Home დასვენება

მეცნიერებისთვის სიზმრების ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც სიზმრებს უკავშირდება და რომელთა უმეტესობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.
სიზმრების მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და მოტივაციებს. ფროიდის აზრით, სიზმრების საშუალებით ადამიანები იკმაყოფილებდნენ იმ სურვილებს, რომლებიც მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის.

dreamingblind2

1. ბრმებსაც აქვთ სიზმრები

ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან არიან ბრმა, სიზმრებში გამოსახულებებს ვერ ხედავენ, თუმცა ხმის, სუნის, შეხების და ემოციის აღქმა კარგად შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც დაბადების შემდეგ დაბრმავდნენ, სიზმრებში გამოსახულებებსაც ხედავენ. ლორი, რომელიც 7 წლის ასაკში დაბრმავდა ამბობს: “სიზმრებში ყველაფერს ვხედავ, ფერებსაც. ვხედავ ადამიანების სახეებს რომლებსაც დაბრმავებამდე ვიცნობდი. მათ კი, ვისი სახეც არასდროს მინახავს, ბუნდოვნად ვხედავ, ან იმ სახით, რომლითაც წარმომიდგენია. როცა დავბრმავდი, დედაჩემი 30 წლის იყო და ჩემს სიზმრებში ახლაც ისეთია.”

2. ძილის ამნეზია

თუ გაღვიძებისთანავე არ ჩავიწერთ სიზმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს, რამდენიმე წუთში ისინი სამუდამოდ ქრება ჩვენი გონებიდან. ამ ფაქტის ასახსნელად ყველაზე ცნობილი თეორია ფროიდს ეკუთვნის. ფროიდის რეპრესიის თეორიის მიხედვით, ყველა ჩვენი სიზმარი ჩვენს სურვილებს უკავშირდება; შესაბამისად ჩვენი ტვინი ბლოკავს იმ სურვილებს, რასთან გამკლავებაც ემოციურად არ შეუძლია. მისი აზრით, ჩვენს ტვინს არ სურს შეინახოს კონკრეტული ზედმეტად ტრავმატული ინფორმაცია, და რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი სექსუალური ხასიათისაა.

3. სიზმრებს ყველა ხედავს

გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ექსტრემალური ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. აქაც შესამჩნევია ტენდენციები სქესის მიხედვით; კერძოდ, მამაკაცებს უფრო მეტად სხვა მამაკაცები ესიზმრებათ, ქალებს კი ორივე სქესის წარმომადგენლები. ამასთან, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის თანაბრად დამახასიათებელია სექსუალური ტიპის ფიზიკური რეაქციები სიზმრებზე, მიუხედავად მათი შინაარსისა. მამაკაცებს ღამის განმავლობაში მრავალჯერადი ერექცია, ხოლო ქალებს მომატებული ვაგინალური სისხლის მიმოქცევა ახასიათებთ.

4. სიზმრები გვიცავს ფსიქოზისგან

ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს აძლევდნენ 8 საათს დასაძინებლად, თუმცა ხელს უშლიდნენ REM სტადიაში გადასვლაში. შედეგად, ექსპერიმენტში მონაწილეებს აღენიშნებოდათ კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანება, ჰალუცინაციები და ფსიქოზის ნიშნები სულ რაღაც სამი დღის შემდეგ. REM ძილის მიღებისას, მონაწილეთა ტვინმა აღიდგინა დაკარგული დრო – გაიზარდა REM სტადიაში გატარებული დროის პროცენტული წილი.

