დასავლურმა საშობაო ტრადიციამ “Secret Santa” (საიდუმლო სანტა) ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაშიც მყარად დაიმკვიდრა თავი. ახალი წლისა და შობის მოახლოებასთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, თანაკლასელები და ა.შ. აქტიურად ერთვებიან თამაშში და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხან ძალიან ახლობლის და ხანაც სრულიად უცხო ადამიანის “საიდუმლო სანტა” ხდებიან. თუ გაგიმართლა და ისეთი ადამიანისთვის გიწევს საჩუქრის შერჩევა, რომელსაც კარგად იცნობ და იცი რა გაუხარდება, ხომ კარგი, მაგრამ თუ შენი ადრესატის შესახებ მწირი ცნობები გაქვს ან ის შენი თანამშრომელია, საჩუქრის შერჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.

ყავის ჭიქა წარწერით

იშვიათია ადამიანი, ვინც დილას ფინჯანი ყავით არ იწყებს. სახალისო წარწერიანი კომფორტული ჭიქა კი ყავის დილის დოზას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

შეუკვეთე ჭიქა სახალისო წარწერით ან ფოტოთი. ფასები წარწერის სირთულისა და ფერების მრავალფეროვნების მიხედვით მერყეობს. ეს საჩუქარი ძვირი არ დაგიჯდება და მის დასამზადებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო.

ჭიქაზე ბეჭდვა 15 წუთშიმის: მელიქიშვილის1/6 ( 51-ე სკოლის გვერდით)მობ: 558 37 97 47

Geplaatst door ფოტო მაისურზე,ჭიქაზე,კეპზე op Maandag 9 oktober 2017

ყურსასმენები

თუ თანამშრომლის “საიდუმლო სანტა” ხარ და თქვენ დიდ ოფისში მუშაობთ, მას კარგი ყურსასმენები ძალიან გაუხარდება, თუმცა კარგი ყურსასმენები ყველას გვიხარია საზოგადოებრივი ტრანსპორტში ან ქუჩაში არსებული ხმაურისგან თავის დასაცავად.

ფასები აქაც მრავალფეროვანია და ის ძირითადად დამოკიდებულია მწარმოებელ ბრენდზე. “ზუმერი”  ამ მხრივ დიდი არჩევანს გვთავაზობს და სასურველი პროდუქტის ონლაინ შერჩევაც შესაძლეველია.

https://www.facebook.com/zoommerge/photos/a.192881230723457/2106945005983727/?type=3&theater

სასაჩუქრე ღვინის კომპლექტი

ინდივიდუალური, სპეციალურად მისთვის დამზადებული საჩუქარი ყველას უხარია და თუ ეს საჩუქარი ერთი ბოთლი კარგი ღვინოა, მით უფრო. “ღვინიერს”  შეუძლია საჩუქრის შერჩევა დღესასწაულად გიქციოთ. ფასის, მწარმოებლისა და ფერის მიხედვით იდეალურ ღვინოს შეგარჩევინებს, შენთვის სასურველ ორიგინალურ წარწერას გაუკეთებს, შეგიფუთავს და სასურველ დროს და ადგილზე მოგიტანს.

Geplaatst door Natia Vashakmadze op Dinsdag 4 december 2018

ფერადი წინდები

AlterSocks • ალტერსოქსის ფერადი წინდები ყველა სქესის, ასაკისა და პრფესიის ადამიანისთვის სასიამოვნო და სახალისო საჩუქარია. მათი შეძენა კი ფაქტობრივად ყველა დიდ სავაჭრო ცენტრშია უკვე შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის კი ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი “ფეისბუქის” გვერდის ძალიან ყურადღებიან ადმინს მიმართო.

https://www.facebook.com/altersocks/photos/a.1807717576108574/2085362355010760/?type=3&theater

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარება საჩუქრის შერჩევისას. არ დაგავიწყდეს, რომ გაგვიზიარე შენი გამოცდილება.

ბედნიერ ახალ წელსა და შობას გისურვებ!