იმას თუ ღამით როგორ სძინავს ადამიანს შეიძლება მისი ხასიათის შტრიხების დადგენა. დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა გამოყვეს ძილის ექვსი ძირითადი პოზა. აღმოჩნდა რომ თითოეული უკავშირდება კონკრეტული პიროვნების ტიპს.

რას გვიამბობს შენზე შენი ძილის პოზა…

პირველი პოზა – ძალიან გულღია ადამიანი, ის შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მას სათუთი ბუნება აქვს და ძალიან მგრძნობიარეა. მისი გულის ტკენა ადვილად შეიძლეbა. ეს არის ყველაზე გავრცელებული პოზა. კვლევის თანახმად 1000 მონაწილიდან 41 %  სწორედ ამ პოზიციაში ამჯობინებს  ძილს.

მეორე პოზა – მარჯვენა მხარეს ორივე ხელი ჩამოწეული. ის ადვილად ამყარებს კონტაქტებს, არის კომუნიკაბელური და მიზანდასახული. არის ძალიან მიმნდობი.

მესამე პოზა – გახსნილი ადამიანი, მაგრამ ასევე ეჭვიანი და ცინიკური. ის მოქმედებს პრინციპით  “ბევრჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. თუ მან ერთხელ გადაწყვიტა რაღაც, ის აზრს არასდროს შეიცვლის.

მეოთხე პოზა – გულაღმა ძილი, ის ზოგადად მშვიდი და დაცულია. მას არ მოსწონს აურზაური და ხმაურიანი ადგილები. ცხოვრობს თავისი სტანდარტებით.

მეხუთე პოზა – თავი და ხელები ბალიში აქვს ჩარგული. ასეთი ადამიანი არის ნერვიული, ხშირად ფეთქებადი. არ უყვარს კრიტიკა, უყვარს ექსცენტრული სიტუაციები. ის მუდამ მზად არის არასტანდარტული გადაწყვეტილების მისაღებად.

მეექვსე პოზა – ის არის კარგი მეგობარი, რადგან ყოველთვის მზად არის სხვების მოსასმენად და საჭიროების შემთხვევაში დახმარების შესათავაზებლად. მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.