Nightmare__s_Dream_by_devils_courtesan

5. სიზმარში ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც გვინახავს

სიზმრებში ხშირად შეიძლება შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობთ რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს სახეები არ არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი, ეს იმ ადამიანთა სახეებია, რომლებსაც ოდესღაც შევხვედრივართ. შესაძლოა, მკვლელი შენს კოშმარში იყოს ადამიანი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე გყავს ნანახი რამდენიმე წლის წინ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ თუ დავფიქრდებით რამდენ ადამიანს შევხვედრივართ ცხოვრების მანძილზე, ჩვენი სიზმრის სიუჟეტისთვის მრავალი მოქმედი პირი გვყავს, რომელსაც ჩვენი ტვინი დროდადრო აცოცხლებს.

dream___black_and_white_by_democo-d5f9kzj

6. შავ-თეთრი სიზმრები

ადამიანების დაახლოებით 12% შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს. ასევე სხვადასხვა ადამიანების სიზმრების შესწავლისას საერთო შინაარსის აღმოჩენაც შეიძლება. ხშირად გვესიზმრება თითქოს მოგვდევენ, თითქოს მივრბივართ ძალიან ნელა, ან ადგილზე, ვეცემით, გვაგვიანდება, დავფრინავთ, გამოცდაში ვიჭრებით, ვხედავთ სექსუალური შინაარსის სიზმრებს, ცოცხალი ადამიანების სიკვდილს, ან ვესაუბრებით გარდაცვლილ ადამიანებს. ასევე, კოშმარის გავლენა იმ ადამიანებზე უფრო მაღალია, ვინც ფერად სიზმრებს ხედავს.

7. სიზმრების შინაარსი რეალურ ცხოვრებას არ შეესაბამება

სიზმარი პირდაპირ არ უნდა გვესმოდეს, სიზმარი სიმბოლურია და მისი საშუალებით ქვეცნობიერი ცდილობს რაღაც ემოციის გამოხატვას. სიზმარი თითქმის ყოველთვის ალეგორიულია და მისი გამომწვევი – რომელიმე საკითხი, ან ადამიანია, რომელიც იმ მომენტში გვაღელვებს.

8. ადამიანებს, რომლებიც მოწევას თავს ანებებენ ხშირად აწუხებთ სიზმრები სიგარეტზე

არანორმალური ფსიქოლოგიის ჟურნალის მიხედვით: “293 მწეველის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 33%-ს 1-4 კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც დაესიზმრა სიგარეტი. უმეტეს შემთხვევაში, ეს მათში ნეგატიურ ემოციებს იწვევს და უმეტესობა ვერ იხსენებს მსგავსი შინაარსის სიზმრებს წარსულში, მოწევისთვის თავის დანებებამდე.

05993-a_1_

9. რეალურისა და არარეალურის გაერთიანება

სიზმრის ინკორპორაცია არის მოვლენა, როცა სიზმარში ხდება რეალურის გაერთიანება. თუ დავფიქრდებით, ალბათ გავიხსენებთ, რომ ძილისას ხშირად დაგვსიზმრებია მუსიკა, რომელიც რეალურად გვესმოდა, ან ძილში არ გვასვენებდა წყურვილის გრძნობა, რომელიც რეალურად გვქონდა. სალვადორ დალის ცნობილი ნამუშევარი “სიზმარი გამოწვეული ბროწეულის ირგვლივ ბუზის ფრენით გაღვიძებამდე ერთი წამით ადრე” სწორედ ამ მოვლენას ასახავს. სალვადორ დალი ხატვის დროს ხშირად იყენებდა უეცარი გამოღვიძების ტექნიკას და საკუთარი მძაფრი შთაბეჭდილებები ტილოზე გადაჰქონდა.

10. როცა გძინავს პარალიზებული ხარ

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ძილის დროს სხეული პარალიზებულია და არ შეუძლია სიზმარში ნანახის განხორციელება. ძილის დროს გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც ზურგის ტვინს სიგნალებს აწვდის, სხეული დუნდება და ბოლოს პარალიზდება.

