Sossusvlei გვალვების დროს

 

Sossusvlei- მკვდარი და ჭაობიანი

ასე უწოდებენ ნამიბიის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ნამიბის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში არსებულ დაჭაობებულ წყალსატევს,  რომელიც ულამაზესი  დიუნებით, ანუ ქვიშის დიდი ბორცვებითაა ცნობილი. დიუნების ფერი ვარდისფერიდან ნარინჯისფერამდე მერყეობს, ქვიშაში რკინის მაღალი შემცველობის გამო. წლის უმეტეს დროს წყალსატევი დამშრალია, მხოლოდ წვიმების დროს ხდება მისი წყლის მარაგის შევსება.

 

Sosussvlei Area

 

ხშირად ამ სახელწოდებას მარტო ამ კონკრეტული წყალსატევისთვის კი არა, მთლიანად მისი გარემომცველი ტერიტორიებისთვისაც იყენებენ და Sossusvlei Area-ს ეძახიან. Sossusvlei Area 32 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. აქაური დიუნები მსოფლიოს ყველაზე მაღალი დიუნების რიცხვში შედის, ზოგიერთის სიმაღლე 200 მეტრს აჭარბებს, ყველაზე დიდის, “დიდი მამიკოს” სიმაღლე კი 380 მეტრია.

მკვდარი ველის აკაციები

Deadvlei

ნამიბის უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული მარშუტი, რომელსაც მსოფლიოში მკვდარი ველის სახელწოდებით იცნობენ, მკვდარი ხეების სამფლობელოა.

მკვდარი ველი

ის მდინარე, რომელიც ადრე აქ მოზარდ აკაციის ხეებს კვებავდა, დაშრა, ახლა კი გამხმარი და გაშავებული ხეები ულამაზეს, სიურრეალისტურ პეიზაჟებს ქმნიან.

მკვდარი ველი

მკვდარი ველი რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის სცენებშიცაა გადაღებული.

დიუნი 45

მსოფლიოს ყველაზე ფოტოგრაფირებადი დიუნი – “დიუნი45”.

ასეთი სახელწოდება მან იმიტომ მიიღო, რომ Sossusvlei-სკენ მიმავალი ზის ორმოცდამეხუთე კილომეტრზე მდებარეობს.

დიუნი 45
დიუნი 45.

ეს დიუნი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული არაა, მისი სიმაღლე სულ რაღაც 80 მეტრია და არც რაიმე განსაკუთრებული ფორმა არ აქვს. სამაგიეროდ, გზასთან ახლოსაა და მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძლება მისთვის ფოტოს გადაღება.

დიუნი 45-ს “ტურისტული ბილიკი”

ეს დიუნი ასაძვრომადაც ძალიან მოსახერხებელია. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ქვიშა საკმაოდ ცხელია.

ხედი ზეციდან

ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყეს. აქაურობას უახლოეს დასახლებულ პუნქტთან-სესრიემთან, გზა აერთებს, რომელის 200o-იანი წლების დასაწყისში გაიყვანეს.

დღეისათვის ტურ-ოპერატორები არამარტო მაღალი გამავლობის მანქანებით მოწყობილ ტურებს სთავაზობენ ადამიანებს, არამედ შესაძლებელია დიუნებიდან პარაპლანით ფრენა ან საჰაერო ბურთების საშუალებით ზემოდან დაკვირვება.

დაინტერესდით?  ინფორმაციისთვის შეგიძლიათ შეიხედოთ აქ.