1_500

მართალია, ეს ის ტატუ არაა, “პატარა და შავი”, არც დიდი დროის განმავლობაში შეგეძლება ამით თავის მოწონება, სამაგიეროდ, ორიგინალური რუჯი გარანტირებულია.