23 კომენტარი to this post
  1. თიკო სიზმრის დამახსოვრებას რამდენიმე ნიუანსი აქვს: შესაძლებელია, თქვენი სიზმრები არც ისე მკაფიოა, ან ძილის სწრაფ ფაზაში არ გეღვიძებათ, ნელ ფაზაში გაღვიძებისას ნანახი თითქმის არ ამახსოვრდებათ :)
    სამაგიეროდ, ღრმა და მშვიდი ძლი გექნებათ :)

  2. ერთი საინეტერესო ფაქტი აღმოვაჩინე :) მხედველობა მაკლია და სიზამრას შესაბამისად ვხედავ, მაგრამ როცა ძილის დროს სათვალე მიკეთია მაშინ სიზამრში ყველაფერს ვხედავ :დ ეს ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია :)

  3. sizmrebs bevri seriozuli datvirtvebic gaachnia, aq saertod ar iyo naxsenebi bevri saintereso shinaarsi sizmrebis arsis, zogi saertod ver xedavs sizmars da saertod yvela adamians sxvadasxvagvari sizmrebi gaachnia, eg mat intuiciaze da mat gaxsnil gonebaze damokidebuli, visac kargi intuicia da gaxsnili goneba aqvs sheidzleba winaswar metyveluri sizmrebic naxos.

  4. ме гамис ганмавлобаши имден сизмарс внахулоб гамодис ром мтели гаме парализебули вар!! :D

    танац перадебс да мусикебиц месмис! композитори ром вико магар мелодиебс гамовитанди сизмридан!

  5. საკუთარ თავს ვერ ვაკვირდები, მაგრამ ხშირად ჩემი შვილი ძილის დროს იცინის, ან პირიქით, ტრიალებს და ეღვიძება არც ისე კარგ ხასიათხე – სიზმრის შესაბამისად, აქედან გამომდინარე სხეულის პარალიზების ამბავი არ მგონია სიმართლესთან ახლოს მდგომი.

    საინტერესო სტატიაა.

  6. მე კიდევ დაძინების მეშინია უკვე, ყოველ ღამე სიზმარს ვხედა და წინასწარ ვიცი რა როგორ ამიხდება,განსაკუთრებით თუ რაგაც უსიამოვნება მელოდება ეს სიზმრით უკვე გაფრთხილებული ვარ. მამაოსაც მინდა ვკითხო რადგან ამას წინათ სამების კედელს ვფხაჭნიდი და ვჭამდი, თან წყალგარეული წითელი ღვინოც დამალევინეს სტიქაროსნებმა, თუ ვინმე ამიხსნის ძალიან მადლობელი დავრჩები

  7. მეც მქონდა რაღაც პერიოდი “წინასწარმეტყველური” სიზმრები. წინასწარ ვიცოდი იმ დღეს სტუმრად ვინ მეყოლებოდა, ვისთან ვიჩხუბებდი, როგორი ამინდი იქნებოდა და ასე შემდეგ… მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ მიხდება…. ყველაზე მეტად იმას ვეთანხმები რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და მოტივაციებს.

  8. me sul vxedav xolme sizmrebs magram yoveldge ara tumca titqmis yvelaperi mamaxsovrdeba da set karg sizmrebs vnaxulob xolme minda ro realobashic iyos : (( chmi megobris dzmam daaxlovebit 7-8 wlis iqneboda 2008-sh omi ro daiwyo sizmarshi naxa da imdenad realurad ro tirilit gaigvidza omi iwyeba gaiqecito maleo omi iyo yvelgan cecxli entoo gaaiqecito da dilit dagvbombes :((

  9. jer ararvis amoucvnia bolomde raaris sizmari da amitom azri ar aak eseti ragaceebis kitxvas arc paralizebuli var da xelebsac da pexebic momiknevia sizmarshi sirbilis dros sigaretis danebebis dros kide arasodes ar momicevia sizmarshi arc mocevis dros sxvatashoris da axmomitac zustad erti ertshic amxdomia sizmari da simboluradac da sruliad sapirispirodac ase rom….. dzaan primitiulia dacero ro m es esa da icodet rom es esa is rac aravin ar icis :) eklesia saertod eshmakiseuls edzaxis kovelgvar sizmars kovelshemtxvevashi me eseti informacia maka magaze tavs ver davdeb sheidzleb avcdebi magram momismeni amamaosgan eseti ram ro saertod ar unda mivakciot kuradgeba aranair sizmars da ikve davivickot :) kide erti rames davamateb visac gamoucdia gadagliloba da bevri mushaoba zedized gadabmuli dzilis nakleboba mag dros adamiani sizmars xedavs mashinve rogorc ki tvalebs xuchavs im dros roca is paralelurad iazrebs ro jer ar dzinavs :)

