Home დასვენება

გაზაფხულამდე ბევრი აღარ დარჩა, ჩვენ კი მომატებული კილოგრამები, ზამთრის გამო გაუხეშებული თმა, შედარებით უფრო მუქი ფერის ტანსაცმელი და ხასიათი გვაქვს.  საგაზაფხულო დეპრესიისკენ წარმატებით მივიწევთ,  არადა, არავის არ გვინდა ცუდ ხასიათზე ყოფნა მაშინ, როცა სხვა ყველაფერი ყვავის და იფურჩქნება. ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ პალტოში და ნაქსოვ სვიტრში უკვე ვეღარ დაიმალები… ეს თხელი კაბაც აღარ გიხდება და სასწრაფოდ დიეტაზე უნდა დაჯდე რომ დაიკლო, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო სტრესულია.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილო, დაიწყე მზადება დღესვე.

1. ისეირნე

ნუ დაგეზარება ერთი გაჩერების ფეხით გავლა, ბავშვის გასეირნება, საყვარელ ადამიანთან ერთად ბოდიალი. როგორც კი იგრძნობ რომ ჰაერში სუსხი აღარაა, გამოძებნე დრო იმისთვის, რომ უახლოეს სკვერში ან თუნდაც ქალაქგარეთ გახვიდე. ბუნება, მზის სხივები და სუფთა ჰაერი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტია! თუ სეირნობის დრო არაა, ლიფტზე მაინც თქვი უარი და სართულები ფეხით აისეირნე.

walking

2. იკვებე მსუბუქად

საკვების უეცარი შეზღუდვით ორგანიზმს სერიოზულ სტრესს ვაყენებთ, ამიტომ ჯობია ფიგურაზე ზრუნვა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ეცადე ნელ-ნელა შეამცირო საკვების ულუფები, ჩართო მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული, სალათები და წვნიანები. შოკოლადი, ნამცხვარი და მსგავსი გემრიელობები განსაკუთრებული დღეებისთვის და PMS-ისთვის შემოინახე.

SouthernBiteFruitSalad-21

3. შეიძინე რამე ფერადი, ყვავილებიანი

იქნება ეს ჭრელა-ჭრულა შიფონის კაშნე, სამაჯური,  მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი, ჩანთა თუ ახალი კაბა (რომელიც ნახევარი ზომით პატარაა და ერთ თვეში უკვე ზუსტად გექნება) არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ საგაზაფხულო განწყობა შოპინგით შეიქმნა.

shopping

4. იყიდე სუნამო

არ დაგეზაროს და შეიარე პარფიუმერიის მაღაზიაში; შეარჩიე ყველაზე მსუბუქი, მხიარული და საგაზაფხულო სურნელი. მე უკვე ავარჩიე Moschino Hippi Fizz – ციტრუსოვანი, გრილი, ბედნიერი სურნელი.

spring_fragrance-t2

5. დაგეგმე საზაფხულო შვებულება

მერე რა, რომ გარეთ მოღრუბლული ამინდია და წვიმს, ზღვაზე ან მთებზე ოცნებას  ვერავინ დაგიშლის. დაგეგმვის პროცესი, დასვენება-მოგზაურობაზე არანაკლებ სასიამოვნო პროცესია. თვითმფრინავის ბილეთებსაც ამ დროს უფრო იაფად დაჯავშნი და მომავალი თავგდასავლების მოლოდინით აღტაცებულს კიდევ ერთი მიზეზი გექნება აი იმ გემრიელ ტორტზე უარი თქვა, რომლის გასინჯვასაც მხოლოდ იმიტომ აპირებდი, რომ შოკოლადისაა და ხასიათს გამოგიკეთებდა.

vacation-planning

6. შეიცვალე თმის ფერი ან/და ვარცხნილობის სტილი

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმოქმედი და უვნებელი ანტიდეპრესანტი თმის ფერის შეცვლაა. მიყვარს, როცა მზესთან ერთად ჩემი თმებიც  ანათებს. ჩემი მეგობარი კი ვარცხნილობას იცვლის ხშირად.

red-hair-for-spring-horiz

გაზაფხულამდე სულ ცოტაღა დარჩა და თუ ჩემი რჩევები ოდნავ მაინც დაგეხმარება საგაზაფხულო დეპრესიის თავიდან არიდებაში, ბედნიერი ვიქნები.

8 კომენტარი to this post
  1. ამ ყველაფერს ვასრულებ, უბრალოდ ჯერ თავს ვერ ვიკავებ ტკბილეულისგან :(

შენ რას იტყვი?