  10. casulebtanac misaubria iset ragacaze rac ar vicodi da shemdeg gamirkvevia da ase shemdeg an informacia mouciat ro ese esea da ese kopila da sxvatashoris orsulobis dros xdeba roc acasulebi sizmris sashualebit elaparakebian orsuls arvici albat kavshiro advildeba mag dros :))) es ise mistikuri gadaxveva…

  11. darwmunebulii var dzalian bevr adamians gqoniat is shemtxvevaa room ragaac momentebii rac xdeba chvens realur cxovrebashi meored xdebaa piradad dzalian bevrjeer yopilaa chems cxovrebashi asee vtqvaat ragacaas vaketeeb an vlaparakoob vinmestan ertad var isetii grdznobaa meuplebaa rom es ukvee iyoo chems cxovrebashi …. daa rogorc ambobeen es momentebii ukvee nanaxi aqvs adamians sizmarshii daa magitom gveuplebaa xshirad dejavus shegrdzneba

  12. Gushin damesizmra sizmari da dzalian momwonda rodisac gavigvidze iseti ar iyo rom dzlian momwoneboda ver gavige ratom momwonda dzalian suleloba iyo vitom ert bichs gogo vegone da saseirnod motocikletit wamiyvana Vitom mas vuyvardi vutxari bichi var metqi…
    Shemdeg ragacas atarebda me mivedi gaviyvane da vutxari martalia me bichi viyavi da magis gamo ratom ar cdilob gogo a sheiyvaro metqi scade vutxari da mitxra mashin shentan vcdio es dzalian sulelobaa egre arasodes moviqceodi amitomac zogjer sizmari sul sxvanairia Im dros roca sizmrebshi viyavi chem tavs ver vcnobdi

  13. Me sul sxva ragac mchirs da mainteresebt vinmes gqoniat aseti ragac? Mgvidzavs da ise vxedav sizmars.dilit ro vigvidzeb chveulebriv mesmis laparaki otaxshi tu vinmea an rames tu aketeben mesmis shemidzlia pasuxic gavce magram sizmars vxedav.tvalebs rogorcve gavaxel ver vxedav.magram Roca tvalebs vxuchav isev vagrdzeleb sizmars.

  14. მე კი მეძინა და ვიგაცამ ხელი მოკიდა და მახჩობდა და ეს სინამდცულეშიც ვიგრძენი და რომ გავიგვიძე კისერი წითელი მქონდა

  15. მოკლედ 1 წელი ვცდილოდი ლუციდური სიზმრეის სწავლას და როგორც იქნა ვისწავლე ნუ კარგად ვერა ანუ ესეთი პრობლემა მაქვს რა მაგალითად მძინავს და მესზიმრება ვხვდები სიზმარს და ვიწყებ კონტროლს აი ესე სულ ყველაფერს გავაქრობ საერთოდ ჩაბნელდეა ყველაფერი და უსასრულობაში მარტო მე ვარ შემდეგ გავანათებ ყველაფერს საწოლს შევქმნი და ძალიან მაგარ გოგოს შიშველს მივდივარ მასთან და როცა ვკოცნი კოცნის დროს ავიწყდება ეს გოგო საერთოდ და ისიც სიზმარში როვარ და უცებ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე ან სადმე სოფელში ვიჩითები მერე უცებ მახსენდება ის გოგო რა და თავიდან ვიწყებ ყველაფერს ეხლა უკვე უნდა შეუდო და კიდე დამავიწყდება იტოკში გოგო ვერგამიჟიმია რა მავიწყდება და ვიკარგები საერთოდ მერე . . . :D

  16. იშვიათად ვხედავ სიზმარს და თუ ვხედავ ყოველთვის მგონია რეალობა ვერ ვანსხვავებ რეალურად მოხდა თუ სიზმარი იყო მაგალითად ამასწინათ ვნახე რომ ვიგაცამ საბანი დამაფარა მეორე დგეს ვიკითხე სახში და არავინ არ ყოფილა ოთახში არადა ეს ისეთი რეალური იყო….

შენ რას იტყვი?